სიახლეები

საქართველოს პროკურატურა და გენერალური ინსპექცია საქართველოში ვერ მუშაობენ სათანადოდ

საქართველოს პროკურატურა და გენერალური ინსპექცია  საქართველოში ვერ მუშაობენ სათანადოდ

#საქართველოს #პროკურატურის გენერალური ინსექცია ხელს აფარებს დამნაშავე პროკურორებს ასევე გამომძიებებსაც ამ სტრუქტურაში სერიოზულიცვლილებებია საჭირო

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ არ სრულდება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 3. გენერალური ინპექციის უფლებამოსილებები

 

1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:

 

ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის, ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტებზე, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების არსებობისას;

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. გენერალური ინსპექცია არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი).

3. გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,  ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, საჯაროობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, აგრეთვე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებს.

5. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს  მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. დაუშვებელია გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სხვა პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.

მუხლი 2. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) პროკურატურის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტის, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების გამოვლენა და რეაგირება. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ბ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური  გადაცდომის, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების გამოვლენის დროს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გენერალური პროკურორისთვის წარდგენა;

გ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გენერალური პროკურორისა ან/და პროკურატურის თანამშრომლისთვის  შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

დ) პროკურატურის ორგანოებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;

ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა;

ვ) გენერალური პროკურატურის  გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ზ) იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა, გარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​1, 378-ე, 378​1, 378​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისა;

თ) საპროცესო ხელმძღვანელობის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელთა მიერ არის ჩადენილი; 

ი) პროკურატურის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;

კ) გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 3. გენერალური ინპექციის უფლებამოსილებები

1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის, ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტებზე, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების  არსებობისას;

ბ) ჩაატაროს გამოძიება კანონმდებლობით დადგენილი წესით პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა;

გ) განახორციელოს გენერალური პროკურატურის  გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; 

დ) განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა, გარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​1, 378-ე, 378​1, 378​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისა;

ე) განახორციელოს საპროცესო ხელმძღვანელობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი;  

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;

ზ) საკუთარ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პროკურატურის თანამშრომელს მიმართოს მოთხოვნით, წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა ან/და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან/და წარდგენის თაობაზე, აგრეთვე გენერალურ ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომელთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;

თ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) პროკურატურის თანამშრომლისგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია;

ი) საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს პროკურატურის  ნებისმიერი თანამშრომელი და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება, რა დროსაც პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და ახსნა-განმარტება გააკეთოს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომელთან გენერალური პროკურორის სახელზე;

კ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ანდა მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან პროკურატურის თანამშრომლები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;

ლ) ახსნა-განმარტების პროცესი ხორციელდება წერილობით ფორმით ან/და კეთდება ვიდეო/აუდიო ჩანაწერი. ახსნა-განმარტების ვიდეო/აუდიო ჩაწერა ხორციელდება ინფორმაციის მომწოდებელი პირის თანხმობით;

მ) სამსახურებრივი შემოწმების/შესწავლის წარმოებისას, ასევე განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს პროკურატურის თანამშრომლის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;

ნ) სამსახურებრივი საჭიროების შესაბამისად, საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ო) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, გენერალურ პროკურორს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

პ)  პროკურატურის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების/შესწავლის პროცესში მოპოვებული მასალები და გენერალურ პროკურორს ან/და პროკურატურის თანამშრომლებს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;

ჟ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციით მიმართოს პროკურატურის ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის  ხელმძღვანელს შესაბამისი ორგანოს/სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის მიზნით;

რ) განახორციელოს პროკურატურის ორგანოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება, პროკურატურის თანამშრომელთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების მიზნით; განახორციელოს პროკურატურის ორგანოებში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;

ს) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის თანამშრომლები საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ პროკურატურის ორგანოების როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში;

ტ) განახორციელოს მონიტორინგი პროკურატურის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 3 თვემდე ვადით;

უ) განახორციელოს მონიტორინგი პროკურატურის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელთა შენახვის ვადა განისაზღვრება მათი ფიქსაციიდან 1 თვემდე ვადით;

ფ) განახორციელოს გენერალურ  პროკურატურაში არსებული „ცხელი ხაზის“ მონიტორინგი;

ქ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან პროკურატურის თანამშრომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ან დისციპლინურ გადაცდომათა გამოვლენის მიზნით;

ღ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა პროკურატურის ორგანოებში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;

ყ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. სამსახურებრივი შემოწმების ან/და შესწავლის პერიოდში გენერალური ინსპექციის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება პროკურატურის თანამშრომელთათვის სავალდებულოდ შესასრულებელია. მისი გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 4. გენერალური ინსპექციის მოვალეობები

გენერალური ინსპექცია ვალდებულია:

ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;

ბ) განიხილოს შემოსული შეტყობინებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) აწარმოოს პროკურატურის თანამშრომლის მიერ დისციპლინურ გადაცდომათა შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები გენერალური პროკურორის ან/და პროკურატურის თანამშრომლისთვის წარსადგენად;

დ) უზრუნველყოს პროკურატურის ორგანოებში გენერალური პროკურორის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ე) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

მუხლი 5. დისციპლინური წარმოება

1. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, პროკურატურის თანამშრომლისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის, ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების არსებობის დროს  გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.

2. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები, გენერალური პროკურორის ცალკეული დავალებები; პროკურატურის „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, მიღებული შეტყობინებები, გეგმური შემოწმების გრაფიკი; ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები/განცხადებები.

3. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი.

4. გენერალური ინსპექციის თანამშრომელი საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას, ადგენს სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე დასკვნას, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს გენერალური ინსპექციის უფროსი.

5. სამსახურებრივი შემოწმების ვადა არის სამი თვე. შემოწმების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე ვადით.

6. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი შემოწმების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით, რის თაობაზეც გენერალური ინსპექციის უფროსს წარედგინება მოტივირებული მოხსენებითი ბარათი შემოწმების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

7. სამსახურებრივი შემოწმება, მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით შეიძლება შეჩერდეს იმ გადაულახავი გარემოებების აღმოფხვრამდე, რომელთა გარეშე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, მაგრამ არაუმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვისა.

8. სამსახურეობრივი შემოწმების დროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი უფლებამოსილია დაათვალიეროს პროკურატურის თანამშრომლის სამუშაო ოთახი და ინვენტარი.

9.  სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) მოიწვიოს პროკურატურის თანამშრომელი ან ნებისმიერი გარეშე პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება მოსაძიებელი ფაქტის ირგვლივ. ასეთ შემთხვევაში გარეშე პირს წინასწარ განემარტება უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;

ბ) გამოითხოვოს ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას;

გ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაციები სპეციალისტებისაგან; აგრეთვე დანიშნოს სათანადო ექსპერტიზა და მიიღოს დასკვნა/რევიზიის აქტი;

დ) შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე;

ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, გენერალურ პროკურორს წარუდგინოს წინადადებები გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე, ან გენერალური ინსპექციის უფროსმა პროკურატურის თანამშრომელს მიმართოს სათანადო რეკომენდაციით;