სიახლეები

საქართველოს გენერალურ პროკურატურას ს.ს.იპ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომიისის წევრ ბესარიონ ბოხაშვილის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე

გთხოვთ, დაიწყოთ გამოძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრის, ბესარიონ ბოხაშვილის, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ.

დისციპლინური საქმის №33/22 განხილვისას, რომელიც ეხებოდა Facebook-ის პოსტის რელევანტურობასა და უტყუარობას, ბესარიონ ბოხაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ ცნობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნული გარემოება, ჩემი შეფასებით, მიუთითებს თვითნებობისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ნიშნებზე, რის გამოც საჭიროა ფაქტების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლა.

გთხოვთ:

  1. გამოითხოვოთ დისციპლინური საქმის №33/22 მასალები;
  2. შეისწავლოთ საქმის განხილვისას გაკეთებული განცხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები;
  3. დაადგინოთ, შეიცავს თუ არა აღნიშნული ქმედებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს;
  4. დამნაშავის გამოვლენის შემთხვევაში, გაატაროთ კანონით გათვალისწინებული ზომები;
  5. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოთ მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხი.

მე ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი №6128) და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (IBA) წევრი (№2 582132).

პატივისცემით,

ლაშა ჯანიბეგაშვილი
ადვოკატი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი №6128
საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (IBA) წევრი №2 582132

რეგისტრაციის

ID: CA00412316750231 რეგ N: 01/13-129721