ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე მოგებული საქმის შესახებ
ახლახანს წარმატებით ბრწყინვალედ დასრულდა ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავის საქმე რომელიც წელიწად ნახევარი გრძელდებოდა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა.
დავის არსი კი მდგომარებდა შემდეგში: გამთენიისას დილის 8 საათძე ვაზისუბანში მიმავალ მარშუტკას რომელიც მიდიოდა გზაზე გზაჯვარედინზე გასვლისას გვერდიდან წინა ხმარეს დაეჯახა მთავარი გზიდან მომავალი ჯიპი , ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
ჯიპის მძღოლმა ქალბატონმა ნ-ლ-მ იჩივლა სასამართლოში და მოითხოვა მარშუტკის მძღოლისგან ზიანის ანაზღაურება 10 000ლარის ოდენობით ზემოხსენებულ საქმეზე ადვოკატად ლაშა ჯანიბეგაშვილი ჩაერთო სამარშუტო სატრასნპორტო საშუალების მძღოლის გ ნ-ს წარმომადგენლად . ადვოკატმა ნ-ლს სარჩელი უსაფუძვლოდ ცნობა მოითოვა შესაგებლით და ამასთანავე შეგებებული სარჩელი შეიტანა რითაც საქმეში არსებული და მოპოვებული მტკიცებულების გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა 2000ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯიპის მძღოლის ნ-ლს სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა ხოლო მარშუტკის მძღოლის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მომჩივან ქალბატონს ნ-ლს დაეკისრა 2000ლარის ანაზღაურება .
ამ საქმეში გადამწყევტი როლი ითამაშა იმან რომ მიუხედავად იმისა რომ მოსარჩელე ქალბატონი მთავარ გზაზე იყო მას შეეძლო ავარიის თავიდან აცილება დამუხრუჭებით (ექსპერტის დასკვნით )ამასთანავე მოწმეთა ჩვენებით დამტკიცდა რომ მომჩივარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქალბატონი ტელეფონით საუბრობდა ყოველივე ზემოღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და სხვა მტკიცებულებების შედეგად მოსამართლემ ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის წარდგენილი მტკიცებულებები დასაბუთებულად ცნო და შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა რის შედეგადაც ქალბატონ ნ-ლს დაეკისრა ორი ათასი ლარის ზიანის ანაზღაურება.
გამოქვეყნდა: 2017-06-30 19:03:41