საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629 მუხლის მიხედვით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულების თანახმად შემკვეთს შეუსრულოს გათვალისწინებული მოთხოვნა,ხოლო შემკვეთი ვალდებულია დათქმულ ვადაში გადაუხადოს მენარდეს შეთანხმების საზღაური.
ამავე კოდექსის 636 მუხლის თანახმად შემკვეთს ანუ ვინც მენარდეს მისცემს დავალებას ნებისმიერ დროს გაუუქმოს და უარი უტხრას ხელშეკრულებაზედ მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი
კანონის ანალოგიას თუ გამოვიყენებთ, იგივე შესაძლოა გავრცელდეს ადვოკატების მიმართ, მარწმუნებელი თუკი მოშლის ხელშეკრულებას დათქმულ ვადაზე ადრე ადვოკატს უფლება აქ ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანზე შეედავოს მარწმუნებელს.
გამოქვეყნდა: 2018-11-03 21:40:11