ქართული სამართლის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ბრწყინვალე დღე იქნება როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო ჩემს საკონსტიტუციო სარჩელს დააკმაყოფილებს.ეს დღე ჩემთვის როგორც ადვოკატისათვის უმაღლესი მიღწევა იქნება აგვხსნის იმ ბორკილებისგან რასაც ამ ასოციაციის იძულებით წევრობა ჰქვია. ის მოსამაღთლეები კი ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებენ და მიიღებენ იმ გაბედულ გადაწყვეტილებას რასაც ამ მონსტრის დაშლა მოყვება პრაქტიკულად ქართული სამართლის ისტორიაში ოქროს ასოებით იქნებიან ჩასაწერი.
ჩემი სარჩელი 14 24 საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არსებითად განსახილველადაა უკვე გასული, რაც საკონსტიტუციო სარჩელის საფუძვლიანობას მიანიშნებს ზემოხსენებულ სარჩელს იხილავდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1 კოლეგია
საქმეს იხილავდნენ მოსამართლე
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
ეს სარჩელი თუკი დაკმაყოფილდება ქართველი ადვოკატები განვთავისუფლებით იძულებით თავს მოხვეულ ორგანიზაციის წევრობისგნ რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ჰქვია
ასევე მეორე სარჩელიც მაქვს შეტანილი1490 რითაც პირველ სარჩელთან ერთად გაერთიანებას ვითხოვთ მე და მარიამ ჭყონია
ციტირებებს ვახდენ 1490 სარჩელიდან
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დღეისთვის საკუთარ თავს მოარგო კანონები და დებულებები რითაც მიიღო ტოტალური დიქტატორული მმართველობის ფორმა და მოდელი ,რაც არღვევს სამართლიანობის თანასწორობის ფუნდამენტალურ პრინციპებს და წესრიგს , ასევე ინტერესთა სამართლიან დაბალანსებას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ჩემს შექმნილ ადვოკატთა ასოციაციაში განვითარების შემთხვევაში მთელ რიგ პრივილეგიებს მივცემდით ადვოკატებს, ადვოკატები იქნებოდნენ სოციალურად და სამართლებრივად დაცულები, ექნებოდათ მთელი რიგი პრივილეგიები, მათ ექნებოდათ განგრძობადი განათლება,კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება როგორც საქართველოში ისევე საზღვარგარეთ,ადვოკატს ვერასდროს ვერავინ გაუბედავდა იმას რასაც ახლა ბედავენ! თვითონ ადვოკატთა ასოციაციაში! ვიმუშავებდით ისეთ კანონ პროექტებზე და რეფორმებზე რომელიც ქვეყანაში ადვოკატების როლს და ინსტიტუტს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, ადვოკატთა კორპუსი იქნებოდა ძლიერი პრივილეგირებული და დაცული და არა ისეთი როგორიც დღესაა, დაკნინებული და დასუსტებული,დეგრადირებული განვავითარებდით ქმედით რეფორმებს, რაც ადვოკატების სოციალურ როლს ქვეყანაში კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა, ადვოკატები იქნებოდნენ დაცულნი, ყველასგან დაფასებულნი როგორც ეს ევროპის მაღალ განვითარებულ ქვეყნებშია. გარდა ამისა მონოპოლიზების გაუქმების შემთხვევაში იქნებოდა კონკურენცია და აიწევდა ხარისხი რითაც დაცული იქნებოდა დაცული სამართლიანი ბალანსი. დღეისთვის ხშირ შემთხვევაში მარწმუნებლები რომლებიც წახალისებულნი არიან თავად ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან კონკრეტულად ეთიკის კომისიის მხრიდან
ორგანიზაცია რომელიც საკუთარ წევრებს ადვოკატებს უნდა იცავდეს, მათ ნომერი პირველი მტერია. ეთიკის კომისიის წევრები აწარმოებენ შერჩევით სამართალს, საკუთარი წევრების წინააღმდეგ! მათ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები ეთიკის კომისიაში და რომელსაც ეთიკის წევრები იხილავენ ყოველთვის განუხილველი რჩება, მათ ზემდგომი არ ჰყავთ, ამ ხალხს დაუსჯელობის სინდრომი აქვს, რადგან არავინ არ სჯით.ჩვენ ადვოკატები მოკლებული ვართ შესაძლებლობას, განვახორციელოთ ყოველმხრივი და ეფექტური გამოკვლევა ეთიკის კომისიის წევრთა დისციპლინალურ გადაცდომებზე ეთიკის კომისიის წევრები როდესაც არაკვალიფიციურები არიან, როდესაც მათი მართლმსაჯულება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მათ სათანადო დონე და კვალიფიკაცია არ გააჩნიათ, რაც ჩანს კიდეც საქმეზე თანდართულ დოკუმენტებით, რითაც მტკიცდება ეთიკის კომისიის წევრთა წინააღმდეგ არასდროსარ აღძრულა საქმე ასევე მათი არაკვალიფიციურობა.
