სიახლეები

რას ნიშნავს ძალიან ძლიერი სპეციალისტი სწრაფი ეფექტური შედეგი ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის ისტორია

რას ნიშნავს ძალიან ძლიერი სპეციალისტი სწრაფი ეფექტური შედეგი ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის ისტორია

ერთხელ ერთ დიდ გემს ძრავი გაუფუჭდა და ვერავინ შეძლო მისი გაკეთება...

ბოლოს მოიწვიეს 40 წლიანი გამოცდილების მქონე ინჟინერ-მექანიკოსი.

მან ჯერ ძალიან დიდი ყურადღებით დაათვალიერა ძრავი, შემდეგ კი თავისი პატარა ჩანთიდან პატარა ჩაქუჩი აიღო და რომელიღაც დეტალზე გამოზომილი ძალით რამდენჯერმე დააკაკუნა... მალევე ძრავი ჩვეულებრივად ამუშავდა.

როდესაც მისი სამუშაოს ანაზღაურებაზე ჰკითხეს, რამდენი უნდა გადაეხადათ მისთვის, მან დაასახელა - $ 20.000 ...

რა - გაუკვირდა გემის პატრონს 'შენ ხომ თითქმის არაფერი გაგიკეთებია, დაწვრილებითი ანგარიში დაგვიწერე რაში ითხოვ ასეთ თანხას"

" კეთილი - უპასუხა მშვიდად ოსტატმა- 2 $ ჩაქუჩის ერთი დაკაკუნება და 19,998 $ იმ ცოდნისათვის სად, რა ძალით და რამდენჯერ უნდა დაარტყა ჩაქუჩი"

ასე რომ შეიძლება მე 30 წუთში გავაკეთე, მაგრამ ამისათვის 40 წლიანი მუშაობა და სწავლა დამჭირდა, ამიტომ შენ წლების გამოცდილებას უხდი და არა წუთების ნამუშევარს - აუხსნა მან."

ასე რომ, ორი რამ უმნიშვნელოვანესია და ერთმანეთზე გადაჭდობილი

✔ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და ყველა საქმე ამ საქმის პროფესიონალმა უნდა აკეთოს

და

✅ პროფესიონალის შრომა პროფესიონალის შესაფერისადაც უნდა დაფასდეს.

მე მქონდა ანალოგიური საქმე, ერთერთ ცნობილ საამშენებლო კომპანიას 3 კლიენტისათვის მათი უკვე გადახდილი თანხა 1მისვლით ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე დავაბრუნებინე.

ჯერ კლიენტები საუბრობდნენ უშედეგოდ, მერე კი მე ჩავაერთე მოლაპარკებაში  და ძალიან ძლიერი ულტიმატუმი დავუყენე და სწორედ ამან იქონია შედეგი  რის ემრე3 ოჯახს მშენებარე ბინასი გადახდილითანხა დაუბრუნეს.

ხალხი დღემდე წლებია დაობს სამშენებლო კომპანიასთან გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე.

გაოცებულმა კლიენტებმა ხალხმა თურაში ვითხოვდი ჰონორარს როდესაც 1მისვლა დამჭირდა   უარი მითზრეს ჰონორარის გადახდაზედ.

ქართველმა კლიენტმა ხალხმა არც ჰონორარი გადაიხადეს და არც გაასაჯაროეს ეს საქმე.