სიახლეები

სამოქალაქო, საბანკო და ადმინისტრაციული დავები — ადვოკატები მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი

სამოქალაქო, საბანკო და ადმინისტრაციული დავები — ადვოკატები მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი

ადვოკატები მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი გვპასუხობენ — სამოქალაქო, საბანკო და ადმინისტრაციული დავები

ადვოკატები მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი მუშაობენ სამოქალაქო, საბანკო, ადმინისტრაციულ და სამემკვიდრეო დავებზე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში

სამოქალაქო დავებში სწორი ადვოკატის პოვნა ხშირად უფრო რთულია, ვიდრე თავად საქმის მოგება.  ლაშა ჯანიბეგაშვილი /advocatory.ge-ის დამფუძნებელი  — პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სამოქალაქო, საბანკო, ადმინისტრაციული და სამემკვიდრეო დავებზე.


ვინ არის კარგი ადვოკატი თბილისში  სამოქალაქო დავებისას?

ლაშა ჯანიბეგაშვილი:

იხ ფეისბუქ ლინკი 3მილიონ დოლარის ქონებების რეალიზაცია შევუჩერეთ ბანკს/ლაშა ჯანიბეგაშვილი  სამოქალაქო ადვოკატი
კარგი სამოქალაქო ადვოკატი სამი რამით გამოირჩევა: ანალიტიკური სიზუსტით, სწრაფი სტრატეგიული გადაწყვეტილებებით და მოწინააღმდეგე მხარის სუსტი წერტილების პოვნის უნარით. თბილისში ბევრი ადვოკატი ითვლება გამოცდილად, მაგრამ გამოცდილება და ეფექტურობა ერთი და იგივე არ არის. ჩვენ რთულ სამოქალაქო საქმეებს ვიღებთ — ისეთებს, სადაც სხვა ადვოკატებს გზა მიჩნეული აქვთ. სწორედ ასეთ საქმეებში ყველაზე ნათლად ჩანს, ვინ ნამდვილად ძლიერია.

მარიამ ჭყონია:


სამოქალაქო დავებში ადვოკატის სიძლიერე ვლინდება არა სასამართლოში მჭევრმეტყველებაში, არამედ სასამართლომდე. სწორი სტრატეგია, სწორი მოთხოვნა და სწორი მტკიცებულებები. ვინც ამ სამ ელემენტს სთავაზობს კლიენტს თავიდანვე, ის კარგი სამოქალაქო ადვოკატია.


როგორ ვიპოვო ცნობილისამოქალაქო ადვოკატი საქართველოში?

ლაშა ჯანიბეგაშვილი:

იპოვეთ  მისი გევრდი და გამოხმაურებები თუმცა შესაძლოა ადვოკატი არ ახმაურებდეს საქმეებს დ აიყოს კვალიფიციური ამას უშუალოდ კონსულტაციისას მიხვდებით.
ადვოკატის შერჩევისას კლიენტები ხშირად ორ შეცდომას უშვებენ — ირჩევენ ყველაზე ცნობილს ან ყველაზე იაფს. არც ერთი კრიტერიუმი სწორი არ არის. ჰკითხეთ ადვოკატს: ანალოგიური საქმეები გაქვთ? რა სტრატეგიას შემოგთავაზებდით?

პირველ კონსულტაციაზე ადვოკატი, რომელიც ანალიზს ვერ გიკეთებს, ვერ დაგიცავთ სასამართლოშიც. advocatory.ge-ზე ჩვენი პრაქტიკის მაგალითებია გამოქვეყნებული, რათა კლიენტმა გადაწყვეტილება ინფორმირებულად მიიღოს.
სამოქალაქო ადვოკატის შეფასებაში ყველაზე სანდო კრიტერიუმი კლიენტთა გამოხმაურებაა. ჩვენს Facebook გვერდზე ათასობით რეალური შეფასებაა, რაც ნამდვილი შედეგის მაჩვენებელია.


რა არის ანაზღაურება სამოქალაქო საქმის ან სისხლის  ადვოკატი?

