ყოვლად დავუშებელია პროფესიის მონოპოლიზება და საკუთარი მართლმსაჯულების თავს მოხვევა, ადვოკატისათვის რომელიც თავისუფალი პროფესიის პირია,დაუშვებელია , აიძულო ყოველწლიური საწევრო გადასახადების გადახდა წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეუწყვიტო საადვოკატო საქმიანობის უფლება.
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა ასოციაციის მეშვეობით დიქტატურა დაამყარეს ადვოკატებში და მოახდინეს პროფესიის მონოპოლიზება. საკუთარი რიგ შემთხვევაში "მახინჯი"მართლმსაჯულების თავს მოხვევა თავისუფალი პროფესიის ადამიანისათვის წევრისთვის დაუშვებელია!!!
ასევე ასოციაცია რომლის მიზანიც ადვოკატთა უფლებების დაცვა უნდა იყოს, ამ ქმედებით სერიოზულ ზიანს აყენებს ადვოკატის იმიჯს, საფრთხეს უქმნის ადვოკატის საქმიან რეპუტაციას ქვეყანაში დღის დღეობითა ადვოკატების უფლებები მნიშვნელოვნად შელახულია ამაში ადვოკატთა ასოციაციის ამ სისტემას მიუძღვის მნიშვნელოვანი როლი.
სახლმწიფოში ადვოკატთა როლის შესახებ
ამასვე მეტყველებს გაეროს კონვენცია ადვოკატთა როლის შესახებ
ადვოკატის საქმიანობის გარანტიები
16.სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა
ა)შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე;
დისციპლინარული პროცედურები
26.ადვოკატთა პროფესიული ქცევის წესების კოდექსი დადგენილ უნდა იქნას იურიდიული პროფესიის მიერ, მისი სათანადო ორგანოების მეშვეობით ან საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, ეროვნული კანონმდებლობის, ჩვეულებებისა და აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად.
27.ადვოკატთა მიერ მათი პროფესიული უფლებამოსილებების განხორციელების წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები და საჩივრები განხილულ უნდა იქნას სწრაფად და სამართლიანად, სათანადო პროცედურების შესაბამისად. ადვოკატებს უფლება უნდა ჰქონდეთ სამართლიან სასამართლოზე, რაც მათ მიერ არჩეული ადვოკატის დახმარების უფლებასაც გულისხმობს.
28.ადვოკატის წინააღმდეგ მიმართული დისციპლინარული პროცედურები წარდგენილ უნდა იქნას იურიდიული პროფესიის მიერ შექმნილი მიუკერძოებელი დისციპლინარული კომიტეტის, სხვა დამოუკიდებელი ორგანოს ან სასამართლოს წინაშე და უნდა დაექვემდებაროს მიუკერძოებელ სასამართლო გადასინჯვას.
ც)ადვოკატებმა თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო, არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით.
საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა
მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მითითებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში.
16. ამდენად, არასაკმარისი და არადამაჯერებელი მტკიცებულებებით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
ეთიკის კომისიაში კი რიგ შემთხვევებში სამართლიანი სასამართლოს უფლება კონვენციის მე6 მუხლის რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება ხშირია დარღვევები.
ასევე აღსანიშნავია რომ ადვოკატები იხილავენ ადვოკატის დისციპლინალურ გადაცდომას რასაც მახინჯ პრაქტიკად ვაფასებ ეთიკის კომისიის წევრის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს ისევ ეთიკის კომისიის წევრები იხილავენ და ყოველთვის განუხილველი რჩება
არასდროს არ ვცემ პატივს იმ ხალხს ვინც ჩემ სამართლიან შენიშვნებს და დასაბუთებულ საჩივრებს განუხილველს დატოვებს თუმცა ეს ევალება.
არასდროს არ ვცემ იმ ხალხს პატივს! ვინც შენს გამტყუნებას ცდილობს მაშინაც კი როცა ცამდე მართალი ხარ!
არასდროს არ ვცემ პატივს იმ ხალხს ვინც შენი კოლეგაა და შენს თითოეულ სიტყვაზე დაგდევს რომ როგორმე რამე დაგიშავოს და პროვოცირებას გიკეთებს!
