სიახლეები

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით

იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა მემკვიდრეობის მიღების მიზნით.

საქართველოს 1421 მუხლის 2 ნაწილის შესაბამისად. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას, სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6თვის განმავლობაში, თუკი მემკვიდრემ არ მიმართა ნოტარიუსს სამკივიდრო ქონების მისაღებად, ამასთანავე, იმ მისამართზე არაა ჩაწერილი,სადაც  მამკვიდრებელი ცხოვრობდა, იძულებული ხდება მიმართოს სასამართლოს უდავო წარმოების წესით, თუ არა არიანს ახეზე ხვა მემკვიდრეები, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნით.

სასამართლოში, თუკი დადასტურდება ის ფაქტი, რომ;მემკვიდრე მამკვიდრებლის დანატოვარ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლა, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6თვის ვადაში, ამ ფაქტის დადასტურებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან თუ მემეკვიდრე 6თვის ვადაში არ დაეუფლა, სამკვიდრო ქონებას ითვლება რომ ვადა მას  გაშვებული აქვს და მემკვიდრეობას ვეღარ მიიღებს თუ ანდერძი არ არსებობს. 

ეს ზოგადი სახის ინფორმაციაა, მაგრამ თითოეული საქმე ინდივიდუალურია და საჭიროებს საკითხისადმი სპეციფიკურ მიდგომას რასაც მაღალი კლასის ადვოკატი სჭირდება სამოქალაქო სპეციალობის.

                                                                                                          ავტორი ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი

თარიღი 14.05.2018წ.