მარიამ ჭყონია გაიცანით 20 წლის ნიჭიერი სტუდენტი რომელმაც უკვე მოასწრო იურისპუდენციაში არაერთ მნიშვნელოვან იურიდიულ თემებზე პუბლიკაციების დაწერა. მინდა ინტერვიუ შემოგთავაზოთ.
გამარჯობა მარიამ გთხოვ მოგვიყვე თქვენი მოკლე ბიოგრაფიის შესახებ ?
გაგიმარჯოთ, მე ვარ 20წლის, მე დავიბადე 1996წლის 19 იანვარს , ქალაქ ფოთში. ვცხოვრობდი ქალაქ ბათუმში. სკოლა დავამთავრე ბათუმში და შემდეგ გავხვდი სტუდენტი და გადმოვედი საცხოვრებლად ქალაქ თბილისში.
მარიამ, რომელ უნივერსიტეტში სწავლობთ?
მე ვსწავლობ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.
ვინ გინდათ რომ გამოხვიდეთ?
მინდა გავხდე სამართლის დოქტორი და ადვოკატი საერთო სპეციალობირისი
რისი კეთება გიყვარს თავისუფალ დროს, რა არის შენი ჰობი?
თავისუფალ დროს ბევრი რამის კეთება მიყვარს , ჰობიც მაქვს თან ბევრი . მიყვარს იურიდიულ სფეროში ნაშრომების წერა, გაცნობა და ა.შ. ასევე ძალიან მიყვარს ჭადრაკის თამაში, ვარ ბათუმის ერთ-ერთ ჩემიიონატში გამარჯვებული მაქვს ორი დიპლომი როგორც ჩემპიონს. ამავდროულად გართობაც რა თქმა უნდა განტვირთვის მიზნით .
მარიამ, აპირებ იურიდიულ თემებზე თქვენი ნაშრომების გამოქვეყნებას , რამდენადაც ვიცი არაერთი საინტერესო ნაშრომი გაქვს იურიდიულ თემებზე ?
ამ ეტაპზე როგორც მესამე კურსის სტუდენტს მიუხედავად იმისა რომ სტაჯირებას ერთ-ერთ უძლიერეს ადვოკატთან გავდივარ , მართალია საბაზისო ცოდნა მისი დამსახურებით საკმარისზე მეტი მაქვს , ვთვლი რომ ამ ეტაპზე ამ ნაშრომების გამოქვეყნება არ იქნება მაინც მიზანშეწონილი მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოვაქვეყნებ, რადგანაც ვთვლი რომ ჩემი არაერთი ნაშრომი ბევრ სტუდენტს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.
ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებ მარიამ
გამოქვეყნდა: 2016-08-09 18:44:16