შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ვითხოვთ.
---------------------------------------------------------------
გიორგი გვარაკიძეს-გენერალურ პროკურორს ლელა ჩოქურის საქმეზე არაერთი განცხადებები და თანდართული მტკიცებულებები გვაქ გამოგზვანილი.
ზემოხსენებული საქმე აწერია ვაკე-საბურთალოს მე6 სამმართელოს გამომძიებელს ზაურ ლომინეიშვილს-პროკურორი ვახტანგ ხარებაშვილი
იტალიაში ლატარიაში მოგებულ 2 მილიონ ევროს ართმევენ ლელა ჩოქურს სავარაუდო კორუფციულ გარეულია არაერთი თანამდებობის პირი
სავარაუდო დანაშაული ტრანსნაციონალურ დანაშაულის ნიშნებს მოიცავს
მოვითხოვთ პირად კონტროლზე აიყვანოთ ზემოაღნიშნული საქმე.
საქმეზე ჩემ მიერ გაგზავნილია შემდეგი საჩივრები:
- საჩივრები:
ID CA00412606183839 — 06.04.2026
ID CA00412606183738 — 06.04.2026 - „ლელა ჩოქურის საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ“
ID CA00412606261836 — 07.04.2026
ID CA00412606261735 — 07.04.2026
ID CA00412606261634 — 07.04.2026 - „ლელა ჩოქურის საქმეზე საგამოძიებო ორგანოების შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესახებ“
ID CA00412606262130 — 07.04.2026
ID CA00412606261937 — 07.04.2026
ID CA00412606262029 — 07.04.2026 - დამატებითი განცხადება
ID CA00412605896445 — 31.03.2026
აღნიშნულ განცხადებებში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავდა საკმარის და მკაფიო მინიშნებებს შესაძლო დანაშაულზე, რაც საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებდა დაეწყო ეფექტური გამოძიება და განეხორციელებინა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. მიუხედავად ამისა, დღემდე არც გამომძიებლის და არც პროკურორის მხრიდან არ განხორციელებულა შესაბამისი ქმედებები.
პროკურატურაში შეტანილი აქვთ არაერთი განცხადება თანდართული მტკიცებულებებით. ნათლად და ჩამოყალიბებულად სახეზე იყო „საკმარისად ნათელი მინიშნებები“. მისი განცხადება ნამდვილად არ იყო არარეალური, რომ გამომძიებელს არ წარმოშობოდა სურვილი გამოძიების ჩასატარებლად და ყველა შესაძლო საშუალების გამოყენების ვალდებულება.
მოგხსენებათ პროცედურული ვალდებულებები: მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო) — HARUTYUNYAN v. ARMENIA, 2005 წლის 5 აპრილი, სამოქალაქო სარჩელი / კომპენსაცია; მე-13 მუხლი — Menesheva v. Russia, 2006 წლის 9 მარტი. გამოძიების ვალდებულება ნიშნავს: გამოძიება + სასამართლო + სასჯელი, დაუსჯელობასთან ბრძოლა.
გამოძიების მიზნებია: ინციდენტის / საქმის ვითარების გარკვევა, დამნაშავეთა დადგენა, ყველა სავარაუდო მტკიცებულების მოძიება. ყველა ის გარემოება და მტკიცებულება, რომელსაც მე მივანიშნებდი ჩემს განცხადებაში, ავალდებულებდა ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას, პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს და გამომძიებელ ზაურ ლომინეიშვილს ეფექტურად ეწარმოებინათ გამოძიება და ამოეწურათ ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც არ გაკეთებულა.
ვითხოვ ზემოხსენებულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ზედამხედველობას, რადგან სავარაუდოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ არის არაერთგზისი დანაშაულები ჩადენილი.
-ასევე ვითხოვთ, რომ უზენაეს სასამართლოდან გამოთხოვილ იქნეს მთლიანი საქმის მასალები და ჩაუტარდეს ნინო გოდერძიშვილის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ექსპერტიზა, დოკუმენტის სიყალბის დადგენის მიზნით.
-სისხლის სამართლი საქმეზე სგამოძიების ფარგლებში ვითხოვთ, მოწმე მზია ჯიშკარიანი დაკითხულ იქნეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ხოლო მისი ცრუჩვენებების დამტკიცების შემთხვევაში, დადგეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი განცხადებისა, თანდართული მტკიცებულებებისა და შესაძლო მძიმე დანაშაულებზე პირდაპირი მითითებებისა, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შესაბამისი ქვემდგომი ორგანოების მხრიდან არ განხორციელებულა ეფექტიანი, დროული და სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებები.
არ ჩატარებულა ისეთი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა: საკასაციო სასამართლოდან მტკიცებულებების სრულად გამოთხოვა, მოწმეების გამოკითხვა, დოკუმენტების ექსპერტიზა, იტალიის კომპეტენტურ ორგანოებთან სამართლებრივი დახმარების მექანიზმის გამოყენება და შესაძლო ტრანსნაციონალური დანაშაულის სათანადო შეფასება.
აღნიშნული უმოქმედობა, თავისი ხანგრძლივობითა და შედეგებით, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმეზე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არა მხოლოდ სამსახურებრივ გულგრილობას, არამედ შესაძლო სამსახურებრივ მფარველობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ან გამოძიების განზრახ გაჭიანურებას.
ვითხოვთ, გიორგი გვარაკიძე გენერალურ პროკურორისგან,მისმა უწყებამ გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრმა ერთობლივად დაავლოთ საქმის პროკურორს და ვაკე საბურთალოს მე6 სამმართველოს გამომძიებელ გამომძიებელ ზაურ ლომინეიშვილს ლელა ჩოქურის საქმეზე, წერილობით განმარტონ:
- რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე;
- გამოითხოვა თუ არა მტკიცებულებები იტალიის შესაბამისი ორგანოებიდან;
- დაიკითხნენ თუ არა ყველა არსებითი მოწმე?
- ჩატარდა თუ არა დოკუმენტების ექსპერტიზა?
- რატომ არ იქნა ლელა ჩოქური დაზარალებულად ცნობილი?
- რატომ არ შეფასდა საქმეში არსებული შესაძლო ტრანსნაციონალური ქონებრივი დანაშაულის ნიშნებ?
- ვინ არის პასუხისმგებელი გამოძიების არაეფექტიან წარმართვაზე.
- შეფასდა თუ არა მოსამართლეთა შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ან მართლმსაჯულების საწინააღმდეგო შესაძლო ქმედებების ნიშნები სასამართლო კორუფცია და თუ არ შეფასდა — რა სამართლებრივი საფუძვლით?
ასევე ვითხოვთ, შემოწმდეს შესაბამისი გამომძიებლისა და ზედამხედველი პროკურორის ქმედებები შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან გამოძიების განზრახ შეფერხების ფაქტებზე.
ვითხოვთ ლელა ჩოქურის დაზარალებულად ცნობას.
უცხოურ და ქართულ მედიებშიც უკვე დევს სტატიები: ეს საქმე რეზონანსულია.
გამოქვეყნდა: 2026-04-29 00:00:00