გიორგი გვარაკიძეს მივმართავ გენერალურ პროკურორს ჩოქურის საქმეზე ლაშა ჯანიბეგაშვილი
როგორც ვხედავ ქურდულ სამყაროსთან დაახლოებულ პირების მუქარებზე ორგანიზირებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე, საჩივრებზე რეაგირებას სადაც მოგვიანებით საქმეში თქვენი ყოფილი #გენერალური_პროკურორი #არჩილ_კბილაშვილი ერთვება არ რეაგირებს თქვენი უწყება.
იტალიაში მოგებულ 2 მილიონ ევროს სადაც ტრანსნაციონალური დანაშულის ნიშნებია
მიუხედავად არაერთი წერილობითი განცხადებისა, თანდართული მტკიცებულებებისა და შესაძლო მძიმე დანაშაულებზე პირდაპირი მითითებებისა, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შესაბამისი ქვემდგომი ორგანოების მხრიდან არ განხორციელებულა ეფექტიანი, დროული და სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედები .
არ ჩატარებულა ისეთი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა საკასაციო სასამართლოდან მტკიცებულებების სრულად გამოთხოვა, მოწმეების გამოკითხვა, დოკუმენტების ექსპერტიზა, იტალიის კომპეტენტურ ორგანოებთან სამართლებრივი დახმარების მექანიზმის გამოყენება და შსაძლო ტრანსნაციონალურიდანაშაულის სათანადო შეფასება.
აღნიშნული უმოქმედობა, თავისი ხანგრძლივობითა და შედეგებით, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმეზე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არა მხოლოდ სამსახურებრივ გულგრილობას, არამედ შესაძლო სამსახურებრივ მფარველობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ან გამოძიების განზრახ გაჭიანურებას.
ვითხოვთ, გენერალურმა პროკურატურამ ლელა ჩოქურის საქმეზედ წერილობით განმარტოს:
1. რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე;?
2. გამოითხოვა თუ არა მტკიცებულებები იტალიის შესაბამისი ორგანოებიდან;?
3. დაიკითხნენ თუ არა ყველა არსებითი მოწმე;?
4. ჩატარდა თუ არა დოკუმენტების ექსპერტიზა;?
5. რატომ არ იქნა ლელა ჩოქური დაზარალებულად ცნობილი;?
6. რატომ არ შეფასდა საქმეში არსებული შესაძლო ტრანსნაციონალური ქონებრივი დანაშაულის შესაძლო ნიშნები;?
7. ვინ არის პასუხისმგებელი გამოძიების არაეფექტიან წარმართვაზე.
ასევე ვითხოვთ, შემოწმდეს შესაბამისი გამომძიებლისა და ზედამხედველი პროკურორის ქმედებები შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან გამოძიების განზრახ შეფერხების ფაქტებზე.
ახლახანს პროკურატურამ 80მდე პირი დააკავეთ ბათუმში ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო.
გაუგებარია რატო მიდის ადმინისტრაციულით წარმოება ლ.ჩოქურის წარმომადგენლების საჩივრებზე ვაკე საბურთალოს მე 6განყოფილებაში საქმეზე სადაც მეორე მხარე რომლიც წარმომადგენელი არჩილ კბილაშვილია არც კი ცხადდება!
იტალიაში ლატარიაში 2 მილიონი ევრო მოიგო ლელა ჩოქურმა 400 000 ევრო შემოსავლების სამსახურში აქვს გადარიცხული ლელა ჩოქურს ეს ფაქტები სადავო არაა
და იტალიაში ლატარიაში მოგებულ თანხას საქართველო საერთო სასამართლოები უბათილებს და ართმევს?
საქმეზე ჩემ მიერ გაგზავნილია შემდეგი საჩივრები:
-
საჩივრები:
ID CA00412606183839 — 06.04.2026
ID CA00412606183738 — 06.04.2026 -
„ლელა ჩოქურის საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ“
ID CA00412606261836 — 07.04.2026
ID CA00412606261735 — 07.04.2026
ID CA00412606261634 — 07.04.2026 -
„ლელა ჩოქურის საქმეზე საგამოძიებო ორგანოების შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესახებ“
ID CA00412606262130 — 07.04.2026
ID CA00412606261937 — 07.04.2026
ID CA00412606262029 — 07.04.2026 -
დამატებითი განცხადება
ID CA00412605896445 — 31.03.2026
აღნიშნულ განცხადებებში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავდა საკმარის და მკაფიო მინიშნებებს შესაძლო დანაშაულზე, რაც საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებდა დაეწყო ეფექტური გამოძიება და განეხორციელებინა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. მიუხედავად ამისა, დღემდე არც გამომძიებლის და არც პროკურორის მხრიდან არ განხორციელებულა შესაბამისი ქმედებები.
