ინვესტიციები “ნათელ” მომავალში ანუ როგორ გარდაიქმნება ქმრების სიკვდილი დუბაის ბილეთად
რუსული იმპერია დღეს თავის თავს ჭამს. მაშინ, როცა კრემლი „ოჯახურ სიწმინდეზე“ ქადაგებს, რუსეთის პროვინციებში ახალი, ცინიკური ეკონომიკური მოდელი ჩამოყალიბდა, რასაც “ქმარი შავ ტომარაში, კომპენსაცია ბანკში, პლასტიკური ქირურგი და შემდეგ დუბაი” ეწოდება.
ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის 2022 წლის შემდეგ რუსეთში დაწყებული მასობრივი ფსიქოზი, სადაც ქალისთვის ქმრის სიკვდილი ან მისი „სამოვარად“ (ოთხივე კიდურის ამპუტაცია) ქცევა გახდა ერთადერთი გზა „ცივილიზებულ“ სამყაროში მოსახვედრად.
???? „გვამური ფული“ (Гробовые) და სილამაზის ინდუსტრია
რუსეთში პლასტიკურ ქირურგიაზე მოთხოვნა 2023-2024 წლებში რეკორდულად გაიზარდა. ქირურგები ღიად საუბრობენ, რომ მათი კლიენტების დიდი ნაწილი „ომის ქვრივები“ არიან.
რუსეთ უკრაინის ომის შედეგი
სახელმწიფო კომპენსაცია (დაახლოებით 7-12 მილიონი რუბლი) საკმარისია იმისთვის, რომ ქალმა რადიკალურად შეიცვალოს გარეგნობა — გაიკეთოს რინოპლასტიკა, მკერდის იმპლანტები, ლიპოსაქცია და ა. შ.
ესაა ინვესტიცია სხეულში: ეს ქალები ქმრის სიკვდილს აღიქვამენ არა როგორც ტრაგედიას, არამედ როგორც „ბილეთს“ არასასურველი გარემოდან გასაქცევად. მათი მიზანი ერთია — გახდნენ „პრეზენტაბელურები“ არაბი შეიხებისა და დუბაის ელიტარული ესკორტ-სერვისებისთვის.
???? ძირითადი რუსული „ექსპორტი“ არაბულ სამყაროში
2022 წლის შემდეგ რუსეთიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიგრაციამ და სექს-ტრეფიკინგმა კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია.
დუბაი გახდა რუსული სისხლიანი ფულის სამრეცხაო. იქ, სადაც რუსი ოლიგარქები სანქციებს ემალებიან, რუსი ქვრივები საკუთარ სხეულებს ყიდიან იმ ფულით ნაყიდი სილამაზით, რომელიც მათ ქმრების სიცოცხლის ფასად დაუჯდათ დანაშაულებრივ ომში.
???? დუბაი — რუსული „ოჯახური ფასეულობების“ სასაფლაო
რატომ დუბაი? იმიტომ, რომ იქ არავინ კითხულობს, საიდან გაქვს ფული. იქ „სლავური სილამაზე“ ძვირად ფასობს, ხოლო რუსი ქალებისთვის ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ დაივიწყონ ის ჭაობი, საიდანაც მოვიდნენ და სადაც არანაირი წინსვლა არ არსებობს.
წარმოიდგინეთ ირონიის მასშტაბები:
პუტინი ომს აწარმოებს „დასავლური გარყვნილების“ წინააღმდეგ. შედეგად, რუსი ქალები მასობრივად გარბიან მუსლიმურ ქვეყნებში, რათა იქ ესკორტ-გოგონები გახდნენ, “სამოვარებად“ ქცეული მათი ქმრები კი რუსულ ჰოსპიტალებში ლპებიან, სანამ მათი ცოლები მცხუნვარე სანაპიროებზე ახალ ცხოვრებას იწყებენ.
აი, ეს არის სრული მორალური აპოკალიფსი. როდესაც სახელმწიფო სიკვდილს უფრო მაღალ ფასს ადებს, ვიდრე სიცოცხლეს, საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასეთ პლასტმასის მონსტრებად იქცევა.
ეს ქალები არ არიან მსხვერპლები — ისინი ამ სისტემის ნებაყოფლობითი პროდუქტები არიან. მათთვის ქმარი იყო „ნივთი“, რომელიც ფულად უნდა გადაქცეულიყო. ახლა კი ეს „ნივთი“ დაიხარჯა და დროა, ახალი პატრონი იპოვონ.
იმპერია, რომელიც საკუთარ შვილებს უეჭველ სასაკლაოზე გზავნის, ხოლო მათ ქვრივებს სხეულით ვაჭრობისთვის ამზადებს, უკვე მკვდარია. ის უბრალოდ (ჯერ კიდევ) ინერციით განაგრძობს მოძრაობას უძრაობის წერტილამდე.
გამოქვეყნდა: 2026-03-03 00:00:00