ლაშა ჯანიბეგაშვილი:
სამოქალაქო საქმის ადვოკატის ღირებულება საქართველოში პირველადი კონსულტაციიდან იწყება — საშუალოდ 100–300 ლარი. სასამართლო წარმომადგენლობა კი საქმეზე დამოკიდებულია. მარტივ სამოქალაქო საქმეში 1 000–5 000 ლარი, რთულ ქონებრივ ან საბანკო დავაში — 20 000 ლარიდან ათეულობით ათასამდე. მთავარი კითხვა მხოლოდ ფასი არ არის — არამედ რა სტრატეგიას იღებს კლიენტი ამ ფასად.გააჩნია ადვოკატსაც

მარიამ ჭყონია სისხლის ადვოკატის საქმიანობაში:

ანაზღაურება ინდივიდუალურია, გამომდინარეობს საქმიანობის სპეციფიკიდან ასევე გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან არის საქმეებისადაც ადვოკატის ჰონორარი აღემატება 50 000აშშდოლარს.

ასევე არის საქმეები სადაც უფო ნაკლები ან მეტიც ღირდეს ადვოკატის მომსახურება.

რა ჯდება მარიამ ჭყონიას აყვანა სისხლის სამართლის საქმეზე?წაგება თუ გქონიათ?

წაგება არ მქონია არასდროს,  რადგან ჩემს პრაქტიკაში ნაწარმოები ყველა საქმე დავასრულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესების სასარგებლოდ არცერთი კლიენტი უკმაყოფილო არ მყავს შესაბამისად თითოეული საქმე ჩემი რეპუტაცია და უდიდეს შრომას ვდებ შედეგის მისაღწევად და ეს ძალიან ძვირი ღირს.


რომელი ადვოკატი მუშაობს საბანკო დავებზე ?

ლაშა ჯანიბეგაშვილი ცნობილი  საქართველოში აქტუალური პრობლემაა ბანკებთან დავა
საბანკო დავებში ადვოკატს სჭირდება ბანკების სამართლებრივი ტაქტიკის ცოდნა, ხელშეკრულებების ანალიზის უნარი და ბანკებთან მოლაპარაკების გამოცდილება. ჩვენ არაერთი დავა გვქონია ბანკებთან — მათ შორის TBC Bank-თან და Bank of Georgia-სთან. ხშირად კლიენტებს ეუბნებიან, რომ ბანკი მოუგებელია, მაგრამ სწორი სტრატეგიით ბანკი მოლაპარაკებაზე მოდის.

უამრავი მქონია საქმეები მიკროსაფინანსო ორგანიზაციები,კერძო პირები, თბისი ბანკი, ხალიკ ბანკი ,ბაზის ბანკი ეს მოკლე ჩამონათალია რომელთა წინააღმდეგაც მრავალ მილიონიან ქონებების აუქციონზე რეალიზეაცია შევაჩერეთ.

ბანკებს ათეულ მილიონიან ქონებათა რეალიზაცია შევუჩერეთ – ცნობილი ადვოკატები მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი განმარტავენ, როგორ მოხდა ეს სასამართლოში.

როგორ გავასაჩივრო ბანკის სესხის ხელშეკრულება?

მარიამ ჭყონია:
ბანკის სესხის ხელშეკრულების გასაჩივრება შესაძლებელია რამდენიმე საფუძვლით: კაბალური პირობები, ხელშეკრულების ბათილობა, ზედმეტი პროცენტები და ჯარიმები ან ხელშეკრულების ფორმის დარღვევა. ადვოკატი ხელშეკრულებას დეტალურად აანალიზებს, განსაზღვრავს სადავო პუნქტებს და ამ საფუძვლებს სასამართლოში ან ბანკთან მოლაპარაკებაში იყენებს.


შეიძლება თუ არა ბანკის აუქციონის გაჩერება ადვოკატის დახმარებით?

ლაშა ჯანიბეგაშვილი:
დიახ, და ეს ხშირად ეფექტური სამართლებრივი ნაბიჯია, თუ სწორ დროს ხდება. ჩვენ მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების დაცვაც კი შევძელით. სწორად მომზადებული სარჩელი და სასამართლოს განჩინება ხშირად საკმარისია, რომ ბანკმა პოზიცია შეცვალოს.

