სიახლეები

საჩივარი  გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს— სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით

საჩივარი  გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს— სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით

საჩივარი  გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს— სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით

მოგახსენებთ, რომ ჩემს მიერ ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურორის სახელზე გაგზავნილი არაერთი საჩივარი უკავშირდება ჩემს დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქის საქმეს, რომელსაც იტალიაში კანონიერად აქვს მოგებული 2 000 000 ევრო და აღნიშნული თანხიდან იტალიის საგადასახადო ორგანოებში გადახდილი აქვს დაახლოებით 400 000 ევრო.

არსებული გარემოებებიდან იკვეთება შესაძლო დანაშაულის ნიშნები, რის შედეგადაც აღნიშნული პირის კუთვნილი თანხების მითვისება ხდება სხვადასხვა პირის მიერ. მიუხედავად ამისა, ვაკე–საბურთალოს პოლიციის მე-6 განყოფილების გამომძიებელი ზაურ ლომინეიშვილი საქმეს არაეფექტურად მართავს და დღემდე არ ჩატარებულა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე ჩემ მიერ გაგზავნილია შემდეგი საჩივრები:

  1. საჩივრები:
    ID CA00412606183839 — 06.04.2026
    ID CA00412606183738 — 06.04.2026

  2. „ლელა ჩოქურის საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ“
    ID CA00412606261836 — 07.04.2026
    ID CA00412606261735 — 07.04.2026
    ID CA00412606261634 — 07.04.2026

  3. „ლელა ჩოქურის საქმეზე საგამოძიებო ორგანოების შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესახებ“
    ID CA00412606262130 — 07.04.2026
    ID CA00412606261937 — 07.04.2026
    ID CA00412606262029 — 07.04.2026

  4. დამატებითი განცხადება
    ID CA00412605896445 — 31.03.2026

აღნიშნულ განცხადებებში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავდა საკმარის და მკაფიო მინიშნებებს შესაძლო დანაშაულზე, რაც საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებდა დაეწყო ეფექტური გამოძიება და განეხორციელებინა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. მიუხედავად ამისა, დღემდე არც გამომძიებლის და არც პროკურორის მხრიდან არ განხორციელებულა შესაბამისი ქმედებები.

პროკურატურაში შეტანილი აქვთ არაერთი განცხადება თანდართული მტკიცებულებებით. ნათლად და ჩამოყალიბებულად სახეზე იყო „საკმარისად ნათელი მინიშნებები“. მისი განცხადება ნამდვილად არ იყო არარეალური, რომ გამომძიებელს არ წარმოშობოდა სურვილი გამოძიების ჩასატარებლად და ყველა შესაძლო საშუალების გამოყენების ვალდებულება.

მოგხსენებათ პროცედურული ვალდებულებები: მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო) — HARUTYUNYAN v. ARMENIA, 2005 წლის 5 აპრილი, სამოქალაქო სარჩელი / კომპენსაცია; მე-13 მუხლი — Menesheva v. Russia, 2006 წლის 9 მარტი. გამოძიების ვალდებულება ნიშნავს: გამოძიება + სასამართლო + სასჯელი, დაუსჯელობასთან ბრძოლა.

გამოძიების მიზნებია: ინციდენტის / საქმის ვითარების გარკვევა, დამნაშავეთა დადგენა, ყველა სავარაუდო მტკიცებულების მოძიება. ყველა ის გარემოება და მტკიცებულება, რომელსაც მე მივანიშნებდი ჩემს განცხადებაში, ავალდებულებდა ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას, პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს და გამომძიებელ ზაურ ლომინეიშვილს ეფექტურად ეწარმოებინათ გამოძიება და ამოეწურათ ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც არ გაკეთებულა.

ვითხოვ ზემოხსენებულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ზედამხედველობას, რადგან სავარაუდოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ არის არაერთგზისი დანაშაულები ჩადენილი.

ასევე ვითხოვთ, რომ საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილ იქნეს მთლიანი საქმის მასალები და ჩაუტარდეს ნინო გოდერძიშვილის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ექსპერტიზა დოკუმენტის სიყალბის დადგენის მიზნით.

ვითხოვთ ლელა ჩოქურის დაზარალებულად ცნობას.

