როგორც ჩანს, ნატა ვიბლიანსა და მის ადვოკატებს შორის არსებული უთანხმოება მოგვარდა.**
❤️ გულწრფელად მიხარია, თუ ეს გაურკვევლობა დასრულდა, რადგან საქმე ეხება უკიდურესად მძიმე, სენსიტიურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს.
???? **მინდა ყველას მოგმართოთ ერთი თხოვნით:**
თავი შევიკავოთ შეურაცხყოფისგან ნებისმიერი მხარის მიმართ, მათ შორის ადვოკატების მისამართითაც. სამწუხაროდ, რამდენიმე შეურაცხმყოფელი კომენტარი უკვე შემხვდა.
განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა ყველას უფლებაა, თუმცა კრიტიკა არ უნდა გადაიზარდოს პიროვნულ თავდასხმებსა და შეურაცხყოფაში.
???? ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნატას ინტერესები და საქმეზე სამართლიანი შედეგის მიღწევაა.
????
ეს საქმე უკვე ბრალის წარდგენის ეტაპზეა
ასეთ გადამწყვეტ მომენტში კლიენტსა და ადვოკატებს შორის დაპირისპირების გაღრმავება, ჩემი შეფასებით, მხოლოდ სავარაუდო მოძალადეების ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს და უარყოფითად აისახოს ნატას საქმეზე.
???? **წარმატება ვუსურვოთ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესა და მის გუნდს!** ⚖️
მნიშვნელოვანია მათი გაწეული შრომის აღიარებაც.
მათი პროფესიული ჩართულობითა და ძალისხმევით, მრავალწლიანი ისტორიის მქონე უმძიმეს საქმეზე გამოძიება დაიწყო, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ხოლო ნატა ვიბლიანი დაზარალებულად კი იქნა ცნობილი.
ეს მნიშვნელოვანი, სამართლებრივი პროგრესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია დაახლოებით **35 წლის წინ მომხდარ სავარაუდო მძიმე დანაშაულებზე.**
???? აღსანიშნავია, რომ ამ საკითხმა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღება თამუნა მუსერიძის გადაცემის შემდეგაც მიიპყრო. ეს ადამიანი ბევრს ეხმარება დიდ კარგ საქმეს აკეთებს და საზოგადოებისგან მეტს დაფასებას მოითხოვს ვფიქრობ❤️
დღეს, როდესაც საქმემ ამ ეტაპამდე მოაღწია, ვფიქრობ, დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ნაცვლად, აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება.
????
**ნატასთვის ამ ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან, საკუთარი მონათხრობის თანახმად, ბავშვობაში უმძიმესი გამოცდილება გადაიტანა და ახლა მისი მთავარი ინტერესი სიმართლის დადგენა და სამართლიანობის მიღწევაა.???? მის ინტერებს ეს შეადგენს.
ჩვენი ვალდებულებაა, გვერდით დავუდგეთ მას — არა შეურაცხყოფით, არა კონფლიქტის დამხამრე ადვოკატებთან გაღვივებით, არამედ პასუხისმგებლობით, თანადგომითა და სამართლებრივი პროცესის პატივისცემით.
???? **წარმატებები ნატას, მის ადვოკატებსა და ყველა ადამიანს, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის!**
❤️ თანადგომა ყველა დაჩაგრულს, ძალადობის ყველა მსხვერპლს!
⚖️ **სიმართლე უნდა დადგინდეს, დამნაშავეებმა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უნდა აგონ, ხოლო სამართლიანობა უნდა აღსრულდეს.**
#ნატა_ვიბლიანის
#ძალადობის_საქმე