სიახლეები

საინტერესო გადაწყვეტილება ბაჟის გადაუხდელობაზე

საინტერესო გადაწყვეტილება ბაჟის გადაუხდელობაზე
ას-626-585-2017

 

 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლოდაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეებისშესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლებადაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გიორგი ნიკოლაევიჩმიხაილოვი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომდაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმაისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რისშედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათაევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთისწინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადისპრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმისინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნისარაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვისუფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმმომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთსასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესისგანსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთისაჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).