მძიმე ბრალდებები ბათუმში ჩატარებული სამედიცინო ოპერაციის გამო ოჯახის თქმით– 21 წლის ახალგაზრდა გოგონა პაციენტი ნახევრადკომაშია
ვინ არის კუზანოვის ექიმის დასახიჩრებული პაციენტი?
ლაშა ჯანიბეგაშვილი
ბათუმში, ხოზრევანიძის კლინიკაში ჩატარებული სუნთქვის უკმარისობის გამო ცხვირის ძგიდის ოპერაციის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდა ქალი მძიმე და კატასტროფულ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ოჯახის ინფორმაციით, კუზანოვის ექიმის სავარაუდო დაუდევრად ჩატარებულ ოპერაციის შედეგად სადაც არ მოხდა გამოკვლევა პაციენტის შესაძლო გართულებებზე
ოჯახის განცხადებით : ოჯახის განცხადებით, ოპერაცია ჩატარდა არასწორად და ამის შედეგად პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა.
შვილის ჯანმრთელობის კატასტროფულად დამძიმების შემდეგ პაციენტი გადაყვანილი იქნა თურქეთში, სტამბულში სადაც საავადმყოფოში მკურნალობის საერთო ღირებულებამ უკვე გადააჭარბა 250,000 აშშ დოლარს.
60 000 აშშ დოლარი ხოზრევანიძის კლინიკის ხელმძღვანელობამ გადაუხადა ოჯახს მაგრამ ეს საკმარისი არ არის პაციენტს ესაჭიროება განგრძობადი მკურნალობა
ოჯახის თქმით დღეში 300ლარამდე უჯდებათ გოგონას მკურნალობა და ასე კიდევ 5 წელი გაგრძელდეს შესაძლოა.
ამ ეტაპზე, ოჯახის თქმით, ისინი იძულებულნი არიან გაყიდონ საცხოვრებელი ქონება, რათა შეძლონ მკურნალობის გაგრძელება და მინიმალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
პასუხისმგებლობის საკითხი და მტკიცებულებები
საქმეში ფიგურირებს ალექსანდრე კუზანოვი, რომლის სახელთან დაკავშირებული ექიმის მიერ ჩატარდა აღნიშნული ოპერაცია. ოჯახის წარმომადგენლების თქმით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ პაციენტის ოპერაციის საკითხზე პასუხისმგებლობას იღებდა თავად კლინიკის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მხარე, რაც აჩენს კლინიკის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველს.
მათი პოზიციით, პასუხისმგებლობა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ერთ ექიმზე და მოიცავს კლინიკის მენეჯმენტის დონესაც.
იურიდიული კომუნიკაცია მხარეების განმარტება
დაზარებულ პაციენტის წარმომადგენელმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა გააკეთა განცხადება სადაც 1 კვირიანი ვადა მისცა ზემოხსენებულ პირებს არსებულ პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებისათვის.
ასევე განათავსა ვიდეობი რომლებსაც 2 მილიონამდე აქვს ნახვები და ვირუსულად გავრცელდა
ერთ კვირიან ვადის ამოწურვის შემდეგ, კუზანოვის კლინიკის იურიდიულმა წარმომადგენელმა ადვოკატი დაგვიკავშირდა ოჯახის მხარეს და დააფიქსირა პოზიცია, რომლის მიხედვითაც:
ისინი თავს თვლიან უდანაშაულოდ,
მიაჩნიათ, რომ სასამართლო დავაში გაიმარჯვებენ,
არ ხედავენ მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს,
არ ეთანხმებიან ექიმის ლიცენზიის შეჩერების ან ჩამორთმევის პერსპექტივას,
აცხადებენ, რომ შესაძლებლად მიიჩნევენ ცილისწამებაზე დავის დაწყებას.
ასევე თვლიან რომ სასამართლო დავა შეიძლება მოიგონ
ოჯახის წარმომადგენლის ლაშა ჯანიბეგაშვილს პოზიცია: მზადყოფნა ღია დავისთვის
განვაცხადეთ, რომ ღია სამართლებრივი დაპირისპირების შემთხვევაში მზად ვართ:
გავასაჯაროოთ არსებული მტკიცებულებები, რასაც უზარმაზარი გამოხმაურებები მოჰყვება
გამოვიყენოთ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები,
საჭიროების შემთხვევაში საქმე გადაიტანონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
კუზანოვის კლინიკის იურისტმა მოინიშნა ჩვენი სამართლებრივი პრეტენზიები რას ვითხოვდით საუბარია მილიონ ლარამდე კომპენსაციის შესაძლოა მრავალწლიანი სასამართლო პროცესების ნაცვლად, შესაძლებელია პრობლემურ საკითხის მოგვარება ისე რომ 1 საჩივრის ან განცხადების დაწერა და შეტანაც არ გახდეს საჭირო.
საზოგადოებრივი მნიშვნელობა
ლაშა ჯანიბეგაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი ოჯახის პირად ტრაგედიას. მათი შეფასებით, საქმე ეხება საქართველოში სამედიცინო პასუხისმგებლობის, პაციენტების უფლებებისა და კლინიკების ანგარიშვალდებულების სისტემურ პრობლემას.
როდესაც ადამიანები იკეთებენ ოპერაციას მიყენებულ ზიანზე დელიქტზე პასუხსმგებელი მარტო ექიმები რომლებსაც იშვიათ შემთხვევაში ლიცენზიას ართმევენ არაა,მასზე ფინანსურად პასუხისმგებელი კლინიკებიც არის
საინტერესოა იგივე მსგავსი შემთხვევა მოხდა ერთერთ ცნობილ საამშენებლო კომპანიასთან სადაც ლაშა ჯანიბეგაშვილმა კლიენტის სახელით 1 საჯარო განცხადება გააკეთა და სამშენებლო კომპანია მის კლიენტს ისე რომ არც დასჭირვებია სასამართლო დავები მოურიგდა.
წყარო
შესაძლოა დაინტერესდეთ ანაგის საამშენებლო კომპანიის მუშას დასახიჩრებულ საქმეზედ
ასევე:- თეა ჩინჩილაძე თბილისის ცენტრალური საავადმყოფო და კლინიკა ინოვა ჩემი ჯოჯოხეთის ქრონიკა
გამოქვეყნდა: 2026-04-04 00:00:00