სიახლეები

მოდუსის წინააღმდეგ სასამართლოში 2მილიონიანი დავა ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი დასახიჩრებულ მუშას იცავს

მოდუსის წინააღმდეგ სასამართლოში 2მილიონიანი დავა ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი  დასახიჩრებულ მუშას იცავს

სამსახურში   ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, დასახიჩრებულმა მუშამ კომპანიის – „მოდუსის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო  2 მილიონ ლარამდე კომპენსაციას ითხოვს. მისი უფლებების დაცვას ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი უზრუნველყოფს.

დავით ნაკაშიძის საქმე წარმოადგენს შოკისმომგვრელ მოვლენას, რომელიც მულტიმილიარდერების კომპანია „მოდუსში“ მოხდა. ამ შემთხვევაში, ნაკაშიძემ სამუშაოს შესრულებისას მარჯვენა ხელი დაკარგა, რაც სრული ტრაგედიაა მისთვის და მისი ოჯახისთვის. ეს ინციდენტი ნათლად ასახავს საწარმოო უსაფრთხოების სერიოზულ ნაკლოვანებებს და იმ რისკებს, რომლებიც მუშაკებს ყოველდღიურად ექმნებათ.

იხ ვრცლად 1- მარჯვენა ხელი დაკარგა დავით ნაკაშიძემ

იხ ვრცლად 2-ფეისბუქ ლინკზე Ამ საქმეზე დღესდღეობით მრავალ ათეულ მილიონის უძრავი ქონებები, სარჩელის უზრუნველყოფით დავუყადაღე, ამ კომპანიას დასახიჩრებულ ????მუშას ვიცავ სასამართლოთი. 1

შემზარავი ფაქტი ის არის, რომ მისი ხელი შემთხვევის შემდეგ საწარმოდან ცალკე გამოიტანეს. ამ დაზიანების ფოტოები იმდენად შემზარავი იყო, რომ არცერთი პლატფორმა არ თანხმდებოდა მათ გამოქვეყნებას. აღნიშნულ შემთხვევამ დავითს სამუდამოდ დაუკარგა შრომისუნარიანობა, რის გამოც ის მესამე ჯგუფის ინვალიდად იქცა.

2023 წლის აგვისტოში დაინიშნა სასამართლო პროცესი,

სადაც ნაკაშიძე ითხოვს მილიონი ლარის კომპენსაციასმორალურ ზიანისგან კომპანიისგან და ყოველთვიურ სარჩოს გადახდას ყოფილ თანამშრომელზე. საქმე აღძრულია იმისთვის, რომ დავით ნაკაშიძეს და მის ოჯახს მიენიჭოს ფინანსური დახმარება, რაც საჭიროა მისი ყოველდღიური ხარჯების დასაფარად. ასევე მილიონამდე მკურნალობის ხარჯების დაკისრებას 3 სასარჩელო მოტხოვნით 

დავით ნაკაშიძის ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი აღნიშნულ საქმეში უკვე წარმატებული გამოცდილების მქონეა, რადგან მან მანამდე მსგავსი დავები მოიგო „ჰაიდელბერგ ცემენტთან“ და „რუსთავის აზოტის ქარხანასთან“. ორივე შემთხვევაში, მუშებმა, ვისაც ის იცავდა, წარმატებით მიიღეს ნახევარ მილიონ ლარამდე კომპენსაცია ეტაპობრივად. ამჯერად, „მოდუსთან“ დავაც მნიშვნელოვანი გამორჩეულობით ხასიათდება.

ბოლო წლების განმავლობაში ჯანიბეგაშვილმა სამი მილიარდერი კომპანიის წინააღმდეგ საქმე მოიგო, და „მოდუსი“ უკვე მეოთხე მილიარდერია, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის. ლაშა ჯანიბეგაშვილის ბოლო გამარჯვება „თიბისი ბანკთან“ მოხდა, სადაც თიბისის ნაცვლად კლიენტების გამოსახლებისა, ბანკს 50,000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ეს საქმე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს დიდ კომპანიებთან მუშაკების უფლებების დაცვის სირთულეებს. დავით ნაკაშიძე, რომელსაც ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, იმსახურებს სათანადო მხარდაჭერას და თანადგომას. მისი ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო პროცესი მის სასარგებლოდ დასრულდება და კომპანია „მოდუსი“ არა მხოლოდ ფინანსურ პასუხისმგებლობას აიღებს, არამედ მომავალში უზრუნველყოს უსაფრთხოების უკეთესი სტანდარტების დაცვა.

კიდევ ერთხელ, ეს შემთხვევა გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლებრივი და საზოგადოებრივი ყურადღება მუშაკების უფლებების დაცვაზე.

საინტერესო ფაქტები

დავით ნაკაშიძემ საწარმოო ტრამვა მიიღო 2017 წელს  5 იანვარს  დასვენების დღეს

საწარმოო ტრამვა მიღებული აქვს ისეთ დანადგარზე მუშაობისას რომელზე დაშვების უფლებას არ ჰქონდა  ასევე არ ჰქონდა სამუშაო სერთიფიკაცი და უსაფრთხოების ნორმებიარ იყო დაცული  რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა და აიძულეს

2022 წელს დავით ნაკაშიძეს უვადო შ.შ.მ პირის სტატუსი მიენიჭა რადგან მარჯვენა ხელი ჰქონდა მოკვეთილი სრულად და არასწორედ მიკერებული .

ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა უსასყიდლოდ აწარმოა მისი საქმე დააფინანსა დავით ნაკაშიძე საკუთარი ფულით ნაწილობრივ  და  თურქეთიდან  აღებული ინვოისბით რომლიხ მიხედვით ახალი ხელის პროთეზი 280 დან 350 000ევრომდემერყეობდა 4სხვადასხვა კლინიკის გაცემულ დოკუმენტების საფუზელზე რომელიც აპოსტილით იყო დამოწმებული/

სამართლებირივ შედეგი

ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა 50 ლარი გადაიხდა სახელმწიფო ბაჟი და დაზსუტებული სარჩელით  რის მერე კომპანია მოდუსს 6 უძრავი ქონება დაუყადაღა რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეულ მილიონს აღემატებოდა

კომპანის დირექტორი ამირან დარჩიძეს პოზიცია 

ამირან დარჩიძემ საკუთარი ხელმოწერით როგორც კომპანია მოდუსი დირექტორმა დააფიქსირა რომ ყოველთვე რამდენიმე მილიონს იხდიდა მისი კომპანია შემოსავლების სამსახურში,  და 50 ლარად მისი კომპანიის რამდენიმე ათეულ მილიონიანი ქონებების დაყადაღებას  უსამართლოს ტლიდა გარდა ამისა ლაშა ჯანიბეგაშვილის განცხადებებმა რომელსაც რამდენიმე მილინიანი ნახვები ჰქონდა მისი კომპანიის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა  რის გამოც პარტნიორებმა მას ზურგი აქციეს და ბანკები მას სესხს არ აძლევდნენ რადგანაც ქონებები დაყადაღებული ქონდა სასამართლოთი შსაბამისად მოითხოვა ყადაღების მოხსნა.