ლაშა ჯანიბეგაშვილი ჰყვება საინტერესო ისტორიას, რომელიც ეხება მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის ერთ-ერთ საქმეს. როგორ გახდა ადვოკატის უცოდინრობა ან მოსყიდულობა იმ ფაქტორის მიზეზი, რის გამოც მოსამართლემ სხვა გადაწყვეტილება მიიღო?“
ხშირად ვათვალიერებ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს და ვხედავ ხოლმე ბევრ საინტერესო და ამავდროულად უცნაურ ფაქტებს .
აი მაგალითად წავიკითხე მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის ერთ-ერთი საქმე სადაც ბატონი ზურაბი ადვოკატის უცოდინრობის ან მოსყიდულობის გამო იძულებული აღმოჩნდა გამოეტანა სრულიად სხვა გადაწყვეტილება. მოკლედ მიმოვიხილავ საქმის მოკლე შინაარსს:
შვილებს ორ ძმას და ერთ დას გარდაეცვალათ დედა, რომელმაც დაუტოვა შვილებს ქონება, ძმებმა ეს დისგან მალულად გადაიფორმეს, დამ ეს ამბავი მოგვიანებით გაიგო და სარჩელი შეიტანა სასამართლოში , მას სასუბედუროდ ცუდი ადვოკატი ჰყავდა რომელიც სავარაუდოდ მოსყიდული ან არაკვალიფიცირებული იყო , ის მხარეს სასამართლო პროცესზე საქმის ობიექტურ მხარეზე რაც მნიშვნელოვანი იყო არ ასაუბრებდა ყურადღებას ამახვილებინებდა იმაზე რომ ის მოხუც დედას პატრონობდა და არა ისეთ ფაქტებზე როგორიცაა: გარდაცვალების შემდეგ დაეუფლო ქონებას , ან ნივთს , გადაიხადო გადასახადები და ა.შ. მოწმესაც იგივე ათქმევინა რაც მმის მოწინააღმდეგე მხარეს აწყობდა რის გამოც მოსამართლეც კი ძალიან შეწუხდა , მოსამართლე დიდ დათმობაზეც კი წავიდა და ეცადა მოკლედ მინიშნებებიც კი მიეცა მაგრამ ამაოდ პროცესი ქალბატონმა წააგო. მოქმედი კანონის თანახმად :- /გაშვებული სამკვიდრო ვადის აღდგენა ხდება თუ მემკვიდრე მამკვიდრებლის ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა /მოსარჩელე ქალბატონს უნდა ემტკიცებინა დედის გარდაცვალებისას მის დანატოვარ ქონებას 6 თვის ვადაში ფაქტიურად რომ დაეუფლა, რაც სამწუხაროდ ვერ დაადასტურა რის გმაოც პროცესი წააგო.გამოქვეყნდა: 2025-04-14 00:00:00