სიახლეები

საქართველოში ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გამოწერილი ყველა შემაკავებელი ორდერი არის არარა აქტი

საქართველოში ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გამოწერილი ყველა შემაკავებელი ორდერი არის არარა აქტი

საქართველოში ყოველდღიურად ფართო მაშტაბით საშუალოდ სტატისტიკით დღეში 30-მდე მამაკაცის მიმართ ირღვევა  სტამბულის კონვენციით  გარანტირებული  ადამიანის უფლებები,რითაც უკანონოდ იჩაგრებიან პოლიციის და საერთო სასამართლოების მიერ ეს უდანაშაულო ადამიანები.

ეს პრაქტიკა  არის პროვინციული ბარბაროსობა, სტასბურგის სასამართლოს შეუძლია ამ აღვირახსნილობის მასიური უკანონობის გამო საქართველო სამაგალითოდ  დასაჯოს საპილოტე გადაწყვეტილებით.(საქართველოს პარლამენტს დაავალოს 3თვის ვადაში  აღმოფხვრას  სტამბულის კონვენციასთან კანონის შეუსაბამობა და რამდენიმე მილიონინი ჯარიმა დააკისროს სახელმწიფოს ან სულაც ხმის  უფლება შეუჩეროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლიაზე როგორც ეს რუსეთს შეუჩერეს ყირიმის ანექსიის გამო) შესაძლებელია ეს საკითხი ჩვენს მიმართ დღის წესრიგში დადგეს,ან დააყენოს რომელიმე ჩვენდამი მტრულად განწყობილმა სახელმწიფომ, საკუთარ მოქალაქეთა  მოსახლეობის მიმართ მასობრივი უკანონო რეპრესიების  ჩატარების გამო.

მე ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყველას მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას,საქართველოს  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოაწყონ ,საჯარო ერთობლივი დისკუსია აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად  და შეიქნას ამ მიზნიით  უწყებათშორისი კომისია საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით  და შემუშავებული საკონონმდებლო პაკეტი ექსპერტიზაზე გადაიგზავნოს   ვენეციის კომისიაში, რათა აღარ განმეორდეს  2017წლის 1 სექტემბერს საქართველოს მიერ  დაშვებული უხეში შეცდომა.