ბაბუამ იცოდა თქმა:
ყველაზე დიდი პატრონი ენას სჭირდება ბაბუა, იცოდე ეს. არცერთი სიტყვა უბრალოდ არ იკარგება, ზოგიერთი შეიძლება მალამოდ მოეფინოს კაცის გულს და ეს კარგია, მაგას თვითონაც მიხვდები, მაგრამ ზოგიერთმა დაუფიქრებლად წამოსროლილმა სიტყვამ შეიძლება გული გაუგლიჯოს და სული გაუხლიჩოს კაცს.
სიტყვით დაჭრილი კაცი არ იკურნება ბაბუა, შეიძლება ცოტახნით მიივიწყოს ეს ჭრილობა, მაგრამ იცოდე რომ ის სიტყვა სულის რომელიღაც კუნჭულში ლახვარივითაა ჩასობილი და დროდადრო მაინც შეახსენებს კაცს თავს.
სიტყვებს უფრთხილდი ბაბუა , სიტყვა თუ აგაშენებს, სიტყვავე დაგანგრევს და გაგაცამტვერებს ძირბუდიანად.
ისე და ესეც იცოდე, მე რომ მკითხოს ვინმემ ამოდენა ასაკის კაცს ყველაზე ლამაზი რა გინახიაო, ვეტყვი რომ სიტყვა ვნახე ყველაზე ლამაზი და მშვენიერი, თანაც არაერთი.
მარა ისეც რომ მკითხონ ყველაზე მახინჯი და საშინელი რაგინახიაო იმავეს ვეტყვი ბაბუა, სიტყვა ერთგან თუ მშვენიერია, მეორეგან ყველაზე უსახურია.
ერთგან თუ ძვირად ფასობს სიტყვა, მეორეგან უკვე ფასი ეკარგება.
აბა მითხარი რა ფასი ან კიდევ აზრი აქვს იმ სიტყვების მიცვალებულისთვის თქმას რაც ცოცხალს არ უთხარი?!
სიტყვა მაშინაა ძვირფასი თუ მისი სათანადო დროს, სწორად გამოყენება შეგიძლია
უცნობი ავტორი
#ადვოკატი #ლაშა #ჯანიბეგაშვილი
გამოქვეყნდა: 2021-11-14 17:49:43