სიახლეები

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია შესაძლოა გაუქმდეს?

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია შესაძლოა გაუქმდეს?

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გაუქმებას და ლიკვიდაციას ითხოვს ადვოკატი

თავად ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის არსებობა არაკონსტიტუციურია არსებობს სასამართლო სადაც 3 ინსტანციაა, კონკურენტები ერთმანეთის საქმეს არ უნდა იხილავდენ.

ვფიქრობ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების ვადაზე ადრე გამოწვევის (გარიცხვის)საკითხი უნდა დადგეს  2019 წლის 21 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიურ კრებაზე.

ეთიკის კომისიის წევრები რომლებიც მაღალი მორალური ზნეობრივი ღირსებებით უნდა ხასიათდებოდენ, რიგ შემთხვევაში თავად იქცევიან არაეთიკურად, ამორალურად და უღირსად, სამწუხაროდ ეს კონკრეტულ საქმეებში ჩანს კიდეც აშკარად . ეთიკის კომისია კი რომელსაც ზოგჯერ კვაზი სასამართლოს უწოდებენ ხშირად არღვევენ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტალურ პრინციპებს, იჩენენ მიკერძოებას, აწარმოებენ შერჩევით! სამართალს ერთი და იგივე საქმეზე ხდება ადვოკატების წინააღმდეგ საქმის აღძვრა, რიგ საქმეებზე კი მყისვე წყდება როცა ადვოკატი   ადვოკატთა  ასოციაციის ხელმძღვანელის ახლო მეგობარია, ეს დისკრიმინაცია,რიგ შემთხვევებში თავად ეთიკის წევრები  თავად არღვევენ უხეშად კანონს და საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმებსდა მათ ქმდებებს არავინ არ აკონტროლებს ქვეყანაში არცერთი უწყება.

ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებს ღია გართხილებას ვაძლევ:-  თუკი რომელიმე თქვენგანი მოიქცევა უღირსად, მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, ეს აღიქმება როგორც ადვოკატზე  თავდასხმად,   რის გამოც პროფესიული ნიშნით დევნის ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების   ღია მიმართვები მოხდება კონკრეტული სახელი და გვარის მითითებით მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძრას საქართველოს მთავარი პროკურატურიდან.ეთიკის კომისიის  წევრების იდენტიფიცირება მოხდება  მტკიცებულებების და პოზიციის გამოქვეყნება, რათა ყველამ ნახოს რა სახის სამარცხვინო  მართლმსაჯულება აქვს ამ ორგანიზაციას, რომლიც ადვოკატთა ასოციაციის სახელით იღებს გადაწყვეტილებას , მიზანი იქნება ის რომ  დადგეს ღიად საკითხი ამ ორგანიზაციის გაუქმების და მისი უფლებების სასამართლოსათვის გადაცემის,ან ძირეული ფუნდამენტალური ცვლილებების სადაც სამართლიანი ბალანსი დაცული იქნება.

ადვოკატის პროფესიაში სადაც კონკურენციაა, ადვოკატი ადვოკატის საქმეს მიუკერძოებლად ვერ და არც განიხილავს.

 ეთიკის კომისიის წევრთა წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები ყოველთის განუხილველი რჩება,მათ  არავინ არ ჰყავთ მაკონტროლებელი  რის გამოც ვფიქრობ ადვოკატთა ასოციაციის ეს ორგანიზმი უნდა მოისპოს და განადგურდეს და ამის ძალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად აქვს,.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრთა ქმედებებით და გადაწყვეტილებით რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ბევრი ადვოკატია უკმაყოფილო.

ადვოკატის უფლებები პირველ რიგში ადვოკატთა ასოციაციაში ირღვევა, არ მესმის რაში ჭირდება ადვოკატებს იმ ორგანიზაციის წევრობა რომელიც მის ფუნდამენტალურ უფლებებს არღვევს და ფეხქვეშ თელავს?უქვეყნებს გადაწყვეტილებებს პირადი მონაცების მითითებით   2018წელს იყო იმაზეც საუბარი რომ ეთიკის კომისის წევრები ღიად საუბრობდენ უნივერსიტ ნიუვიჟეშენში  ადვოკატთა სახელის და გვარის მითითებით  თავიანთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იურისტ სტუდენტებთან  და დამახინჯებულად ქვეყნდებოდა ეს საქმეები ამავე უნივერსიტეტის  ვებ გვერდზე კონკრეტული ადვოკატების იდენტიფიცრებით.