არასდროს არ ვცემ პატივს იმ კოლეგას და ადამიანებს რომელებიც ჩემს წინააღმდეგ ეუბნებიან უსამართლოდ მომჩივარ ადამიანებს ახლა და ამ ვითარებაში კონსულტაციას ვერ გაგიწევთო.
და ნურც ნურავინ მომთხოვს ასეთ ხალხის პატივისცემას იმიტომ რომ ეს ჯერ თქვენ არ სცემთ თქვენს თავს პატივს და თქვენ კოლეგებს.
და ბოლოს კრიტიკულ აზრთან დაკავშირებით საინტერესოა ერთერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება.
ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ აღნიშნავს რომ
(საქმე 1/3/421,422;2009 წლის 10 ნომებრის გადაწყვეტილება) უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შედარებით ფართო დისკრეცია სახელმწიფოს შეიძლება მიენიჭოს მაშინ, როდესაც შეზღუდვას დაქვემდებარებული გამოხატვა უხამსი შინაარსისაა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მაშინაც, თუ გამოხატვა ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს. შესაძლოა სახელმწიფოს ასეთი შეზღუდვის დაწესების უფლება ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია და ევროპული კონვენცია ასეთ შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ვალდებულებას არ აწესებს.
ადამიანის უფლებათა შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა. აღნიშნული დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1 და 2 ნაწილის მიხედვით ასევე 24 მუხლის 1 და 2 ნაწილის მიხედვით
ასევე დამატებით აღსანიშნავია
ერთ ერთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეებს ან მათთან გათანაბრებულ პირების კრიტიკას ეხებათ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეში shalka vs poland (განაცხადიN43425/98 2003 წლის 27აგვისტოს გადაწყვეტილება)მიიჩნევს,რომ "დემოკრატია ვერ იარსებებს,თუ ადამიანებს არ მიეცემათ საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები საჯარო ინსტიტუტებზე,მოსამართლეები,როგორც მნიშვნელოვანი ფიგურები საზოგადოებაში წარმოადგენენ კრიტიკის ობიექტს ,რომელიც ყოველთვის არ იქნება სასიამოვნო მოსასმენი.ზოგიერთი შენიშვნა შეიძლება საფუძვლიანი აღმოჩნდეს,ზოგიც არაფრის მომცემი,მაგრამ მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები რომ დაჭკნენ მწვავე და ცხარე კრიტიკისგან.
აქვე დამატებით აღვნიშნავ
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. იმავე კანონის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს, ამიტომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ერთის მხრივ, აზრის და, მეორეს მხრივ, ფაქტის შემცველ განცხადებას და განმარტავს, რომ აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი,კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. 46. კანონის მე-4.1 მუხლის შესაბამისად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი გამოხატვის ან გავრცელების გამო პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა. 49. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებელობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში „ევროპული სასამართლო“ ან „სტრასბურგის სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. 50. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01, § 101, ECHR 2007‑V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 April 2015).
გამოხატვის თავისუფლების ყველაზე მსუბუქი ფორმით შეზღუდვასაც კი და პასუხისმგებლობის მსუბუქ ფორმასაც კი შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს, განსაკუთრებით ადვოკატებთან მიმართებაში, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ მათი კლიენტების ეფექტიანი დაცვა.
ადვოკატის მიმართ პასუხისმგებლობის მსუბუქი სახის გამოყენებასაც კი შესაძლებელია მოჰყვეს მისთვის პირდაპირი (დისციპლინური დევნის აძღვრა) ან არაპირდაპირი (საზოგადოებრივი იმიჯის შელახვა ან კლიენტების ნდობის დაკარგვა) უარყოფითი შედეგი.
სასამართლომ გაიზიარა, რომ ადვოკატის განცხადებები ემსახურებოდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არსებული დარღვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და შეჰქონდა წვლილი საზოგადოებრივი ინტერესის სფერში მყოფ საკითხზე მიმდინარე დისკუსიაში, ამიტომ ისინი სარგებლობდა დაცვის მაღალი ხარისხით (Morice v. France [GC], no. 29369/10, § 150-153, 23 April 2015).
გამოქვეყნდა: 2019-08-12 19:03:11