ოფშორულ კომანიებთან საქმის წარმოება ძალიან რთულია. ბევრ ადვოკატს კი პრაქტიკაში საერთოდ არ აქვს მსგავსი საქმე,ქართული კანონმდებლობაც არ არის საკმარისად დახვეწილი ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით სასამართლო პრაქტიკაც მეტად მცირე არის.
შეგახსენებთ, რომ ოფშორული კომპანია ეს არის ეს არის კომპანია რომელიც არის რეგისტრირებული საზღვარგარეთ ოფშორულ ზონებში. მას არ გააჩნია არანაირი ქონება რომ დააკისროთ თანხის გადახდა/ვალდებულების შესრულება მოგების შემთხვევაში ასევე შეგებებული სარჩელი რომც აღძრათ მათ ვერაფერს აიძულებთ, თავად კი თუ გაქვთ ხელშეკრულება დადებული მოგთხოვთ ვალდებულების შესრულებას.
ახლახანს დავამთავრე საქმე რომელმაც ქართულ სამართალწარმოებისას ოფშორულ კომანიებთან დავისას ახალ პრეცედეტს შესაძლოა დაუდოს სათავე დეტალებს არ გავასაჯაროებ
მოცემულ დავაში ჩვენ წარმოვადგენდით ქართულ კომპანიას რომელსაც ოფშორული კომპანია თხოვდა ფულადი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ 100 000დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდას, მოსამართლემ ჩემი როგორც ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე ოფშორულ კომპანიას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. ეს ფაქტი ქართული სამართლის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია ოფშორულ კომპანიებთან მიმართებაში
გამოქვეყნდა: 2017-10-17 17:21:21