იუსტიციის მინისტრს
ან დაწერეთ განცხადება და თანამდებობა დატოვეთ, ან მიხედეთ საჯარო რეესტრის თანამშრომლებს
რომლებიც კანონს უხეშად არღვევენ და ადამიანებს მამაპაპისეულ მიწა წყალს საგურამოში უკანონოდ ართმევენ 
ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ნ. სუხიაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ საგურამოში მამაპაპისეული მიწის ნაკვეთი მათი მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე მესამე პირს დაურეგისტრირეს.
2026 წლის 29 ივლისს, №156693 პასუხით, საჯარო რეესტრმა ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი უარი გამოგზავნა.
რეესტრის გამაოგნებელ პასუხში ((დანაშაულის ნიშნებს მოიცავს _)ვკითხულობთ: ციტირება:-
„მიღება-ჩაბარების აქტის მხარეების აღმნიშვნელი პირობითი ნიშნები არის პირობითი მახასიათებლები და სავალდებულოდ გასათვალისწინებელ რეკვიზიტებს არ წარმოადგენს.“
მარტივ მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე გავნმარტავ
რას ნიშნავს ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის?
გამოდის, რომ მიწის რეგისტრაციისას შესაძლოა:
• ზუსტად არ გადაამოწმონ მიწის მდებარეობა;
• არ დაადგინონ, რეალურად ვის ეკუთვნის ნაკვეთი;
• არ მოუსმინონ ფაქტობრივ მესაკუთრეს;
• არ გადაამოწმონ მომიჯნავე მეზობლების ინფორმაცია;
• და ამის შემდეგ ქონება სხვა პირზე დაარეგისტრირონ.
ეს არის საკუთრების უფლების უხეში დარღვევა.
ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლების წინააღმდეგ.
70 წლამდე მიტანებულ კაცს ახლა ეუბნებიან, რომ სასამართლოში რამდენიმე წელი(შეიძლება 10 წელიც)3ინსტანცია უნდა იდავოს იმ მიწის დასაბრუნებლად, რომელიც, მისი განცხადებით, ოჯახს უკანონოდ წაართვეს.
ეს ნორმალურია?
ეს კანონიერია???
ეს არის სამართალი?
ეს არის მოქალაქის საკუთრების დაცვა?
იხ ასევე. კოჯორში მიწაზე დავა სასამართლოს გარეშე ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის ჩართვით 28 დღეში მოგვარდა
ანუ საჯარო რეესტრი თუ - მიწის ნაკვეთს ხალხს ისე უფორმებს ხალხს რომ ადგილმდებარეობის დაზუსტებას არ ახდენს, დეტალურად არ იკვლევს,ვის არის მიწის ნაკვეთი, არც მესაკუთრეს ეკითხებით, ისე უფორმებთ სხვა პირებს, არც მომიჯნავე მეზობლებს არკვევთ.
ისე ამბობთ უარს.
გამოდის დანაშაულს აქვს ადგილი თან სისტემურ დანაშაულზეა საუბარი.
ჩვენი მოთხოვნაა:
1. სრულად და ობიექტურად იქნეს შესწავლილი ყველა დოკუმენტი და მტკიცებულება;
2. გაუქმდეს დაუსაბუთებელი უარი;
3. შემოწმდეს მესამე პირზე მიწის რეგისტრაციის კანონიერება;
4. დაიწყოს საჯარო რეესტრის თანამშრომელთა სამსახურებრივი შემოწმება;
5. დადგინდეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც გადაწყვეტილების მომზადებასა და მიღებაში მონაწილეობდა;
6. შემოწმდეს შესაძლო კორუფციული მოტივიც — მათ შორის, ხომ არ მოხდა ქონების რეგისტრაცია უკანონო სარგებლის სანაცვლოდ;
7. შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს საგამოძიებო ორგანოს.
2026 წლის 29 ივლისს, №156693 აბსურდულ გადაწყევტილებას ვასაჩივრებთ საჯარო რეესტში ისევ და ვითხოვთ მოხდეს სრულად ისუტიციის მინისიტრის მხრიდან ინსპექტირება.
თუ უკანონო უარი არ გაუქმდება, დავაყენებთ ყველა მონაწილე პირის, მათ შორის უწყების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხს.
იუსტიციის მინისტრს საჯაროდ მივმართავთ:

თქვენ ადრე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი და პრაქტიკოსი იურისტი იყავით.
( იმ სამარცხვინო ტელეკომპანიის რომელსაც2ჯერ მოვუგე გავრცელებულ ტელევიზიით გავრცელებულცილისწამებებზე ეთიკის ქარტიაში დავა) რომლიც ასევე საეჭვოდ დაემთხვა ჩემი საუკუნის დავას როცა მარტოდმარტომ 10 000კაცისგან შემდგარი (დამნაშავეთა დაჯგუფება, ადვოკატების ასოციაცია რეალურად შევარყიე და დაშლის პირას მყავდა მიყვანილი ( არსებითად განხილვაზე იყო გასული ჩემი საკონსტიტუციო სარჩელები1424და1490)
ამიტომ კარგად უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და მოქალაქისთვის საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევა.
კარგი იურისტი იყავით და ან მიხედეთ ან თანამშრომლებს ან დატოვეთ ეგ თანამდებობა ან საზოგადოებას განუმარტეთ

მოქალაქეებო და ადვოკატებო, ყველა მსგავს უკანონობაზე საჯაროდ მოითხოვეთ მინსიტრის მხრიდან პასუხისმგებლობა. მხოლოდ და მხოლოს ერთობლივი ძალსიხმევითაა შესაძლებელი დასრულდეს ის ქაოსი, რომელიც საჯარო რეესტრში მოქალაქეების საკუთრების უფლებას მიმართ ხდება

მხარდაჭერის ნიშნად ყველას გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი.
#საჯარო_რეესტრი
#მიწის_ნაკვეთი_საგურამოში
#ქრთამი
#ტელეკომპანია #ადვოკატების_საქმე