ვინ იყო ბერი ნიკოლოზი და რატო იდგა ის ჩემთვის ილია მეორეზე ბევრად მაღლა?
ის იყო დიდებული ადამიანი ვისაც კი მოვსწრებივარ და რომლის სიახლოვეს დგომითაც უდიდესი წმინდა ძალა იგრძნობოდა მის სალოსუნ განმარტებებს ვერასდროს ვიგებდი მაგრამ ვგრძნობდი გულით რომ ეს ადამიანი მსოფლიოში გასაოცარი მოვლენა იყო და მას დიდი ჯვარი ეკიდა სამყაროში
ის არ დადიოდა ღრეობებზე
ის არ ლოთობდა .
ის არ დადიოდა ძვირადღირებულ ავტომობილებით.
ის არ ცხოვრობდა მდიდრულ რეზიდენციებში.
ის არ იხვეჭდა და არ ითხოვდა ფულს რამეს სანაცვლოდ.
ადამიანს სული წმინდას გმობა არ მიეტევება.
ჩემთვის ეს ადამიანი თავის უბრალოებით წმინდანია, ილია მეორეს არ განვსჯი მაგრამ .
20 წელზე მეტია საპატრიარქოს მხრიდან მღვდელმსახურება შეჩერებული ჰქონდა.
იმ საპატრიარქოს საიდანაც რამდენიმე ათიათას დოლარიანი პრადოებით დედაოები და მამაოები დადიოდნენ.
იმ საპატრიარქოს რომელიც ზვიად გამსახურდიას ებრძოდა და არც მიშას და არც ახლანდელ რეჟიმის მიერ ხალხის ჩაგვრაზე ხმა არ ამოუღია არასდროს.
არასდროს მინახავს რეალურად ილია მეორე და არ ვთვლი წმინდანად.
“საპატრიარქოში კატეგორიული უარი განაცხადეს, რომ მამა ნიკოლოზი დაბრძანებული იქნეს მცხეთაში“ - ამ ინფორმაციის პასუხად ვამბობ.
ბერ ნიკოლოზს ვთვლი 1თავით მაღლა იდგა ილია მეორეზე, იმდენად მძიმე ჯვარს ატარებდა სალოსობით.
მე ვარ ერთხელ ნამყოფი საპატრიარქოს რეზიდენციაში, ვნახე საკუთარი თვალით დედაო რომელიც 100 000იანი პრადოს ჯიპით გამოვიდა, ვნახე ძვირადღირებული მოოქროული ნივთები, მაგრამ იქ სიწმინდე ვერ ვიგრძენი ვერაფერი ვერანაირი.
დრო გავა და წმინდა ბერ ნიკოლოზსს უდიდეს წმინდანად შერაცხავენ
რაც იმ სექტამ გააკეთა, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულია.
იხ ასევე