ასევე მოვითხოვთ გენერ პროკურატურისგან თქვენი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობას იტალიის საელჩოსთან და იტალიის პროკურატურასთან, რადგან სავარაუდოდ სახეზე გვაქვს სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშულის ჩდენის ფაქტი იტალიის ლატარიის კომპანიის მიერ გაცემული თანხის (მოგების სახით) უკანონოდ გამოყენება და მისაკუთრება საქართველოს მოქალაქე ნინო გოდერძიშვილის მხრიდან.

 

აღნიშნული გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს როგორც შესაძლო დანაშაულზე, ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებზე.

მიუხედავად არაერთი განცხადებისა, თანდართული მტკიცებულებებისა და შესაძლო მძიმე დანაშაულებზე პირდაპირი მითითებებისა, ვაკე–საბურთალოს პროკურატურამ და გამომძიებელმა სათანადო, ეფექტიანი და სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარეს. ამ ნაწილში იკვეთება სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები, რადგან არ მოხდა მტკიცებულებების სრულად ამოღება, მოწმეების სათანადოდ გამოკითხვა და დოკუმენტების შესაძლო სიყალბის ეფექტიანი შემოწმება.

გთხოვთ:

• ჩამოაშოროთ საქმეს და მისცეთ პასუხისგებაში გამომძიებელიზაურ ლომინეიშვილი აღნიშნულ საქმეს;

• მოხსნათ საქმიდან და მისცეთ პასუხისგებაში პროკურორი ვახტანგ ხარებაშვილი
• დაიწყოთ გამოძიება შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე;
• წერილობით გვაცნობოთ, რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა აღნიშნული საჩივრების საფუძველზე.

პატივისცემით.

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი
სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია
advocatory.ge
გახმაურებული სამართლებრივი საქმეები

გიორგი გვარაკიძეს გენერალურ პროკურორ მიმართვა

იხილეთ ასევე:
ემიგრაციაში მოგებული 2 მილიონი ევრო — ქართველი ემიგრანტის გახმაურებული საქმე

ემიგრანტის 2 მილიონი ევროს საქმე, შანტაჟის მუქარა და სასამართლო დავა — ლაშა ჯანიბეგაშვილი განმარტავს

_:შესაძლო თაღლითობის საქმე თბილისში — შპს „სტაბილ გრუპთან“ 60 000 დოლარის დავა კომერციულ ფართებზე | ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი

ავტორი Lasha Janibegashvili

მსგავს საქმეზე საინტერესოა პრეცედენული გადაწყვეტილება

ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების

2 თავის მე19 პუნქტის თანახმად

19. „სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია. ამ პროცესში სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონვა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება. ... სწორედ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ეფექტური შესაძლებლობა, ებრძოლოს კონკრეტული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს და მათი სიმძიმის, სერიოზულობის გათვალისწინებით მოახდინოს მათი კრიმინალიზება, ამასთან, შეარჩიოს პასუხისმგებლობის ის ზომა, რომელიც საკმარისი და ეფექტური იქნება  ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად. ამ დროს, პირველ რიგში, მხედველობაშია მისაღები დანაშაულის ბუნება და სამართლებრივი ინტერესი, რომელსაც ზიანს აყენებს კონკრეტული ქმედება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

2

ამავე გადაწყევტილებაში

მეორე თავის მე-10 პუნქტის თანახმად:

დაზარალებულის ინტერესია, მის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული იქნეს გამოძიებული, რეალური დამნაშავე  იდენტიფიცირებული, დანაშაული სწორად დაკვალიფიცირებული და, საბოლოოდ, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული დანაშულის შედეგად მიყენებული ზიანის ეფექტურ, ადეკვატურ ანაზღაურებას, ხოლო, მეორე მხრივ, სამართლიანობის განცდის დაკმაყოფილებას იმ გაგებით, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშული არ დარჩება რეაგირების გარეშე, რომ სახელმწიფო არ არის გულგრილი და ინდიფერენტული მისი პრობლემის მიმართ და რომ სწორედ სახელმწიფო წარმოადგენს გარანტიას მისი ინტერესების დაცვისთვის და უფლებების დარღვევის პრევენციისთვის. ადამიანს არ უნდა დარჩეს დაუცველობის განცდა ან შეგრძნება, რომ სახელმწიფო არ არის მონდომებული, მოტივირებული და ეფექტური ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებების დარღვევის თავიდან აცილების უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას.