სიახლეები

სოც დაუცველი რომელიც მალე შეიძლება მილიონიანი ქონებების მფლობელი გახდეს(ქართველი ელიფის დაუჯერეველი ისტორია)ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი

სოც დაუცველი რომელიც მალე შეიძლება მილიონიანი ქონებების მფლობელი გახდეს(ქართველი ელიფის დაუჯერეველი ისტორია)ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი

სოც დაუცველი რომელიც მალე შეიძლება მილიონიანი ქონებების მფლობელი გახდეს(ქართველი ელიფის დაუჯერეველი ისტორია)ლაშა ჯანიბეგაშვილი  ადვოკატი 

კარგ ადამიანს შევხვდი. სისხლის სამართლის ადვოკატ მარიამ ჭყონიასთან ერთად გავეცანი ქალბატონი ეკას ისტორიას.

მან მითხრა, რომ მისი მამა საკმაოდ მდიდარი ადამიანი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ კი მან მამის მიერ დატოვებულ ქონებაზე წილი საერთოდ არ მოუთხოვია.

საქმე იმაშია, რომ მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ. დედასთან ერთად გაზრდილი გოგონა მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა. ამავე დროს მისი მამა ბიზნეს საქმიანობაში იყო ჩართული და ცნობილ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან პარტნიორობაც ჰქონდა.

წლების შემდეგ მამა გარდაიცვალა, ოფიციალურ ქორწინებაში აღარ იმყოფებოდა და ქალბატონი ეკა მისი ერთადერთი შვილი და პირდაპირი მემკვიდრე აღმოჩნდა.

თუმცა მამის ქონება სხვა ნათესავებმა — ბიძაშვილებმა — ფაქტობრივად მიითვისეს. საუბარია მრავალ ათეულ მილიონ ლარად შეფასებულ ქონებაზე.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქალბატონ ეკას 30 წლის განმავლობაში მემკვიდრეობის მიღებისათვის არაფერი გაუკეთებია.

მიზეზი რამდენიმე იყო:

  • ვერ იპოვა სანდო იურისტი
  • ფიქრობდა, რომ ასეთი საქმე წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა
  • არ იცოდა, როგორ უნდა დაეწყო სამართლებრივი პროცესი

⚖️

საქმის შესწავლის შემდეგ დავიწყეთ მემკვიდრეობის მიღების სამართლებრივი პროცესი.

პირველ ეტაპზე მოვიძიეთ და გამოვითხოვეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მამა და ქალბატონი ეკა ერთ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებულები.

შემდგომ მოვიკვლიეთ მამის მიერ დატოვებული ქონება.

აღმოჩნდა, რომ გარდაცვალებამდე იგი დაახლოებით 30-მდე უძრავი ქონების მფლობელი ყოფილა. საუბარია რამდენიმე მილიონ ლარად შეფასებულ ქონებაზე.

ასევე მოვიძიეთ სხვა აუცილებელი მტკიცებულებები.

ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას, რომელიც ქალბატონს 30 წლის განმავლობაში არ ჰქონია, მე და ადვოკატ მარიამ ჭყონიას დაახლოებით 20 დღე დაგვჭირდა.

ახლა საქმე იმ ეტაპზეა, როდესაც სოციალურად დაუცველი მემკვიდრე შესაძლოა სულ მალე გახდეს მილიონიანი ქონების მფლობელი.

ეს ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ მასზე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებაც კი შეიძლება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე?


???? იხილეთ ასევე — როგორ რეგულირდება მემკვიდრეობის მიღება საქართველოს კანონით:
https://advocatory.ge/ge/news/view/592