პროკურატურაში შეტანილი აქვთ არაერთი განცხადება თანდართული მტკიცებულებებით. ნათლად და ჩამოყალიბებულად სახეზე იყო „საკმარისად ნათელი მინიშნებები“. მისი განცხადება ნამდვილად არ იყო არარეალური, რომ გამომძიებელს არ წარმოშობოდა სურვილი გამოძიების ჩასატარებლად და ყველა შესაძლო საშუალების გამოყენების ვალდებულება.
მოგხსენებათ პროცედურული ვალდებულებები: მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლო) — HARUTYUNYAN v. ARMENIA, 2005 წლის 5 აპრილი, სამოქალაქო სარჩელი / კომპენსაცია; მე-13 მუხლი — Menesheva v. Russia, 2006 წლის 9 მარტი. გამოძიების ვალდებულება ნიშნავს: გამოძიება + სასამართლო + სასჯელი, დაუსჯელობასთან ბრძოლა.
გამოძიების მიზნებია: ინციდენტის / საქმის ვითარების გარკვევა, დამნაშავეთა დადგენა, ყველა სავარაუდო მტკიცებულების მოძიება. ყველა ის გარემოება და მტკიცებულება, რომელსაც მე მივანიშნებდი ჩემს განცხადებაში, ავალდებულებდა ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას, პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს და გამომძიებელ ზაურ ლომინეიშვილს ეფექტურად ეწარმოებინათ გამოძიება და ამოეწურათ ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც არ გაკეთებულა.
ვითხოვ ზემოხსენებულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ზედამხედველობას, რადგან სავარაუდოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ არის არაერთგზისი დანაშაულები ჩადენილი.
ასევე ვითხოვთ, რომ საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილ იქნეს მთლიანი საქმის მასალები და ჩაუტარდეს ნინო გოდერძიშვილის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ექსპერტიზა დოკუმენტის სიყალბის დადგენის მიზნით.
ვითხოვთ ლელა ჩოქურის დაზარალებულად ცნობას.
ასევე მოვითხოვთ გენერ პროკურატურისგან თქვენი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობას იტალიის საელჩოსთან და იტალიის პროკურატურასთან, რადგან სავარაუდოდ სახეზე გვაქვს სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩდენის ფაქტი იტალიის ლატარიის კომპანიის მიერ გაცემული თანხის (მოგების სახით) უკანონოდ გამოყენება და მისაკუთრება საქართველოს მოქალაქე ნინო გოდერძიშვილის მხრიდან.
საქართველოში ჩამოსულს ქურდულ შავი სამყაროს წევრებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრონ
შემდეგ კი სასამართლოებით ამხელა თანხის გადახდა დააკისრონ და იტალიაში მოგების ფაქტი გაუბათილონ!!!

ეს არის ჩემი აზრით ყაჩაღობა,ეს არაა მართლმსაჯულება, შესაძლო კორუფციის ნიშნებიც იკვეთება,ესაა კანონით შეფარული
ეს არც კანონიერია არც მორალური და არც ზნეობრივი.
საქმეში მოწინააღმდეგე მხარის ყოფილი გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი ფიგურირებს.
მე და ჩემი ოჯახი ზუსტად თქვენი უწყების გულგრილობის, არაეფექტური რეაგირებისა და იმ გარემოების გამო ვიმყოფებით ემიგრაციაში, რომ ჩემი მრავალჯერადი საჩივრები, რომლებიც შეიცავდა უამრავ მტკიცებულებას, წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე რჩებოდა.
ვაკე–საბურთალოს მთავარი სამმართველოს 6 განყოფილების გამომძიებელს ზაურ ლომინეიშვილს
ჩემ მიერ არაერთხელ იქნა მხილებული ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული პირების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები, მათ შორის ფულის გათეთრებისა და გრანტების მითვისების შესაძლო ფაქტები. ასევე, ჩემს მიმართ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები, თუმცა თქვენი უწყება აღნიშნულზე ეფექტურ და შედეგიან რეაგირებას არ ახდენდა.
სწორედ ამ და სხვა გარემოებებმა მაიძულა ქვეყნის დატოვება.
დღეიდან, ამ საქმის ეფექტურ, სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებაზე პირად პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ და ამას საჯაროდ ვაცხადებ.
არაეფექტური გამოძიების ფაქტზე ვამზადებ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში.
ამასთან, მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, აღნიშნული საქმე ფართოდ გააშუქოს.
იხ ასევე. ECHR-ის არაფექტური გამოძიების გამო- ადვოკატი ალაშა ჯანიბეგაშვილი
იხილეთ ასევე. კორუფციის ეჭვები სასამართლოში და ყოფილი გენერალური პროკურორის ჩართულობა
ლელა ჩოქურის საქმეზე საჩივარზე ხდება სამსახურებრივი გულგრილობა იხ. საჩივარი
სავარაუდოდ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე საჩივარი
იხილეთ ბმულზე საჩივარი
გამომძიებლის მიმართ- საჩივარი
ავტორი. ლაშა ჯანიბეგაშვილი
გამოქვეყნდა: 2026-05-02 00:00:00