სიახლეები

# გილოცავთ ადვოკატთა პროფესიულ დღეს!

#  გილოცავთ ადვოკატთა პროფესიულ დღეს!

# ⚖️ გილოცავთ ადვოკატთა პროფესიულ დღეს!

დღეს უკვე **წელიწადი და შვიდი თვეა, რაც ჩემი და ოჯახის საერთაშორისო დაცვის საკითხი მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან სახელმწიფოში — განიხილება.**

ეს ხანგრძლივი პროცესი უკავშირდება იმ სერიოზულ გარემოებებს, რომლებიც ჩემი პროფესიული საქმიანობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და გავლენიან პირებთან უბრალო ხალხის დაცვის დაპირისპირების შედეგად შექმნილ საფრთხეებს ეხება.

⛔

სამარცხვინოა, როდესაც ადვოკატს, რომელიც წლების განმავლობაში სხვის უფლებებს იცავდა, საბოლოოდ საკუთარი უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად სამშობლოს დატოვება უწევს!

მიუხედავად ყველაფრისა, აქედანაც კი ვაგრძელებ ბრძოლას ჩემი ქვეყნისა და ხალხის უფლებების დასაცავად.

✅

**დარწმუნებული ვარ, ემიგრაციიდან უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებ, ვიდრე იმ ადვოკატთა ასოციაციისგან არის შესაძლებელი, რომელსაც, ჩემი შეფასებით, ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი ხელმძღვანელობა მართავს.**

✅

წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება პროფესიული ორგანიზაციის ასოციაციის საერთაშორისო რეპუტაცია, თუ ოფიციალურად დადგინდება, რომ ადვოკატი საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და გამოხატული შეხედულებების გამო დევნის მსხვერპლია და საერთაშორისო დაცვას საჭიროებს!

⛔

მით უმეტეს, თუ შესაბამის გადაწყვეტილებაში დევნის ერთ-ერთ გარემოებად თავად ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობისა და დისციპლინური ორგანოების ქმედებებიც შეფასდება.

⛔⚠️

**ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს არა მხოლოდ საერთაშორისო რეპუტაციული კრიზისის, არამედ ასოციაციის საქმიანობისა და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის სამართლებრივი შეფასების საფუძველი.**

✅

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობას წესით უნდა ესმოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არ ესმის ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება:

????პროფესიული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი უკანონო გადაწყვეტილება შეიძლება მომავალში საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების საგნად იქცეს!**✅

⛔

ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც ვერ იცავს საკუთარ წევრებს ზეწოლისგან და, პირიქით, თავად იქცევა მათზე ზეწოლის ინსტრუმენტად, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რამდენად ასრულებს თავის ფუნდამენტურ მისიას.

????ადვოკატთა ასოციაციის დანიშნულება ადვოკატების დაცვაა და არა მათი დაკვეთით და პირადი ანგარიშსწორებით დევნა!**

????

არცერთი ადვოკატი არ უნდა აღმოჩნდეს არჩევანის წინაშე — დაემორჩილოს გავლენიან პირებს, გაჩუმდეს და შეინარჩუნოს პროფესია, თუ დაიცვას საკუთარი პრინციპები და ამის გამო დაკარგოს პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა, უსაფრთხოება და სამშობლოში ცხოვრების უფლება.

✅

გილოცავთ დღევანდელ პროფესიულ დღეს იმ ღირსეულ ადვოკატებს, რომლებიც არ ჩუმდებიან, არ ეგუებიან უსამართლობას, გაბედულად იბრძვიან თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების ინტერესებისთვის და პროფესიულ ღირსებას პირად კეთილდღეობაზე მაღლა აყენებენ!**

✅

⚖️ **თავისუფალი ადვოკატის გარეშე არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება!**

**ლაშა ჯანიბეგაშვილი**

ადვოკატი |

ნაკლების ჩვენება