დამატებით არგუმანტაციისთვის ეთიკის კომისიის წევრთა არაკვალიფიციურობის ხაზგასასმელად მომყავს მაგალითი როგორ ჩანს ეთიკის კომისიის წევრებისათვის, უცხოა კონსტიტუციის ნორმა მუხლი 31. საპროცესო უფლებები 3- ნაწილით ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით. ის რომ პირს შეიძლება ჰყავდეს წარმომადგენელი და ის არ გამოცხადდეს ეთიკის პროცესზე და მის მაგივრად ცხადდებოდეს მისი წარმომადგენელი ადვოკატი, ეთიკის კომისიის წევრები კი კატეგორიულად მოითხოვდნენ უშუალოდ ეთიკის კომისიის წევრი ვისაც უჩიოდა იმ ადვოკატის ეთიკის სხდომაზე დასწრებას , ეს ელემენტარული პირველკურსელი იურისტის დონეა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰყავდეს წარმომადგენლად ადვოკატი და ასეთები ჰყავთ ეთიკის კომისიაში! რაც ჩემი შეფასებით სამარცხვინოა, რაც კიდევ ერთი მტკიცე არგუმენტია იმისა რომ ჩვენ ადვოკატებს არ გვაქვს სამართლიანი 3 ინსტანციის სასამართლოს უფლება, რაც ჩვენი ფუნდამენტალური უფლებებს ფეხქვეშ გათელვა და დარღვევაა.ჩვენი ეს უფლება დაგვაკარგინა ამ ადვოკატთა ასოციაციამ, რომელმაც თავს მოგვახვია საკუთარი კანონები და შერჩევითი მართლმსაჯულება.და გახადა ეს პროფესია სრულიად მონოპოლიზირებული.
საქართველოს პარლამენტმა გსადავო ნორმატიული აქტით მე ისევე როგორც ყველა თავისუფალი პროფესიის ადოკატს თვითორგანიზირების და განვითარების უფლება შემეზღუდა, გვესპობა ის უფლება რაც კონსტიტუციით გარანტირებული უნდა გვქონდეს. იხბმული (http://advocatory.ge/ge/news/view/191)
1.1 საქართველოს კონსტიტუციის მე12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.„რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“
1.2 „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65).
1.1 საქართველოს კონსტიტუციის მე12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.„რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“
1.2 „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65).
1.3 პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის გასამართლებლად აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
შედეგად საქათველოს ადვოკატთა ასოციაციიის მიერ პროფესიის მონოპოლიზებას განვიხილავ როგორც ჩამორჩენილობას კომუნიზმის ეპოქის გადმონაშთს, დემოკრატიულ სახელმწიფოს მოწყობის პრინციპების ფუნდამენდატალურ დარღვევას, ადვოკატთა ასოციაციის ის მოდელი რაც საქართველოში არსებობს კერძოდ იძულების წესით ასოციაციაში გაწევრიანება და თავს მოხვეულ წესებს და შერჩევით მართლმსაჯულებას რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და დანაშაულის ნიშნებია კონკრეტულს საქმეეებში და ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ეთიკის წევრების მიერ რომლებიც სარგებლობენ ხელშეუხებლობით,აქვთ თავხედური ქცევები და დაუსჯელობის სინდრომი ეს ყველაფერი იმის გამო რომ ადვოკატები გაწევრიანებულივართ იმ ორგანიზაციაში რომელსაც ჩვენთის რეალურად არანაირი სარგებელიარ მოაქვს, ასოციაიის პრივილეგიებით ვიწრო ჯგუფი სარგებლობს, ორგანიზაციას რომელიც ს.ს.იპია სახელემწიფო აუდიტი არ აკონტროლებს შ,ედეგად ფინასების გაუმჭირვალე ხარჯვა კითხვის ნიშნებს ჰბადებს
გამოქვეყნდა: 2020-06-13 11:58:48