პროკურატურისთვის არაერთხელ მაქვს მიმართული რომ დაედგინათ ვის მიერ არის შექმნილიჩემისახელით ფეისბუქ ანგარიშები, მაგრამ პროკურატურა დღემდე ვერ ან არ ადგენს
1.3
პროკურატურისთვის არაერთხელ მაქვს ზემოაღნიშნული პრობლემისთვის მიმართული მაგრამ უშედეგოდ, მათი მხრიდან ამ ქმედებებით ადგილი აქვს პროვოკაციას
მოგახსენებთ რომ ადვოკატთა შესახებ კანონის მე3მუხლის
1ვეპუნქტის თანახმად და მე5 მუხლის ბ და გ პუნქტების თანახმად
მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალობის ადვოკატი და პროკურატურასთან მიმართებით შესაბამისად ამ პრინციპს არ ვარღვევ.
ადვოკატთა შესახებ 28 ე მუხლის მე10 პუნქტის თანახმად
მე არ ვარ სისხლის სამართლის ადვოკატი და არც პროცესის მონაწილე მხარე, შესაბამისად აღნიშნული საქმე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ადვოკატთა შესახებ კანონის 32 ე მუხლის 1ლი პუნქტის გამოყენება ჩემს წინააღმდეგ არის კანონის უხეში დარღვევა, რადგან მე მხარე არ ვარ,მე არანაირი პროფესიულიეთიკის კოდექსის არ დამირღვევია შესაბამისად ადვოკატთა შესახებ კანონის მე5 და მე9კანონის მუხლებს ჩემი სამოქალაქო სპეციალობით ფიზიკურად ვერც დავარღვევდი.
ასევე არ დამირღვევია ადვოკატთა შესახებ კოდექსის პირველი მუხლს რომლის თანახმადაც
ადვოკატი ვალდებულია პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პატივი სცეს კოლეგიალობის პრინციპს, მე არ ვარ მონაწილე მხარე, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად არ ვარ სისხლის სფეროში ლიცენზირებული, სამწუხაროდ.
ასევე არ დამირღვევია ადვოკატა შესახებ კანონის მე7 მუხლი
რადგან სამოქალაქო სპეციალობის ვარ და სისხლის სამართლის საქმეებზე, როგორც მონაწილეს წვდომა არ მაქვს .
რაც შეეხება ჩემს გევრდზე გაკეთებულ განცხადებებს
ფეისბუქ პოსტებს რაც შეხება მოპასუხე გენ პროკურატურის გენ ინსპექციის პროკურორი ირაკლი ცირეკიძე არაა ნანახი არ მყავს არასდროს, არც ვიცნობ, შესაბამისად არასათანადო მოპასუხეა .
პრეცედენტების საპირწონედ
რაც შეეხება პროკურატურის მოყვანილ პრეცედენტებს ის ამ საქმესთან შემხებლობაში არაა
ეთიკის კომისიამ 052/12 საქმეზე დაადგინა რომ
სავარაუდო დარღვევის შეფასებისთვის განმსაზღვრელია არა ის რომ ადვოკატი არის მოპასუხე არამედ ის რომ კონკრეტულს საქმეში მონაწილეობდა თუ არა როგორც ადვოკატი
შესაბამისად წარმოდგენილ მასალებში, როგორც ადვოკატი არ ვმოქმედებდი როგორც დაზარალებული მოქალაქე ისე ვმოქმედებ. შესაბამისად ევროკონვენციის მე10 მუხლით ვსარგებლობ გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ჩემი კრიტიკული გამონათქვამები
ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო, შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს
იხ ევრო სასამართლოს პრეცედენტი („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24 )
„შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986).
იხ უზენაესის პრეცედენტისაქმეზე
|
პუნქტი 54
შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I)
პუნქტი 56
პასუხისმგებლობის მსუბუქ ფორმასაც კი შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს, განსაკუთრებით ადვოკატებთან მიმართებაში, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ მათი კლიენტების ეფექტიანი დაცვა (Mor v. France, no. 28198/09, § 61, 15 December 2011). ადვოკატის მიმართ პასუხისმგებლობის მსუბუქი სახის გამოყენებასაც კი შესაძლებელია მოჰყვეს მისთვის პირდაპირი (დისციპლინური დევნის აძღვრა) ან არაპირდაპირი (საზოგადოებრივი იმიჯის შელახვა ან კლიენტების ნდობის დაკარგვა) უარყოფითი შედეგი (Morice v. France [GC], no. 29369/10, § 176, 23 April 2015).
