სიახლეები

ჩოქურის საქმე საქმეზე ლაშა ჯანიბეგაშვილი მიმართავს ქვეყნის პრემიერსდა მამუკა მდინარაძეს

ჩოქურის საქმე საქმეზე ლაშა ჯანიბეგაშვილი მიმართავს ქვეყნის პრემიერსდა მამუკა მდინარაძეს

ჩოქურის საქმე
საქმეზე სადაც იტალიაში ლატარიაში მოგებულ 2 მილიონ ევროს ართმევენ ქართველი მოსამართლეები .

აღნიშნულ საკითხებზე ვითხოვ შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (სუს-ის) ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. მათ უნდა აიღონ პირადი პასუხისმგებლობა. ამ საკითხზე არაერთხელ მოგწერეთ.

მიუხედავად არაერთი წერილობითი განცხადებისა,  გამომძიებელ ზაურ ლომინეიშვილს თანდართული მტკიცებულებებისა და შესაძლო მძიმე დანაშაულებზე პირდაპირი მითითებებისა, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შესაბამისი ქვემდგომი ორგანოების მხრიდან არ განხორციელებულა ეფექტიანი, დროული და სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებები.

არ ჩატარებულა ისეთი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა: საკასაციო სასამართლოდან მტკიცებულებების სრულად გამოთხოვა, მოწმეების გამოკითხვა, დოკუმენტების ექსპერტიზა, იტალიის კომპეტენტურ ორგანოებთან სამართლებრივი დახმარების მექანიზმების გამოყენება და შესაძლო ტრანსნაციონალური დანაშაულის სათანადო შეფასება.

აღნიშნული უმოქმედობა, თავისი ხანგრძლივობითა და შედეგებით, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმეზე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არა მხოლოდ სამსახურებრივ გულგრილობას, არამედ შესაძლო სამსახურებრივ მფარველობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ან გამოძიების განზრახ გაჭიანურებას.

ვითხოვთ, გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლელა ჩოქურის საქმეზე ერთობლივად წერილობით განმარტონ:

რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე?
გამოითხოვა თუ არა მტკიცებულებები იტალიის შესაბამისი ორგანოებიდან?
დაიკითხნენ თუ არა ყველა არსებითი მოწმე?
ჩატარდა თუ არა დოკუმენტების ექსპერტიზა?
რატომ არ იქნა ლელა ჩოქური დაზარალებულად ცნობილი?
რატომ არ შეფასდა საქმეში არსებული შესაძლო ტრანსნაციონალური ქონებრივი დანაშაულის ნიშნები?
ვინ არის პასუხისმგებელი გამოძიების არაეფექტიან წარმართვაზე?

თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი პოვოტური გადაწყევტილების საფუძველიც შეიძლება გახდეს

ასევე ვითხოვთ, შემოწმდეს შესაბამისი გამომძიებლისა და ზედამხედველი პროკურორის ქმედებები შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან გამოძიების განზრახ შეფერხების ფაქტებზე.

ავტორი:- ლაშა ჯანიბეგაშვილი

იხ დაკავშირებული მასალები

€2 million legal dispute abroad: Lela Chokuri and lawyers Lasha Janibegashvili and Mariam Tchkonia discuss the case

გიორგი გვარაკიძეს მოსამართლეთა თვითნებობაზე და დანაშაულზე

კორუფციის ეჭვები სასამართლოში და ყოფილი გენერალური პროკურორის ჩართულობა

ვაკე–საბურთალოს მთავარი სამმართველოს 6 განყოფილების გამომძიებელს ზაურ ლომინეიშვილს