სიახლეები

ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი საპროცესო შეთანხმების შესახებ

ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი საპროცესო შეთანხმების შესახებ

ოცესო შეთანხმება არის ოფიციალური ქრთამი, რასაც სახელმწიფო იღებს პროკურატურის მეშვეობით.
საპროცესო შეთანხმების შედეგად ბევრი საქართველოს მოქალაქე ზარალდება, ვინაიდან ერთი პირი ადებს მეორე პირს ხელს თითქოსდა მისგან იყიდა ნარკოტიკი, შემდეგ კი მას პოლიცია აპატიმრებს. ორი პიროვნების ერთი და იგივე ბრალდებით დაპატიმრების შემთხვევაში, ერთი იხდის ფულს და უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას და ათავისუფლებენ, ხოლო მეორე ვერ იხდის ფულს და უსჯიან 10 წელს. ე.ი. გამოდის სამართალი ფულშია საპროცესო შეთანხმების წყალობით.
საპროცესო შეთანხმების გამო ბევრმა საქართველოს მოქალაქემ გაყიდა ბინა და დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე.
მოგიყვანთ მაგალითს, ერთმა პირმა საპროცესო შეთანხმების და თავისუფლების მოპოვების გამო ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს 7 ადამიანის მკვლელობა დააბრალა, აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა, რომ არა გამამართლებელი განაჩენი მაშინ მოუწევდა ხანგრძლივი ვადით პატიმრობაში ყოფნა.
საპროცესო შეთანხმება აპირისპირებს მოსახლეობას, ასევე ადვოკატებს, ვინაიდან პროკურატურა ვისთანაც უნდა მას უფორმებს საპროცესო შეთანხმებას. ასე რომ, საპროცესო შეთანხმებას აქვს მავნე თვისებები, ერთის გარდა_სახელმწიფო იღებს სარგებელს, ქრთამს. 
მოქალაქეები დადიან და ეძებენ არა პროფესიონალ ადვოკატს, არამედ პროკურატურასთან დაახლოებულ ადვოკატს, რათა საქმე ჩააწყონ, ამით კი პროფესიონალიზმი იკარგება.
რჩევა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: შეიტანეთ ცვლილება კანონში, ამოიღეთ კანონიდან საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი.

წყარო facebook.com