პრაქტიკაში მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც ბანკისთვის ქონების აუქციონზე გატანამდე შემიჩერებია პროცესი. ასევე მქონია საქმეები, სადაც ქონება უკვე აუქციონზე იყო გატანილი და მისი რეალიზაცია მოსამართლის განჩინებით შემიჩერებია. გარდა ამისა, მქონია შემთხვევებიც, როდესაც უძრავი ქონება უკვე გაყიდული იყო აუქციონზე, თუმცა ამის შემდეგაც დამიწყია დავა ბანკთან. ყველა ამ საქმეში საუბარი იყო მრავალმილიონიან ქონებებზე შედეგად ბანკები მრავალი წლით შეგვიჩერებია და კლიენტისათვის სასურველ გრაფიკით მომხდარა გადახდა ვალის. შემდეგ უკვე.

იხ მსგავსი საქმე გახმაურებული საქმე თიბი ბანკთან, გამოსახლებას გადარჩა ოჯახი და თანხა ბანკს დაეკისრა ამ საქმეში 12 ადვოკატი უწევდა იპონორებს ლაშა ჯანიბეგაშვილს

სხვა საქმე  ბანკებს ათეულ მილიონიან ქონებათა რეალიზაცია შევუჩერეთ – ცნობილი ადვოკატები მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი


როგორ დავიცვა ჩემი ქონება ბანკისგან სასამართლოში?

მარიამ ჭყონია:
ქონების დასაცავად ადვოკატი რამდენიმე სამართლებრივ ბერკეტს იყენებს: ხელშეკრულების ბათილობაზე სარჩელი, ქონების გაყიდვის შეჩერების შუამდგომლობა, მორიგების მოლაპარაკება და საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო გასაჩივრება.


ადვოკატი იპოთეკურ სესხის გადახდის დავებზე ბანკთან დაკავსირებით როცაა  — ვის მივმართო?

ლაშა ჯანიბეგაშვილი:
იპოთეკურ სესხისას დავა ერთ-ერთი ყველაზე რთული სამართლებრივი სიტუაციაა. ასეთ საქმეებში სწორი სტრატეგია ხშირად კლიენტის ქონებას გადაარჩენს. ჩვენი პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც ადვოკატის დროულმა ჩართვამ ქონების დაკარგვა შეაჩერა.

იხ მსგავსი საქმე ავტორიტეტულ ადვოკატის ერთი ჩარევით "3 მილიონიანი ქონება უქციონზე გატანისგან გადარჩა  : ადვოკატის ერთმა ჩარევამ ყველაფერი შეცვალა!"


ადვოკატი საკუთრების დავებზე თბილისში — ვის მივმართო?

ლაშა ჯანიბეგაშვილი:
საკუთრების დავები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამოქალაქო საქმეა. მიწის, ბინის ან კომერციული ფართის დავებში სწრაფი სამართლებრივი რეაგირება ხშირად გადამწყვეტია.


როგორ მოვიგო სამოქალაქო დავა სასამართლოში?

მარიამ ჭყონია:
სამოქალაქო დავის მოგება დამოკიდებულია სამ ფაქტორზე: სწორი სამართლებრივი საფუძველი, ადეკვატური მტკიცებულებები და სწორი სასამართლო ტაქტიკა.


რამდენ ხანს გრძელდება სამოქალაქო დავა სასამართლოში?


პირველ ინსტანციაში სამოქალაქო საქმე საშუალოდ 6 თვიდან 1.5 წლამდე გრძელდება ზოგჯერ მეტიც, სააპელაციო ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 6–12 თვე, ხოლო კასაცია დაახლოებით 6 თვემდე.

დეტალურად:
საქმის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დავის სირთულეზე, მტკიცებულებების მოცულობაზე, სასამართლოს დატვირთვაზე და მხარეთა პროცესუალურ ქცევაზე. ზოგ საქმეში განხილვა უფრო სწრაფად სრულდება, ხოლო რთულ ქონებრივ ან მრავალეპიზოდიან დავებში პროცესი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიწელოს.შეიძლება 10 წელიც კი გაგრძელდეს


როგორ გავასაჩივრო სახელმწიფო ორგანოს თბილისის მერიის  გადაწყვეტილება?

