სიახლეები

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფოს ექიმები ამ წუთებში სოლიდარობას უცხადებენ განყოფილების უფროსს, ჯუმბერ ბოლქვაძეს.

ექიმები “ბათუმელების” პირდაპირ ეთერში აცხადებენ, რომ ბოლქვაძეს განყოფილებიდან წასვლას, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტრო, მიხეილ სარჯველაძის დაკვეთით, აიძულებს.

ექიმების მონათხრობის მიხედვით, ზაფხულში კლინიკამ, რესურსების სიმწირის და საჭირო აპარატურის დეფიციტის გამო, თავდაპირველად, უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე. 112-ის თანამშრომლის კითხვას, სად გადაეყვანათ პაციენტი, ბოლქვაძემ

უპასუხა - “მინისტრთან”. ექიმების თქმით, სამინისტრო 112-ის ამ სატელეფონო ჩანაწერზე აპელირებს.

მოგვიანებით კლინიკამ პაციენტი მიიღო, ექიმმა კი ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა.

ბათუმის რესპუბლიკურის თანამშრომლების თქმით, ბოლო პერიოდში, ბოლქვაძეს აქტიურად უკავშირდებოდნენ სხვადასხვა უწყებიდან. დღეს კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი თავად მივიდა კლინიკაში და ბოლქვაძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა