სიახლეები

რუსთავის აზოტის ქარხანასთან დავა 150 00ლარის კომპენსაციით დასრულდა,ზაზა სებისკვერაძეს საქმე ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის აქტიური ჩართულობით მოგვარდა

რუსთავის აზოტის ქარხანასთან დავა 150 00ლარის კომპენსაციით დასრულდა,ზაზა სებისკვერაძეს საქმე ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის აქტიური ჩართულობით მოგვარდა

რუსთავის აზოტის ქარხანასთან მოგებული 150 00ლარი კომპენსაციით  შრომითი დავა — ზაზა სებისკვერაძის საქმე და ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი


ბრწყინვალე დიდებული გამარჯვება- საქმის უცნაური დასასრულით

შრომითი დავები საქართველოშიერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ემოციურად მძიმე სამართლებრივი პროცესია. ადამიანი კარგავს სამსახურს, კარგავს შემოსავალს, კარგავს სოციალურ სტატუსს — დაობს შემდეგ  სასამართლოში  სადაც ამტკიცებს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება უკანონო იყო. ხშირად საქმე სამივე ინსტანციაში იგება — მაგრამ პრაქტიკული შედეგი მაინც არ დგება. სწორედ ასეთ შემთხვევაში ჩავერთეთ საქმეში ადვოკატები ლაშა ჯანიბეგაშვილი, მარიამ ჭყონია და დიანა გვიშიანი ზაზა სებისკვერაძის საქმეში და მივაღწიეთ იმას, რაც 4,5 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო.

შესაძლოა დაგაინტერესოთ მსგავსი საქმე 

სამშენებლო კომპანიასთან მიწაზე დავა — როგორ შეიცვალა შეთავაზება 200,000 დოლარიდან 500,000 დოლარამდე ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის ჩართულობით

საქმის აღწერა :4,5წელი სამსახურის გარეშე — 3 მოგებული ინსტანცია რუსთავის აზოტის წინააღმდეგ

ზაზა სებისკვერაძე რუსთავის აზოტის ქარხნის ერთ-ერთი იმ თანამშრომელთაგანი იყო, ვინც ქარხნის მიერ უკანონო სამსახურიდან გაშვების მსხვერპლი გახდა. რუსთავის აზოტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამრეწველო კომპანია საქართველოში, ამ პერიოდში არაერთ თანამშრომელს ათავისუფლებდა, რის გამოც წარმოიშვა მრავალი შრომითი დავა

სებისკვერაძემ სასამართლოში წარმატებით იბრძოლა ადვოკატ თამარ სურმავას დახმარებით — სამი ინსტანცია მოიგო საქალაქო სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საკასაციო სასამართლო ერთხმად ადასტურებდნენ, რომ მისი სამსახურიდან  გათავისუფლება უკანონო იყო და მისი სამსახურში აღდგენა სავალდებულო იყო. თუმცა რუსთავის აზოტის ქარხანა სასამართლო გადაწყვეტილებას პრაქტიკულად არ ასრულებდა.

რუსთავის აზოტის ქარხანის ხელმძღვანელობა იმდენად ვერ იტანდა ზაზა სებისკვერაძეს რომ პრინციპულად არ აღდგენდენ სამსახურში ტელეფონზეც არ პასუხობდა არავინ.

ეს ქართული სამართლებრივი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ადამიანი იგებს საქმეს, მაგრამ რეალურ შედეგს მაინც ვერ იღებს.

ზაზა სებისკვერაძე 4წელი და 6 თვედარჩა სამსახურის გარეშე. სამი მოგებული სასამართლო პროცესი — და პრაქტიკული შედეგი მაინც არ არსებობდა. სწორედ ამ ეტაპზე დაგვიკავშირდა.

გამოძიება დაწყებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების შუსრულებლობის გამო და ეს საქმე გამოძიებაში ხანდაზმულობის გამო  საქმე  იხურებოდა 6თვეში

ზაზა სებისკვერაძის ოჯახთან შეხვედრისას გამოვლინდა კრიტიკული ფაქტი, რომელსაც მანამდე ყურადღება არ მიექცა.

რუსთავის აზოტის ქარხნის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება, წელიწადნახევარი იყო გასული  ამ გამოძიების დაწყებიდან  ნახევარ წელში ხანდაზმული ხდებოდა.

ეს ნიშნავდა, რომ თუ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები დროულად არ გადაიდგმებოდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დაიხურებოდა და კომპანიას პრაქტიკულად აღარ დაემუქრებოდა პასუხისმგებლობა.

აზა სებისკვერაძე ვერასდროს აღდგებოდა სამსახურში და ვერასდროს აიღებდა კომპენსაციას. 

სტრატეგია ადვოკატების: მუხლის გადაკვალიფიცირება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, რეზონანსული გახდომით აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მისაცემად შედეგი   ოთხი პროკურორი ოთხ თვეში შეიცვალა

საქმეში ჩავერთეთ ადვოკატები ლაშა ჯანიბეგაშვილი, მარიამ ჭყონია და დიანა გვიშიანი ჩვენი მიზანი იყო სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურად წარმართვა და სამართლებრივი ზეწოლის ისეთი მექანიზმის გამოყენება, რომელიც კომპანიას რეალურ რისკს შეუქმნიდა.

ასეთი მექანიზმი იყო  საქმე უნდა გამხდარიყო ძალიან რეზონანსული და მუხლის გადაკვალიფიცირება ქარხანის ხელმძღვანელობის მიმართ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე რუსთავის აზოტის ქარხნის დირექტორის პასუხისგებაში მისაცემად 

იხ ფეისბუქ ლინკი 3მილიონ დოლარის ქონებების რეალიზაცია შევუჩერეთ  ცნობილ ბანკს/ სამოქალაქო დავა  ადვოკატი

სიცოცხლის მოსპობის  რეპუტაციული დარტმის  რისკი ადვოკატების იყო დიდი ამგვარ სტრატეგიით

სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა საქართველოში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად.

გამოძიების დასრულებამდე ხანდაზმულობა არის 2 წელი ეს ნიშნავს 2 წლის გასვლის მერე საქმე იხურება.თუ ამ დროის მანძილზე ბრალიარ წაუყენეს დამნაშავეს.

ზუსტად ამის გამო იხვეწებოდნენ ზაზა სებისკვერაძე და მისი ცოლი ადვოკატებთან გვიშველეთ ყველაფერს ვკარგავთ და თქვენი პატივისცემა ჩვენი ვიცითო

ადვოკატების საქმიანობის შდეგად ოთხი თვის განმავლობაში ოთხი პროკურორი შეიცვალა  ეს პროცესი გამოწვეული იყო ჩვენი სამართლებრივი შენიშვნებითა და საჩივრებით, რომლებიც გამოძიების ეფექტიანობას ეხებოდა.2თე იყო საქმის გამოძიების შეწყვეტამდე  ადვოკატების აქტიური მუშაობით და ძალისხმევით 

შედეგად, რუსთავის აზოტის ქარხანა მოლაპარაკებაზე გამოვიდა

მოლაპარაკების შედეგი

ქარხანამ ორი ვარიანტი შესთავაზა:


ვარიანტი 1:150 000 ლარი + სამსახურში აღდგენაიგივე არა სხვა თანამდებობაზე 
 190 000 ლარი + სამსახურში აღდგენის მოთხოვნაზე  სამუდამოდ უარის თქმა

ორივე შემთხვევაში კონტრაქტში ჩაიწერა საქმის შედეგები არ უნდა გახმაურებულიყო 
 

ზაზა სებისკვერაძემ აირჩია პირველი ვარიანტი — 150 000 ლარი და სამსახურში დაბრუნება

ეს შედეგი მიღწეული იქნა ოთხი თვის ინტენსიური სამართლებრივი მუშაობის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ საქმე უკვე 4,5 წელი მიმდინარეობდა.

ჰონორარის საკითხი — მნიშვნელოვანი გაკვეთილი ადვოკატებისათვის 

ეს საქმე კიდევ ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს აჩვენებს ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობაში.

საქმის დასაწყისში გადახადა 5000 ლარი და საქმის დასრულების შემდეგრასაც ზეპირსიტყვიერად ოირდებოდა ზაზა სებისკვერაძე ადვოკატებს კლიენტმა აღარ შეასრულა დამატებითი ჰონორარის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული შედეგი — 150 000 ლარი და სამსახურში დაბრუნება — სწორედ ინტენსიური სამართლებრივი მუშაობის შედეგი იყო.~