ადვოკატობა არის ერთ ერთი ურთულესი და შრომატევადი პროფესია სამოქალაქო საქმეების წარმოებისას ხშირად ადვოკატებს გვიწევს შევითავსოთ გამომძიებლის ფუნქცია. რაშიც თავად დარწმუნდებით ერთ ერთ საქმის გაცნობისას რომეზეც ქვემოთ აღვწერ;
. ჩემი მარწმუნებელი( პირობითად ლეონი) წარმომავლობით არის ებრაელი, მისიგენეოლოგიაზე დავიწყე საქმის წარმოება და ამ მიზნით მთელი მისი საგვარეულოს შესახებ მონაცემების შეგროვება 4 თაობაზე ..ანუ მამის პაპის და პაპის მამის 1911 წლიდან დღემდე მოყოლებული..
რის გამოც მომიხდა საჯარო რეესტრში, ეროვნულ არქვიში და ასევე საკონსულოში და ამავდროულად ებრაელების სინაგოგაშიც რამდენჯერმე მისვლა დოკუმენტების გამოთხოვის მიზნით.რის შედაგადაც გამოვიკვლიე შემდეგი ინფორმაცია:
ჩემი მარწმუნებლის პაპის მამა არის დაბადებული 1911 წელს საზღვარგარეთ გერმანიიდან არის შემოსული 1930-იან წლებში გააკეთა დაბადების მოწმობის გვიანდელი რეგისტრაცია, რის შედეგადაც სახელი შეიცვალა ,შემდეგ მოიყვანა ქართველი ცოლი ,ეს პიროვნება 1939წელს გაურკვეველ გარემოებაში გარდაიცვალა, სავარაუდოდ დახვრიტეს.
გარდაცვალების მოწმობაში ეროვნების გრაფაში ქართველი უწერია ეს მაშინ როდესაც საქართელოში არაა დაბადებული მის შვილებს კი მამამისის გრაფაში ერთს უწერია რომ მამამისი რუსია ,მეორე შვილს კი მამის ეროვნების გრაფაში რომ მამამისიგერმანელი არის ...
ამჟამად ,
>ეროვნულ არქივში მკვლევარად ვარ დარეგისტრირებული და ვეძებ არქივში ჩემი მარწმუნებლის (ლეონის )პაპის მამის პიროვნების გვიანდელ დაბადების მოწმობას, ასევე მისივე ქორწინების მოწმობას.თუ არის გაცემული 1929 წლიდან 1935წლამდე.
ასევე სამოქალაქო რეესტრში ვეძებ ამ პიროვნების დაბადების მოწმობის ან ქორწინების მოწმობის გვიანდელ რეგისტრაციას 1935წლიდან 1939 წლამდე თუ არის საერთოდ მსგავსი დოკუმენტი.
> პარალელურად, ისრაელის საელჩოს მივმართე რომ გასცენ ცნობა ეს გვარი არის თუ არა ებრაული წარმომავლობის..
ვინადან საქართველოს ეროვნულ არქვიში, ებრაული გვარის შესახებ ჩანაწერები არ ინახება,იქ მხოლოდ ქართველების სომხების და აზერბაიჯანული გვარის შესახებ არის მონაცემები.......
ასევე საინტერესოა რომ; ებრაელები მსოფლიოში ერთადერთი ერი ყოფილან რომელთაც გვარის გამგრძელებლად ქალი ყავთ და არა მამაკაცი.
გამოქვეყნდა: 2017-01-13 19:41:43