როგორ აქციეს ჯანმრთელი საკუთარი ფეხით მისული ადამიანი ინვალიდად ორმა ცნობილმა წამყვანმა კლინიკამ?
დღეს გავუწიე სამართლებრივი კონსულტაცია ქალბატონ თეა ჩინჩალაძეს რის მერეც თქვა ღიად თქვა სიმართლე.
„როგორ გამინადგურეს ცხოვრება ორ კლინიკაში: 'თბილისის ცენტრალური საავადმყოფო' და 'ინოვა' – ჩემი ჯოჯოხეთის ქრონიკა“
მინდა მთელმა საქართველომ გაიგოს, როგორ აქციეს ჯანმრთელი ადამიანი ინვალიდად ორმა წამყვანმა კლინიკამ. ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო შეცდომა, ეს არის სისტემური დანაშაული!
ეტაპი 1: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მივედი ინტრამედულარული ღეროს ამოსაღებად. შედეგი?
ღერო ვერ ამოიღეს, შიგნით ჩამიტოვეს და პროცესში ფეხი მომტეხეს!
ამ მდგომარეობაში, ღია ჭრილობითა და მოტეხილი ფეხით, მესამე დღეს გადამიყვანეს სხვა კლინიკაში.
ჯოჯოხეთის ეტაპი 2: კლინიკა 'ინოვა' (Innova Medical Center)
აქ „დაასრულეს“ ის, რაც პირველ კლინიკაში დაიწყეს. იმის ნაცვლად, რომ დაზიანება გამოსწორებულიყო:
ძვალი მთლიანად დამიმტვრიეს.
მომაჭრეს მენჯის საყრდენი ძვლის ნახევარი!

ჩამისვეს ენდოპროთეზი იქ, სადაც საყრდენი ძვალი აღარ არსებობს.
დღეს მე ვარ ადამიანი, რომელსაც მენჯის ნახევარი არ აქვს. ექიმი კი, რომელმაც ეს ჩაიდინა, დღეს კითხვებზე პასუხის ნაცვლად ტელეფონზე მბლოკავს.
მივედი საკუთარი ფეხით, ჯანმრთელი მენჯის ძვლით და დავბრუნდი დასახიჩრებული.

სად გადის თქვენი პასუხისმგებლობის ზღვარი?
როცა ექიმები თავიანთ 15-წლიან სწავლაზე საუბრობენ, ამაში პაციენტის ძვლების მსხვრევა და შემდეგ მათი დაბლოკვა იგულისხმება?
მივმართავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო-ს: მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას ამ ორ კლინიკასა და კონკრეტულ ექიმებზე!
გთხოვთ გააზიაროთ, რომ სხვა პაციენტები მაინც გადარჩნენ ამ ყასბებისგან!
#თბილისისცენტრალურისაავადმყოფო #ინოვა #Innova #სამედიცინოდანაშაული #მალპრაქტიკა #ჯანდაცვა #სამართალი“
ეს.ინფორმაცია
(სასოწარკვეთილ მომხმარებლების ჯგუფში აქვს დადებული კონსულტაციის მერე)
ნებისმიერ საინფორმაციო სააგენტოს შეგიძლიათ აიღოთ და გადააზიაროთ.
უმოკლეს დროში თუკი ეს საკითხი არ მოგვარდება ჩემს გარეშე ხვალ საღამომდე
საქმეში ჩავერთვები და ჯანდაცვის სამინისტროს თეთრ ხალათიან ყასბების და მათი მფარველების პასუხისგებაში მიცემის კამპანიას ღიად დავიწყებთ.
არსებობენ ადამიანები ჯერ კიდევ ვისაც ვერ მოისყიდი.
ვერ დააშინებ
.
ვერ აიძულებთ
უბრალოდ ყველაფერ უსამართლობის დანგრევა და განადგურება უყვართ და უნდათ სამართლებრივად.
იხ ვრცლად
https://www.facebook.com/photo?fbid=1357698676398547&set=a.408457471322677
გამოქვეყნდა: 2026-02-19 00:00:00