ადმინისტრაციული წარმოებისას -სამართლებრივი ურთიერთობის ერთ მხარეს აუცილებლად დგას ადმინისტრაციული ორგანო,რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება .სხვა ადმინისტრაციული ორგანოები ასევე შეიძლება ჩაერთონ გადაწვეტილების მიღების პროცესში.
ადმინიდსციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს/
განმცხადებელს;
ადმინისტრაციულ ორგანოს,რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებზე ;
პირს რომელსაც კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დაინტერესებულ მხარეს.
ადმინისტრაციული წარმოების მონაწილის სტატუსი მნიშვნელოვანია არ მხოლო იმისთვის,რომ მხარემ შეძლოს შუამდგომლობის დაყენება,არამედ იმიტომაც,ეს წარმოადგენს წარმოება-სამართლებრივი უფლებების წარმოშობის საფუძველს ,განსაკუთრებით ისეთი უფლებების როგორიცაა მოსმენის უფლება,წარმოების მასალების გაცნობის უფლება ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გაცნობა და ა.შ.შ
ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნონ ადმინსიტრაციული წარმოების მონაწილეები,რომლებიც კანონით დადგენილი საფუძვლით აუცილებლად უნდა ჩაებნენ ადმინისტრაციულ პროცესში და პირები რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოს ინიციატივით ან საკუთარი განცხადების საფუძველზე ჩაერთვებიან ადმინისტრაციულ პროცესში.
კანონით დადგენილი საფუძველით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ :
განმცხადებელი და მესამე პირი
ისინი,ვის მიმართაც გამოიცა ან უნდა გამოცეს ინდ. აქტი
ისინი ვისთანაც დაიდო ან უნდა დაიდოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეაქვს წერილობთი მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოში.ე.ი ეს ის შემთხვევაა როდესაც ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების საფუძველზე. რაც შეეხება მესამე პირის ცნებას.ეს არ გულისხმობს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს,სადაც შედის ეს განცხადება.
მესამე პირი არის ის, ვისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ განცხადების საფუძველზე უნდა გამოსცეს შემზღუდველი ინდ აქტი
მონაწილეები,რომლებიც ადმინისტრაციულ წარმოებაში ერთვებიან ადმინისტრაციულ ორგანოს ინიციატივით,იყოფიან 2 ჯგუფად
1 უბრალო მონაწილეები.რომელთაკანონიერ ინტერესსაც შეიძლება შეეხოს ეს გადაწყვეტილება
2 აუცილებელი მონაწილეები,რომელთა მონაწილობას წარმოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ავტორი მარიამ ჭყონია
გამოქვეყნდა: 2017-11-14 09:46:32