ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება, სადაც ჯერ საქალაქო სასამართლომ შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მცირელწლოვან ბავშვის მშობლებს შორის ბავშის კუთვნილ უძრავ ქონებაზე დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება.
საქმე №2ბ/3275-15 6 ოქტომბერი, 2015 წელი
იპოთეკის საგანი იყო უძრავი ქონება მდებარე - ქ. ხაშური, საცხოვრებელიბინა მცირეწლოვან გ. კ.-ს (2008 წლის 4 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა. გ. კ. სადავო იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებისას ხუთი წლის იყო ბავშვი,როედესაც მისმა მშობლებმა იპოთეკური სესხის ხელშეკრულება დადეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან რომელიც შემდგომ მოგვიანბით ვერ გადაიხადეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ბინის აუქციონზე გატანა მოითხოვა რა დროსაც მოპასუხეებმა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს რაც დაკმაყოფილდა.
გამოქვეყნდა: 2019-08-06 09:24:53