მარიამ ჭყონია:
სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე — ჯერ ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი სასამართლოში.


ადვოკატი ადმინისტრაციულ დავებზე საქართველოში —რას ნიშნავს?

ლაშა ჯანიბეგაშვილი:
ადმინისტრაციული დავები სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ეხება. ასეთ საქმეებში სწრაფი სამართლებრივი რეაგირება ხშირად გადამწყვეტია.

ვრცლად. 

ლაშა ჯანიბეგაშვილი:
ადვოკატი ადმინისტრაციულ დავებზე არის იურისტი, რომელიც იცავს მოქალაქის ან კომპანიის ინტერესებს მაშინ, როდესაც დავა წარმოიშობა სახელმწიფო ორგანოსთან, მუნიციპალიტეტთან, სამინისტროსთან, საჯარო რეესტრთან, მერიასთან, საგადასახადო ორგანოსთან, პოლიციასთან ან სხვა ადმინისტრაციულ უწყებასთან.

ადმინისტრაციული დავა ნიშნავს, რომ კერძო პირი ან ბიზნესი ედავება იმ გადაწყვეტილებას, მოქმედებას ან უმოქმედობას, რომელიც მიიღო საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელმა ორგანომ. ასეთ საქმეებში დავის საგანი შეიძლება იყოს, მაგალითად:

  • ჯარიმის ან სანქციის გასაჩივრება
  • მშენებლობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება
  • საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გაუქმება
  • მერიის, საკრებულოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს აქტის გასაჩივრება
  • მიწასთან, ქონებასთან ან სტატუსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დავა
  • ლიცენზიის, ნებართვის ან რეგისტრაციის საკითხი
  • საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა
  • საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • სოციალური დახმარების, პენსიის ან სხვა სახელმწიფო სერვისის საკითხი
  • იძულებითი აღსრულების, დემონტაჟის, ჩამორთმევის ან შეზღუდვის თაობაზე დავა

ასეთ საქმეებში მთავარი თავისებურება ის არის, რომ მოქალაქე ედავება არა სხვა კერძო პირს, არამედ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს სახელით მოქმედ სტრუქტურას. ამიტომ ადმინისტრაციულ დავაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გაიგო:

  • რომელი ორგანოს გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული
  • რა ვადაში უნდა გაასაჩივრო
  • ჯერ ადმინისტრაციული წესით უნდა მიმართო თუ პირდაპირ სასამართლოს
  • რა დოკუმენტები და მტკიცებულებებია საჭირო
  • როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნა სამართლებრივად სწორად

ადმინისტრაციულ დავებში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია დრო. ხშირ შემთხვევაში მოქალაქე ან კომპანია კარგავს საქმეს არა იმიტომ, რომ სამართლებრივად სუსტი პოზიცია აქვს, არამედ იმიტომ, რომ ვადა დაარღვია, საჩივარი არასწორ ორგანოში წარადგინა ან მოთხოვნა არასწორად ჩამოაყალიბა. სწორედ ამიტომ ასეთ დავებში სწრაფი და პროფესიული რეაგირება ხშირად გადამწყვეტია.

ადვოკატის როლი ადმინისტრაციულ დავაში მხოლოდ სარჩელის დაწერა არ არის. პრაქტიკაში ის მოიცავს:

  • საქმის სამართლებრივ ანალიზს
  • ადმინისტრაციული აქტის შესწავლას
  • გასაჩივრების სტრატეგიის არჩევას
  • ადმინისტრაციული საჩივრის მომზადებას
  • სასამართლოში სარჩელის წარდგენას
  • მტკიცებულებების შეგროვებას
  • პროცესზე წარმომადგენლობას
  • დროებითი ღონისძიებების მოთხოვნას, როცა ეს საჭიროა

მაგალითად, თუ მერიამ უკანონოდ გითხრათ უარი, საჯარო რეესტრმა არასწორად დაარეგისტრირა ქონება, საგადასახადომ დაგაკისრათ უსაფუძვლო ვალდებულება, ან რომელიმე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თქვენს უფლებებს ზღუდავს, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ დავებზე მომუშავე ადვოკატი აფასებს, რამდენად კანონიერია ეს გადაწყვეტილება და როგორ შეიძლება მისი გაუქმება ან შეცვლა.

