სიახლეები

ძლიერი ადამიანები ხშირად წარმატებით ასრულებენ სასამართლო დავებს — აცხადებს ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი

ძლიერი ადამიანები ხშირად წარმატებით ასრულებენ სასამართლო დავებს — აცხადებს ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი

ძლიერი ადამიანები ხშირად წარმატებით ასრულებენ სასამართლო დავებს  აცხადებს ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი

სასამართლო დავა მარტივი პროცესი არ არის. ეს არის სამართლებრივი ბრძოლა, რომელიც დიდ ფინანსურ, დროით და ფსიქოლოგიურ რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, როგორც ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი განმარტავს, სასამართლოში, როგორც წესი, დაობენ ძლიერი, მიზანმიმართული და საკუთარი უფლებების ბოლომდე დამცველი ადამიანები.

რატომ არის სასამართლო დავა რთული და ძვირი?

სასამართლოში საქმის წარმოება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. განსაკუთრებით მაშინ, როცა მხარეს სჭირდება გამოცდილი და პროფესიონალი ადვოკატი. კარგი ადვოკატი, როგორც წესი, ბევრ საქმეზე მუშაობს და მისი დრო მაღალი ღირებულების მატარებელია. ამიტომ სასამართლო დავის დაწყებამდე აუცილებელია საქმის სწორი შეფასება, მტკიცებულებების გამყარება და სამართლებრივი სტრატეგიის წინასწარ განსაზღვრა.

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის თქმით, სასამართლო არ არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა — ეს არის სერიოზული სამართლებრივი პროცესი, სადაც შედეგს წყვეტს პროფესიონალიზმი, მომზადება და ბოლომდე ბრძოლის უნარი.

რატომ გრძელდება სასამართლო პროცესები ხშირად წლების განმავლობაში

სასამართლო პროცესების გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეთა სიმცირეა. მაღალი დატვირთვის პირობებში სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება რთულდება. როდესაც მოსამართლეს ერთდროულად უამრავი საქმე აწერია, ბუნებრივია, თითოეული დავის სრულყოფილად და სწრაფად განხილვა დიდ დროს მოითხოვს.

ამასთან, პრობლემას წარმოადგენს სასამართლო ინფრასტრუქტურაც. ხშირ შემთხვევაში პროცესების დროულად ჩატარებას ხელს უშლის დარბაზების დეფიციტი, გადატვირთული გრაფიკი და განხილვების გადადება. შედეგად, სასამართლო დავა ხშირად თვეების ნაცვლად წლების განმავლობაში გრძელდება.

რა არის სასამართლოში წაგების მთავარი მიზეზები

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოში წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხშირად არის ეჭვი, არათანმიმდევრულობა და ზედმეტი თვითდაჯერებულობა. არაერთ შემთხვევაში სწორედ ეს ფაქტორები აგებინებს მხარეს იმ საქმესაც კი, სადაც რეალურად გამარჯვების მაღალი შანსი ჰქონდა.

სასამართლო დავის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია მოტივაცია, მტკიცებულებების სწორად წარდგენა, თანმიმდევრული პოზიცია და ადვოკატის მიმართ ნდობა. როდესაც მხარე პროცესში არასტაბილურია ან სტრატეგიას ხშირად ცვლის, ეს საქმეს სერიოზულად აზიანებს.

რატომ არის ადვოკატის სწორად შერჩევა გადამწყვეტი

ნებისმიერ სამართლებრივ დავაში ადვოკატის გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქმე მხოლოდ კანონის ცოდნას არ ეხება — მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვა, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, სწორი არგუმენტაცია და პროცესის ეფექტიანი მართვა.

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმატება მიიღწევა მაშინ, როცა კლიენტი და ადვოკატი ერთიან, მკაფიო და კარგად დაგეგმილ სტრატეგიაზე მუშაობენ. სწორედ ასეთი მიდგომა ზრდის საქმის წარმატებით დასრულების შანსს.

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი სასამართლო დავების შესახებ

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო დავაში გამარჯვება დამოკიდებულია არა მხოლოდ სამართლებრივ საფუძვლებზე, არამედ გამძლეობაზე, დისციპლინაზე, მოთმინებაზე და პროფესიულ სტრატეგიაზე. მისი თქმით, სასამართლოში ხშირად იმარჯვებს არა ის, ვინც მხოლოდ საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული, არამედ ის, ვინც საქმეს პროფესიონალურად, თანმიმდევრულად და მოტივირებულად მართავს.

ამას აცხადებს ადვოკატი, რომლის წარმოებული საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა — 98% — წარმატებით დასრულდა.

დასკვნა

სასამართლო დავა სუსტი ფსიქლოგიის ადამიანებისთვის მიზენაშეწონილი არ არის. ეს არის გზა მათთვის, ვინც საკუთარი უფლებების დაცვას სერიოზულად ეკიდება და სამართლებრივი ბრძოლის ბოლომდე მიყვანისთვის მზად არის ყველაფერი გაიღონ, ძლიერი ადამიანები სასამართლოში სწორედ ამიტომ დაობენ მათ იციან მოგების ფასი —მათ იციან, რომ შედეგი მოაქვს არა მხოლოდ ემოციას, არამედ ადვოკატის პროფესიონალიზმს,სწორ სტრატეგიას და გამძლეობას.

ბიზნეს დავების ადვოკატი და სამოქალაქო დავების ადვოკატი საქართველოში თბილისში რთული საძებნია 

თუ თქვენ გჭირდებათ კარგი ადვოკატი ან გამოცდილი ადვოკატი სასამართლო დავისთვის, მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ როგორც საქმის პერსპექტივა, ისე სამართლებრივი სტრატეგია. ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ საქმის მოგება სასამართლოში დამოკიდებულია მტკიცებულებებზე, სტრატეგიაზე და პროფესიულ მართვაზე. სწორედ ამიტომ პროფესიონალი ადვოკატი გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ბიზნეს დავებში, ისე სამოქალაქო დავებში.