საინტერესო პრეცედენტია
2023 წლის 4 ივლისს, სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ ქალთა საფეხბურთო კლუბის მისი მწვრთნელი პ. დ პასუხისმგებლად ცნო ამავე კლუბის 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში.
ასევე მწვრთნელს ფეხბურთელებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება - 36 000 ლარის გადახდა დააკისრა - ცხრიდან ხუთი ფეხბურთელი გოგო, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ღიად ლაპარაკობს ჯერ კიდევ მათი არასრულწლოვნობის პერიოდში, როგორც საკუთარ თავზე განცდილ, ისე მათი მეგობრების თავს გადახდენილ სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ამბებზე.
იხილეთ წყარო
https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/26301-seqsualuri-shevitsroebis-faqtze-quthaisis-marthves-da-mis-mtsvrthnels-qali-fekhburthelebis-mimarth-36-000-laris-gadakhda-daekisra
ფეხბურთელები იხსენებენ არაერთ შემთხვევას, რომლის დამალვაც წლების განმავლობაში უწევდათ - ხელით შეხება, უხეშად მიმართვა, გოგონების გასახდელში უნებართვოდ შესვლა, პირადი სექსუალური გამოცდილებების განხილვა, ერთად პორნოგრაფიული ფილმების ყურება.
„არ ვიცოდოთ, რომ ეს სექსუალური შევიწროება იყო“.
„ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა ამოსათქმელად“.
„ვგრძნობდით, რომ ეს არ იყო ნორმა“.
„ბრაზი გვახრჩობდა“.
„ვეუბნებოდით, გასახდელიდან გადი, ჯერ არ გვაცვია-თქო“.
„მარტო რომ ვყოფილიყავი, ვერასოდეს გავბედავდი ამაზე ლაპარაკს“.
„მეშინოდა, რომ ყველა ჩვენ დაგვაბრალებდა რამეს“.
„ისე ვენდობოდი, რასაც მეტყოდა, ყველაფერს ვასრულებდი“.
„გვეუბნებოდა, თქვენი ხელფასის ნაწილი მე უნდა მომცეთო“.
„თხა, ქაჯო, დებილო - ასე მოგვმართავდა საჯაროდ“.
„დავინახე, ისე ეხებოდა (გოგოს), როგორც არ შეიძლება შეეხო, სიმწრისგან ვიტირე და გავიქეცი“.
გამოქვეყნდა: 2023-07-23 00:00:00