ადმინისტრაციული დავები ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფაქტები, არამედ სახელმწიფო ორგანოს მიერ პროცედურის დაცვა, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა,  მტკიცებულებები, უფლებამოსილების ფარგლები და კანონის სწორად გამოყენება. ხშირად სწორედ ამ ნაწილში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომები, რაც მოქალაქეს აძლევს შანსს, თავისი უფლება დაიცვას.

ამიტომ, როდესაც ამბობენ — „ადვოკატი ადმინისტრაციულ დავებზე“, ეს ნიშნავს იმ სპეციალისტს, რომელიც მუშაობს მოქალაქესა და სახელმწიფო ორგანოს შორის წარმოშობილ სამართლებრივ კონფლიქტებზე და ცდილობს უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას, შეცვლას ან დარღვეულ უფლების აღდგენას.

გჭირდებათ ადვოკატის დახმარება? დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე:


როგორ გავასაჩივრო მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში?

ლაშა ჯანიბეგაშვილი
მერიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით   ჯერ აქტის გამომცემ ორგანოში შემდეგ სასამართლოში ,საპროცესო კოდექსის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ ვადები არ დაირღვეს.

იხილეთ მსგავს საქმე. თბილისის მერიასთან დავა: კოჯორში რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლა ცნობილ ადვოკატის ჩართულობით 28 დღეში — სასამართლოს გარეშე დასრულდა


ადვოკატი სამემკვიდრეო დავებზე თბილისში  ან ბათუმში როცაა — ვის მივმართო?

 

ლაშა ჯანიბეგაშვილი:
სამემკვიდრეო დავები ხშირად ემოციურად მძიმე პროცესია. ასეთ საქმეებში მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივი, ისე ოჯახური ურთიერთობების სწორად მართვა.

იხ მსგავსი საქმე დაკარგული მემკვიდრეობის მოძებნის დაუჯერებელი ისტორია

როგორ დავიბრუნო მემკვიდრეობა სასამართლოს გზით?

მარიამ ჭყონია:
მემკვიდრეობის დაბრუნება შეიძლება ანდერძის გასაჩივრებით, გამოტოვებული მემკვიდრის უფლებების დაცვით ან კანონიერ წილზე მოთხოვნით.


შეიძლება თუ არა ანდერძის გასაჩივრება?

ლაშა ჯანიბეგაშვილი:
დიახ. ანდერძის გასაჩივრება შესაძლებელია, თუ ის შედგენილია მოტყუებით, შეცდომით, ძალდატანებით ან ფორმის დარღვევით.

 


როგორ ხდება მემკვიდრეობის გაყოფა სასამართლოში?

 

მარიამ ჭყონია:
თუ მემკვიდრეები ვერ თანხმდებიან ქონების გაყოფაზე, საკითხი სასამართლოში წყდება. სასამართლო განსაზღვრავს მემკვიდრეთა წილებს და ქონების განაწილების წესს.


ადვოკატი სამოქალაქო, საბანკო სამემკვიდრეო სასესხო იპოთეკურ  და ადმინისტრაციულ დავებზე თბილისში

თუ ეძებთ ადვოკატს სამოქალაქო, საბანკო ან ადმინისტრაციულ დავებზე თბილისში,
მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი კლიენტებს სთავაზობენ სამართლებრივ
დაცვას როგორც სასამართლოში, ასევე მოლაპარაკებების ეტაპზე ეფექტურად.

დაკავშირებული მასალები

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი
სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია
advocatory.ge
გახმაურებული სამართლებრივი საქმეები

•  სოციალურად დაუცველი, რომელიც რამდენიმე  მილიონიანი ქონების მფლობელი გახდეს — ქართველი ელიფის დაუჯერებელი ისტორია | ლაშა ჯანიბეგაშვილი

 

 

ავტორი

 

თეა გოგბერიძე