ლაშა ჯანიბეგაშვილი პირის უგზოუკვლოს დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება
ხშირია შემთხვევები,როდესაც პირი სახლიდან გადის ან საზღვარგარეთ მიდის საცხოვრებლად და წლების მანძილზე კი მის შესახებარავინ არაფერი არ იცის.მის დანატოვარ უძრავ მოძრავ ქონებას კი ვერავინ ვერ უვლის და ნადგურდება. მსგავს საქმის წარმოების შესახებ მცირე ისტორიას.
„2016წელს დავასრულე საქმე, რომელიც ეხებოდა პირის გარდაცვლილად გამოცხადებას. ჩემთან მოვიდა ქალბატონი პირობითად თამარი რომელმაც ამიხსნა რომ მისი ნახევარ ძმა (მამით ერთნი იყვნენ) წასულ იყო საზღვარგარეთ საცხოვრებლად 24წელია, ჯერ უკრაინაში შემდეგ კი ბელგიაში, და მის შესასახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. მისი ნახევარძმა მისი მშობლების დაკრძავლაზე არ იმყოფებოდა და საერთოდ არ შეხმიანებია მათ. მას სურდა ავოკატი რადგან მისი ძმა გარდაცვლილად გამოცხადებულიყო რადგან ძმის დანატოვარ უძრავ-მოძრავ ქონებას პატრონი ჰყოლოდა.
ზემოაღნიშნული საქმის წარმოებისას ამ ქალბატონის ნახევარძმა გარდაცვლილად გამცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილებით. ვინაიდან გარდაცვლილს მემკვიდრე სხვა არავინ არ ჰყავდა, მის მემკვიდრედ გამოცხადდა ქალბატონი თამარი რომლის ინტერესებსაც მე ვიცავდი.
მოქმედი კანონმდებლობით თუ პირის შესახებ ბოლო 5წლის მანძილზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება იგი შეიძლება სასამართლოს მეშვეობით გარდაცვლილად გამოცხადდეს.
ასეთ დროს კანონიერი მემკვიდრე პირის ქონებას საკუთრებაში იღებს და მემკვიდრე ხდება.
თუ კი აღმოჩნდება რომ სასამართლოს გზით გარდაცვლილლად გამოცხადებული პირი ცოცხალი აღმოჩნდება, სასამართლოსადმი მიმართვის შედეგად იგი ცხადდება ცოცხლად. თუ კი არსებობს მისი ქონება, რომელიც მის მემკვიდრეს გადაეცა მას უკან დაუბრუნდება."
გამოქვეყნდა: 2017-02-14 16:59:19