1.1
ძალიან საინტერესო პრეცედენტია მსგავს საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს,ადვოკატ ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც აგინებდა გვარამია პრეზიდენტს„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში” უჩივლა. ეთიკის ქარტიამ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტის საჩივარი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Handyside v. the United Kingdom (1976) ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. [ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის] მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი გამოიყენება არა მარტო „ინფორმაციისა” და „მოსაზრებების” მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის”
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას”,-
შეფასებით მსჯელობას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად მისი შინაარსის სისწორე-მცდარობა მთლიანად დამოკიდებულია ავტორის შეხედულებებზე.
1.2
5.13 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ 2006 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე #2317/12/06) აღნიშნა, რომ: ,,ადვოკატებს აკისრიათ უმნიშვნელოვანესი როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და კრიტიკული გამონათქვამები არ უნდა გახდეს მათ წინააღმდეგ დევნის დაწყების საფუძველი“.
1.3
აგრეთვე სხვა საქმეზედ ეთიკის კომისიას საქმე 010/13
წყარო
https://www.gba.ge/pdf/5c7fc234272c1.pdf/26%20June%202013%20010.13.pdf
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში Skalka V. Poland (განაცხადი #43425/98 2003 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება) მიიჩნევს, რომ „დემოკრატია ვერ იარსებებს, თუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები საჯარო ინსტიტუტებზე. მოსამართლეები, როგორც მნიშვნელოვანი ფიგურები საზოგადოებაში, წარმოადგენენ კრიტიკის ობიექტებს, რომელიც ყოველთვის არ იქნება სასიამოვნო მოსასმენი. ზოგიერთი შენიშვნა შეიძლება საფუძვლიანი აღმოჩნდეს, ზოგიც არაფრის მომცემი, მაგრამ მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ დაჭკნენ მწვავე და ცხარე კრიტიკისაგან."
1.4
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ სხვა საინტერესო საქმეზედ
სადისციპლინო პალატისა და ეთიკის კომისიის სხდომებზე ადვოკატმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ.„ მიმოწერა“ სიცრუე იყო, ტექსტი გადაკეთებული და ამოგლეჯილი იყო კონტექსტიდან (იხ. ტ.I, ს.ფ. 79-81; 90-94; 129-134; (ადვოკატ ნ. გ-ს წერილობითი ახსნა-განმარტებები).
იხ გვერდი 6
სადისციპლინო პალატისა და ეთიკის კომისიის სხდომებზე ადვოკატმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ.„ მიმოწერა“ სიცრუე იყო, ტექსტი გადაკეთებული და ამოგლეჯილი იყო კონტექსტიდან (იხ. ტ.I, ს.ფ. 79-81; 90-94; 129-134; (ადვოკატ ნ. გ-ს წერილობითი ახსნა-განმარტებები).ადვოკატი დაობდა რომ მის წინააღმდეგ საჩივრის ტექსი იყო ამოგლეჯილიდა გადაკეთებული და იგი უარყოფდა , მტკიცების ტვირთი მომჩივარს ქონდა და არა ადვოაკტს , რაც სრულად გაიზიარა საკასაციო სასამართლომ
საკასაციო სასასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის #097/18 გადაწყვეტილება.
1.5
გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვან როლზე საუბრობს აშშ-ს უზენაესი სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში. აშშ-ს სასამართლო პრაქტიკა ისეთ მნიშვნელოვან როლს ანიჭებს გამოხატვის თავისუფლებას, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც პირს უწესდება, მიიჩნევა არაკონსტიტუციურად თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. სასამართლო აღმასრულებელ ხელისუფლებას აკისრებას პასუხისმგებლობას, რომ დაამტკიცოს შეზღუდვის აუცილებლობა და პროპორციულობა. საქმეზე New York Times v. US, სასამართლომ აღნიშნა: ყველა საქმე, რომელიც სასამართლოში შემოდის და დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდასთან, თავიდანვე დამძიმებულია არაკონსტიტუციურობის პრეზუმციით. ხელისუფლებაზე დაკისრებულია მძიმე ტვირთი გაამართლოს შესაბამისი შეზღუდვის აუცილებლობა[3].საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით კი ,, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ–ერთ ძირითად ფუნდამენტს. მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციის ძირითად პირობას. აღნიშნული უფლება შეესაბამება საჯარო ხელისუფლების ვალდებულებას, ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია გონივრული შეზღუდვების ფარგლებში“[4]. „კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლება, მისი თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის. თავისუფალი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება. ეს არის ნორმა, რომელიც კრძალავს საზოგადოებისათვის, ადამიანის გონებისათვის ,,ინფორმაციული ფილტრის’’ დაყენებას, რაც დამახასიათებელია არადემოკრატიული რეჟიმებისათვის
გამოქვეყნდა: 2022-05-06 07:46:05