ბრწყინვალე და უპრეცედენტო გამარჯვება
14.02.2023 წ. ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. დღე, როცა TBC ბანკს მოვუგე დავა, რომელიც 2022 წლის ივნისიდან მომდინარეობდა.
აღსანიშნია, რომ დავაში ბანკის მხრიდან 14 უმაღლესი დონის ადვოკატი იყო ჩართული, მაგრამ წინააღმდეგობის მიუხედავად ჩემი კლიენტის სასარგებლოდ დავასრულე საქმე.
დიახ უპრეცედენტო, რადგან ბანკი ვალდებული გახდა გადაეხადა სოლიდური თანხა დელიქტით მიყენებული ზიანის გამო.
TBC ბანკმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაუყადაღა უძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და რეალიზაციისთვის გაიტანა აუქციონზე. მოვახერხე და სასამართლო პროცესით შევაჩერე აუქციონი, რითაც ალექსი და მისი ოჯახი გამოსახლებას გადარჩა.
ბანკის მხრიდან იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. მათი თანამშრომელი დაიჭირეს, რის შედეგადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალექსი მთივლიშვილი დაზარალებულად ცნეს.
მილიარდერთა კომპანია TBC ბანკს სასამართლოში ვუჩივლეთ
3 000 000 (სამი მილიონი ლარის დაკისრებაზე).
დღეს მოსამართლე ზვიად ესებუამ დააკმაყოფილა სარჩელი და ჩემი კლიენტის ალექსი მთივლიშვილის სასარგებლოდ 50 000 (ლარში) დააკისრა თიბისი ბანკს.
ჩვენ გავიმარჯვეთ!!!
მეგობრებო მინდა შეგახსენოთ, რომ ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც მულტიმილიონიან კომპანიას მოვუგე საქმე. საუბარია Ჰაიდელბერგ ცემენტზე და რუსთავის აზოტის ქარხანასთან დავაზე, რომელიც ფაქტობრივად დაუჯერებლად მოჩანდა, მაგრამ ჩემი კლიენტების ინტერესების დაკმაყოფილებით დასრულდა.
დღევანდელ უპრეცედენტო გამარჯვებას ვუძღვნი ყველას, რადგან მსგავსი სამართლის აღსრულება უკვე ყველასათვის შესაძლებელია!
14 წლიანი საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკა გააჩნია ლაშა ჯანიბეგაშვილს. საქართველოში ერთერი მაღალ რეიტინგული ადვოკატი.
ნებისმიერი სახის და სირთულის მქონე საქმეებზე მუშაობს.
2022-2023წლებში მულტიმილიარდიაᲜ რესურსის მქონე კომპანიები დაამარცხა მარტოდ მარტომ.
წყარო იხილეთ
https://www.facebook.com/advocatory.ge.ge/posts/pfbid09an2u4ygoQHaXbu1N4zAsrzc9gpZtoVgs4SZEWZRpX1hc6TTVMLyfjjUrRvdfDsFl
გამოქვეყნდა: 2023-02-25 06:54:30