ამასთან ერთად იყო ფაქტები არაერთხელ  ეთიკის კომისიის წევრთა მიერ ადვოკატთა გამოხატვის ვისუფლებაში უხეშად ჩარევის მცდელობა,

მოქმედი კანონით ეთიკის კომისიის წევრის გამოწვევა რომ მოხდეს საჭიროა  ყოველწლიური კრებაზე და გასაჯაროება კონკრეტული იდენტიფიცირება კონკრეტული ეთიკის კომისიის წევრების რათა ადვოკატებმა ღიად გაიგოს ვინ არცხვენს მათ სახელს და მოახდინონ მათი გამოწვევა, ვინაიდან ყოველწლიურ კრებაზე არცერთხელ არ მომხდარა არცერთი წევრის ვადაზე ადრე გამოწვევა არ აძლევენ ადვოაკტებს საკმარის დროს კონკრეტულიფაქტების დასასახელებლად საჭიროდ და აუცლებლად მივიჩვენ უნდა გამოქვეყნდეს იმ ეთიკის კომისიის ქმედებები ვისაც ადვოკატები თვლიან უსამართლოდ.

ადვოკატი რომელსაც 10 ათასობით გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში, ადვოკატი რომელსაც ადვოკატთა ასოციაციზე 4ჯერ მეტი გამომწერი ყავს სოციალურ ქსელში,ადვოკატი რომელის ტელეფონის ნომრის გაგება 1-წლის ბავშვსაც კი შეუძლია და და მის მიმართ ხალხს არ აქვს პრეტენზია და ეთიკის კომისიის წევრს აქვს,წარმოდგენილი საჩივრით ეთიკის კომისიაში ცილს წამებს  და ეთიკის კომისიაში უჩივის, ესეთი ქმედება ადვოკატთა ასოციაციის სახელს ზოგადად  არცხვენს, ერთიანობის კოლეგიალურობის პრინციპს არღვევს  და ძირს უთხრის მთლიანად ადვოკატთა ასოციაციას და მის ერთიანობის პრინციპს.

ადვოკატების პროფესია სპეციფიურია  კონკურენციაა  შესაბამისად კონკურენტი კონკურენტის საქმეს არ უნდა იხილავდეს,მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია სამართლებრივი ბალანსი .

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ადვოკატის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებთან დაკავშირებით.ევროპულმა  სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ადვოკატებს, მათი სპეციფიკური სტატუსის გამო, ცენტრალური ადგილი უჭირავთ მართლმსაჯულების განხორციელებაში, როგორც შუამავლებს საზოგადოებასა და სასამართლოს შორის. ამიტომ ისინი თამაშობენ უმთავრეს როლს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფაში (Schöpfer v. Switzerland, 20 May 1998, §§ 29-30, Reports 1998-III; Nikula v. Finland, no. 31611/96, § 45, ECHR 2002-II; Amihalachioaie v. Moldova, no. 60115/00

პასუხისმგებლობის მსუბუქ ფორმასაც კი შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს, განსაკუთრებით ადვოკატებთან მიმართებაში, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ მათი კლიენტების ეფექტიანი დაცვა (Mor v. France, no. 28198/09, § 61, 15 December 2011). ადვოკატის მიმართ პასუხისმგებლობის მსუბუქი სახის გამოყენებასაც კი შესაძლებელია მოჰყვეს მისთვის პირდაპირი (დისციპლინური დევნის აძღვრა) ან არაპირდაპირი (საზოგადოებრივი იმიჯის შელახვა ან კლიენტების ნდობის დაკარგვა) უარყოფითი შედეგი (Morice v. France [GC], no. 29369/10, § 176, 23 April 2015).

იმისათვის, რომ საზოგადოების წევრებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის მიმართ ნდობა გაუჩნდეთ, ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ იურიდიული პროფესიის შესაძლებლობაში გასწიოს ეფექტიანი წარმომადგენლობა (Kyprianou v. Cyprus [GC], no. 73797/01, § 175, ECHR 2005-XIII).

 

რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას

შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე ("ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ"). 

გაეროს ძირითადი პრინციპებით ადვოკატთა როლის შესახებ“

სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციის შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე.“

მივიჩვენ რომ დემოკრატიული საზოგადოებისათვის ყოველთვის უმჯობესია ადამიანებმა ღიად გამოთქვან თავიანთი აზრები, ვიდრე დუმილით შეხვდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ადვოკატებს აკისრიათ უმნიშვნელოვანესი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და კრიტიკული გამონათქვამები არ უნდა გახდეს მათ წინააღმდეგ დევნის დაწყების საფუძველი.აქედან გამომდინარე თუკი ამ ორგანიზაციის ლიკვიდაცია და გაუქმებას მოვითხოვ ყველა იმ ქმედების გათვალისწინებით რასაც ეთიკის კომისიის წევრები კადრულობენ ადვოკატთა წინააღმდეგ სამართლებრივად სწორი იქნება და დასაბუთებული.

@ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია

#ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია 

2019 წელი 27 ნოემბერი