სიახლეები

მკვლელობა გურიაში

მკვლელობა გურიაში

მკვლელობა გურიაში

მარტოხელა პენსიონერმა ქალმა იწვალა, იშრომა, თხილი დაკრიფა და ჩააბარა, ორ დღეში ყელგამოჭრილს და გაძარცვულს პოულობენ საკუთარ ბინაში.

5000ლარის გამო.

60ჯერ დაარტყეს დანა.

ამბავი გურიაში მოხდა ????????????

ესაა "ქოცური მშვიდობა"

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

დღეს, 30 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე. ქალი 28 აგვისტოს, საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმისა და მკვლელობის მოტივი ფული გახდა. მოკლულს მეზობლებთან ჰქონდა ნათქვამი, რომ დაახლოებით 5 ათასი ლარი ჰქონდა შეგროვილი.

მარგო ზოიძე სამსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა. მკვლელობის ღამეს იგი სახლში მარტო იმყოფებოდა, რადგან მისი მეუღლე სეზონურად გომისმთაზე მუშაობდა.

„სამნი ყოფილან. მარგო წინააღმდეგობას უწევდა… ვინც იჭერდა, იმისთვის სახე ჩამოუკაწრავს, ნიღაბი ჩამოუძვრია და უთქვამს: “გიცანი, გიცანი ვინც ხარ, წადით აქედან, არ მაქვს ფულიო”. დანით დაჩეხეს, 60 ჭრილობა ჰქონდა ქალს.

ოზურგეთში, საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ, მარგოს ხელში ერთ-ერთი მკვლელის თმა ჰქონია შერჩენილი. მუცლის ზემოთ მთელი სხეული დაჩეხილი ჰქონდა“, — უყვება გამოცემა „ბათუმელებს“ ოჯახის ახლობელი.

მეზობლებმა იმ ღამეს ხმაური გაიგეს და კართანაც მივიდნენ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. გარდაცვლილი ქალი მეორე დღეს იპოვეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოძახეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს (ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით).

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-სამძებრო მოქმედებები. შსს-ში ასევე არ ადასტურებენ ინფორმაციას რაიმე სახის ჩანაწერის არსებობის შესახებ, რომელიც დანაშაულის დეტალებს შეიცავს.

წყარო მკვლელობა გურიაში მკვლელობა  https://gurianews.com