
"სტუდია მონიტორის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K ჯგუფის საქმეზე ამ ეტაპზე არავინაა დაკავებული. როგორც გავარკვიეთ, თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოვავლინეთ, ქვეყანა დატოვეს" | წერს "სტუდია მონიტორი" სოციალურ ქსელში
რაც შეეხება A.K ჯგუფის საქმეს - საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან 500 მეტრში თაღლითური ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა. გამოძიებაზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები მუშაობდნენ, მათ შორის: "ფლანგვის დეტექტორი", "სტუდია მონიტორი", "აი, ფაქტი"
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მხოლოდ 2022-25 წლებში თბილისის ცენტრში მდებარე ქოლ-ცენტრიდან ევროპელ და კანადელ მსხვერპლებს $35 მილიონზე მეტი მოჰპარეს. ქოლ-ცენტრებს A.K. Group-ი მართავს, რომელსაც 36 წლის მერი შოთაძე ფლობს და დაახლოებულ პირთან, აკაკი ქევხიშვილთან ერთად ხელმძღვანელობს.
წერსმთავარი არხი https://mtavari.tv/…/179761-studia-monitoris-inpormatsiit…
გამოქვეყნდა: 2025-04-16 00:00:00