ლატარიაში მოგებული 2 მილიონი ევრო და სასამართლო კორუფცია — ლაშა ჯანიბეგაშვილის სკანდალური საქმე
საქართველოს საერთო სასამართლოებში, ამჯერად უკვე უზენაეს სასამართლოში, მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გახმაურებული დავა მიმდინარეობს.
საქმე ეხება ქართველი ემიგრანტის მიერ ლატარიაში მოგებულ 2 მილიონ ევროს, რომლის გარშემოც ორგანიზებული დანაშაულის, შანტაჟისა და სასამართლო სისტემაში არსებული სავარაუდო კორუფციის მძიმეს სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა იკვეთება.
საქმეს ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი მართავს პარტნიორებთან — საბა ხელაშვილსა და ზურაბ ვანიშვილთან ერთად .თბილისში უზენაეს სასამართლოში და პროკურატურაში
შანტაჟი და ქონების გამოძალვა
საქმის არსი შოკისმომგვრელია: პირი, რომელმაც საზღვარგარეთ ლატარიაში 2 მილიონი ევრო მოიგო, დედის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.
ადვოკატების განცხადებით, სავარაუდოდ როგორც თავად დაზარალებული ყვება,სამშობლოში დაბრუნებისას დაზარალებულზე განხორციელდა უპრეცედენტო ფსიქოლოგიური ზეწოლა, მოტყუება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრების სახელით. ამ მძიმე შანტაჟის შედეგად, პირი აიძულეს ხელი მოეწერა ფიქტიურ დოკუმენტზე — ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე, რომელიც რეალურად არანაირ სამართლებრივ ურთიერთობას არ ასახავდა.
კორუფციის ეჭვები სასამართლოში და ყოფილი გენერალური პროკურორის ჩართულობა
ეს იძულებით გაფორმებული ვალის აღიარების დოკუმენტი მოგვიანებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოში მთავარ მტკიცებულებად იქცა. სავარაუდოდ, კორუმპირებული მოსამართლეების ორგანიზებული ჯგუფის დახმარებით, დაზარალებულს შეიძლება მთელი ქონებები ჩამოერთვას.
„საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები და დასაბუთება ყოველგვარ ლოგიკასა და სამართლებრივ კრიტიკას მიღმაა“, — აცხადებს ადვოკატიდა ლაშა ჯანიბეგაშვილი. საქმეს დამატებით კითხვის ნიშნებს უჩენს ის ფაქტიც, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს უზენაეს სასამართლოში ყოფილი გენერალური პროკურორი წარმოადგენს.
ლაშა ჯანიბეგაშვილის თავის დაცვის ქვეშ მყოფის სტრეტეგიას ღიად ასახელებს
საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის სტრატეგია
ვინაიდან საქმე ამჟამად საქართველოს უზენაეს სასამართლოშია, ლაშა ჯანიბეგაშვილი მრავაპროფილინიან საერთაშორისო სტრატეგიას აანონსებენ. კორუფციის ნიშნებიდან გამომდინარე, ყველა მტკიცებულება გადაეგზავნება:
საერთაშორისო ორგანიზაციებს;
სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს;
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პროკურატურის არაფექტურ გამოძიებაზე.
დაცვის მხარე ლაშა ჯანიბეგაშვილის თაოსნობით მოითხოვს:
-
პასუხისმგებელი მოსამართლეების შეყვანას Magnitsky Sanctions List-ში (მაგნიტსკის სია).
-
მათთვის Persona Non Grata-ს სტატუსის მინიჭებას.
-
აშშ-ში, ევროკავშირსა და კანადაში შესვლის აკრძალვას.
-
საზღვარგარეთ არსებული მათი აქტივების გაყინვასა და კონფისკაციას.
სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო მონიტორინგი
ადვოკატების პოზიცია მკაფიოა: დაისმება კონკრეტული მოსამართლეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. თუ საქართველოს პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ გამოძიებას, საქმე საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასაჩივრდება.
„ჩემი პრინციპია — ნებისმიერ საქმეზე, სადაც იკვეთება კორუფცია, ნეპოტიზმი და მოქალაქეების ჩაგვრა, გამოვიყენოთ ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმი“აქტიურად , — აცხადებს ლაშა ჯანიბეგაშვილი.
იხილეთ ასევე: გასულ ღამეს ბათუმში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს.
საქმის დეტალური მიმოხილვა და დამატებითი მასალები ხელმისაწვდომია ჩვენს ოფიციალურ გვერდზე:
საქმე ეხება ლატარიაში მოგებულ დაახლოებით 2 მილიონ ევროს.
გამოქვეყნდა: 2026-04-05 00:00:00