https://ზელენსკიმ ამერიკელებს პირდაპირ ეთერში ანახა, რა არარაობა ჰყავთ პრეზიდენტად, ვისაც უკრაინის ხარჯზე სურს ლილიპუტინთან ბინძური გარიგება!
მან ტრამპი საიმპიჩმენტოდ გაამზადა - თავისივე ოვალურ კაბინეტში ჩარეცხა!
ტრამპი: თქვენ არცერთი კარტი არ დაგრჩათ...
ზელენსკი: მე ამხელა მანძილზე კარტის სათამაშოდ არ ჩამოვსულვარ!
მოკლედ, მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორი ამაზრზენი არაკაცური გონოროთ ელაპარაკა ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი უკრაინის პრეზიდენტს:
ამერიკის იარაღი რომ არა, ომს მაშინვე წააგებდით...
ჯარისკაცები აღარ გყოფნით...
სხვა შანსი არა გაქვთ, უნდა დადოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაო!
ზელენსკიმ კი მარტივად უთხრა, პუტინთან არაერთხელ დავდეთ ცევხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ის მომავალი თავდასხმისთვის იყენებდაო!
ამიტომაც, საჭიროა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები...
თუ პუტინი არ გავაჩერეთ, ის ევროპაზე გადავა და ამერიკას უკვე ევროპაში მოუწევს თავისი ჯარისკაცების გაგზავნა რუსეთთან საომრად, თუ არ შეაჩერებთ ამ მკვლელს, რომელსაც იმპერიის აღდგენა სურსო!
მოკლედ, როგორც ტრამპი წერს თავის სოცქსელში, ზელენსკი მზად არ არის შეთანხმებისთვის და მაშინ დაბრუნდეს თეთრ სახლში, როცა მზად იქნება მშვიდობისთვისო!
ახლა, იმედია, თავად ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკელები და დემოკრატები დაწიხლავენ ტრამპს, რომელმაც თავისი ჩარჩ-ვაჭრობით, თავისუფლების მსოფლიო ლიდერ ამერიკას ისეთი სირცხვილი აჭამა, რომ ენითაც ვერ გამოთქვამ...
P.S. და ვინც მაინც ვერ მიხვდა, რატომ არის კარგი ზელენსკის ალიყური ტრამპისთვის, კიდევ უფრო მარტივად ვიტყვი:
თუ ტრამპი მოახერხებს უკრაინის ხარჯზე პუტინთან გარიგებას, მთლად ხურდა ფულივით მოექცევა საქართველოსაც - რუსეთთან გარიგებისას! იხეირებენ ისინი ვინც ომის მერე მილიარდებს ჩაიდებენ ჯობეში.
გამოქვეყნდა: 2025-03-02 00:00:00