სიახლეები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია ჩხრეკა ამოღება როდის ტარდება

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია ჩხრეკა ამოღება როდის ტარდება

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია ჩხრეკა ამოღება როდის ტარდება

 

 სისხლის ადვოკატი მარიამ ჭყონია მარიამ ჭყონია ჩხრეკა ამოღება

 

მოგახსენებთ რომ ჩხრეკა ამოღება სისხლის სამართლის  საპროცესო  კოდექსის მნიშვნელოვანი ქმედებებია, რომლებზეც შესაძლოა ითქვას რომ აგებულია სისხლის სამართლის საქმე.

როდის ტარდება ჩხრეკა ამოღება?

როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ კონკრეტული პირის სახლში, ფარეხში ან გარკვეულ ადგილზე,ინახება კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც საქმისათვის მნიშვნელოვანია, შესაძლებელია ამ მტკიცებულების ამოღების მიზნით ჩატარდებას ჩხრეკა-ამოღება

 როგორ ტარდება ჩხრეკა ამოღება?

 ჩხრეკა ამოღების ჩატარების ორი საფუძველი არსებობს პრაქტიკაში.

პირველი შემთხვევა არის როდესაც საპროცესო მოქმედება ტარდება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ის შემთხვევაა როდესაც მაგალითად განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია რომ ნარკოტიკული ნივთიერება ან არარეგისტრირებული იარაღი ინახება გარკვეულ ადგილზე, და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ პირი ამ ნივთს გაანადგურებს, გადამალავს ან თავის განზრახვას სისრულეში მოიყვანს, და სწორედ ამიტომ სამართალდამცავი ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს ჩხრეკა ამოღება გადაუდებელი აუცილობლობის მოთხოვნით, და კანონის შესაბამისად მოახდინოს ამოღებული ნივთის შენახვა დალუქვა და სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრება.

შემდეგ კი უნდა მოხდეს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩხრეკა ამოღების კანონიერების საფუძვლის მიცემისათვის ბრალდების მხარე, პროკურორი 24საათის განმავლობაში, მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, გამოძიების ადგილის მიხედვით ან რომლია სამოქმედო ტერიტორიაზეც ჩატარდა. მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს აღნიშნულ საკითხს.

მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება: 

ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

 

მეორე შემთხვევა კი უფრო მარტივია როდესაც ბრალდების მხარეს აქვს სასამართლოს განჩინება და  განჩინების საფუძველზე ტარდება ჩხრეკა ამოღება, ეს ის შემთხვევაა მაგალითად როდესაც პირი წინააღმდეგია რომ მის სახლში ჩატარდეს ჩხრეკა ამოღება, არ გვაქვს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევა და ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს და სასამათლომ გასცა განჩინება ჩხრეკა ამოღების ჩატარების შესახებ .

 

რისი უფლება აქვს პირს რომლის სახლშიც ტარდება ჩხრეკა ამოღება?

პირს უფლება აქვს რომ ჩხრეკა ამოღება ჩაატაროს ადვოკატის თანდასწრებით, უფლება აქვს პრეტენზია შენიშვნა დააფიქსიროს ოქმში, და გამოიყენოს დუმილის უფლება. ჩხრეკა ამოღება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები , და შესაბამისად ამ საკითხს ნებისმიერი მოქალაქე სერიოზულად უნდა მოეკიდოს და დაუყონებლივ მიმართოს სისხლის სამართლის ადვოკატს.

რა დროს ტარდება პირადი ჩხრეკა?

პრაქტიკაში ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებას, როდესაც არსებობს ვარაუდი რომ პირმა შესაძლოა დამალა ნივთი, შესაძლოა მოყვეს პირადი ჩხრეკა.

მაგალითად როდესაც ტარდება კონკრეტული პირის სახლის ჩხრეკა შესაძლოა გამომძიებელს წარმოეშვას ვარაუდი რომ მაგალითად ნარკოტიკი ან იარაღი რომელსაც ის ეძებს გადამალა კონკრეტულმა პირმა, და აპირებს მის განადგურებას, თავიდან მოშორებას,ასეთ შემთხვევაში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გამომძიებელი უფლებამოსილია ჩაატაროს პირადი ჩხრეკა.

 

პირად ჩხრეკას ხშირად მოსდევს გაშიშვლება?

საინტერესო კითხვაა.

პრაქტიკიდან გამომდინარე როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკულ დანაშაულებს, დიახ ხშირად მოსდევს.

ამ საგამოძიებო მოქმედებაში მნიშვნელოვანია ის რომ

თუ პირად ჩხრეკას თან სდევს გაშიშვლება, იგი უნდა ჩაატაროს იმავე სქესის პირმა. ამ დროს დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა.

მაგალითად ხშირად ყოფილა შემთხვევები რომ ბრალდებულებს ან მოწმეებს დაუმალიათ ნარკოტიკული საშუალებები მაგალითად უკანატანში, და ისე გადმოუკვეთავთ საზღვარი.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია რომ გაშიშვლება მოხდეს იმავე სქესის პირთა მიერ.

ეს საგამოძიებო მოქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პროცესში, და თითოეული დეტალი შესაძლებელია გახდეს სადავო სასამართლო პროცესებზე, ამიტომ უმჯობესია ასეთ საგამოძიებო მოქმედებებში მხარის ადვოკატი იღებდეს მონაწილეობას.

ის ადვოკატს.

იხ ასევე:- როგორ შევარჩიოთ კარგი, ძლიერი და გამოცდილი ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე?

იხ ასევე:- ადვოკატი მარიამ ჭყონია ავტოსაგზაო შემთხვევისას რა უნდა იცოდეთ თქვენი უფლებების დასაცავად

იხ ასევე:- სისხლის ადვოკატი ბათუმში როგორ ვიპოვოთ მარიამ ჭყონია


გჭირდებათ ადვოკატის დახმარება? დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე: