სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჰომოსექსუალების სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე 1ლარად შეაფასა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჰომოსექსუალების სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე 1ლარად შეაფასა

Beso Danelia არის Oto Tavartkiladze-თან და Zviad Tomaradze-თან ერთად.
4 სთ. · 
,, ბატონო ბესო მეც ყოფილი რაგბისტი ვარ , მეც ორი ბიჭი მეზრდება და მეც ძალიან ბევრი რამ არ მომწონს ,, ამ სიტყვებით მომმართა სასამართლო დარბაზში - მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა განაჩენის გამოცხადებამდე . მოგეხსენებათ რამოდენიმე თვის წინ , ჰომოსექსუალებმა , სასამართლოს მიმართეს სარჩელით და ჩემი გადასახლების , ჩამოხრჩობის , გატყავების და ძელზე გაკვრის გარდა , ასევე სოლიდურ თანხას ითხოვდნენ ჩემგან , ტელეკომანია ,, კავკასიის ,, ეთერში მომხდარი ,,ინცინდენტის,, გამო , სადაც თურმე ჩემმა სიტყვებმა , მათი მორალური ტანჯვა , სულიერი ტკივილი და ციკლის დარღვევა გამოიწვია . როგორც სარჩელში განმარტეს , მათ ეს თანხა დაეხმარებოდათ ტანჯვისა და ტკივილის შემსუბუქებასა და გაქარწყლებაში . ბევრი , რომ არ გავაგრძელო და თქვენი ძვირფასი ყურადღებაც დიდი ხნით არ მივიპყრო , მოკლედ გეტყვით - სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა მხოლოდ ნაწილობრივ , მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და დამაკისრა ჰომოსექსუალებისთვის მათ მიერ მოთხოვნილი საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ -ერთი ლარის გადახდა !!! მადლობა ბატონ ირაკლი კოპალიანს , ღირსეული და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისათვის . მადლობა ზვიად ტომარაძეს რომელიც დაიკითხა სხდომაზე ვინაიდან იმყოფებოდა ,, კავკასიის ,, ეთერში , მადლობა ყველა იმ ადამიანს , რომლებიც გვერდში მედექით და მგულშემატკივრობდით მთელი ამ პერიოდის მანძილზე . განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძვირფას მეგობარს - ოთო თავართქილაძეს, რომელსაც არცერთი პროცესი არ გაუცდენია 6 თვის განმავლობაში და ყოველთვის ჩემს გვერდით იყო . ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც მოხდა არის ის , რომ შეიქმნა სასამართლო პრეცენდენტი , სადაც ჰომოსექსუალების ,,მორალი,, 1 ლარად შეფასდა !!!