სიახლეები

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოში ადვოკატთა რამდენიმე ასოციაცია უნდა იყოს

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოში ადვოკატთა რამდენიმე ასოციაცია უნდა იყოს

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი

 

საქართველოში რამდენიმე ადვოკატთა ასოციაცია უნდა შეიქმნას.

ყოვლად დაუშვებელია ერთადერთი მონოპოლიზირებული ორგანიზაციის ხელში იყოს საქართველოში მყოფი ადვოკატების ბედი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ხელს უშლის ადვოკატებს პროფესიულ განვითარებაში, ის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო ჯგუფებს ემსახურება მაგ ერთი და იგივე სახეები დადიან ასოციაციის ხარჯებით საზღვარგარეთ უტარდებათ  ტრენინგები/ერთი და იგივე სახეები დადიან წვეულებებზე ასოციაციის ხარჯით .

პირადად ვარ მოწმე როდესაც  ეთიკის კომისიის წევრმა კონსტანტინე გელაშვილმა რომლის გარიცხვაც მისივე უაზრო სამარცხვინო საქციელების გამო მოვითხოვე 2108წელს ადვოკატთა ყოვლწლიურ კრებაზე, ,ადვოკატთა ასოციაციაში გასვლითის ამოწერა მოითხოვა, რაც ნიშნავს იმას რომ ასოციაცია მის ხარჯებს აფინანსებს არადა კანონით ეთიკის კომისიის წევრები არანაირ  სარგებელს არ უნდა იღებდნენ.

დავით ასათიანი რომელიც ზაზა ხატიაშვილის მემკვიდროებით დაინიშნა ასოციაციის თავჯდომარედ,  არანაირ ქმედით ღოისძიებას არ იღებს პროფესიის განსავითარებლად და იმ პრობლემების აღოსაფხვრელად რაც ამ ორგანიზაციაშია ,ჩემთვის გაუგებარია  ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე რატომ დებს ადვოკატების დაუკითხავათ საქართველოს პროკურატურასთან  შეთანხმებებს და რატომ აფორმებს მემორანდუმებს?  ან რატომ არ იღებს  ხმას იმ პრობლემებზე რაც  სისხლის სამართლის და სამოქალაქო სფეროში მომუშავე ადვოკატებს გვაქვს ,ეს ყველაფერი მაფიქრებინებს იმას რომ  ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს ეს ორგანიზაცია.

 

ადვოკატთა ასოციაცია სარგებობს იმით რომ მათ ბიუჯეტის ხარჯვებში არავინ არ ერევა, მათ შორის არც ფინანსური პოლიცია და არც სახელმწიფო აუდიტი.

5000ადვოკატის სახელით იღებენ გადაწყვეტილებებს ყოველწლიურ კრებებზე  რამდენიმე ადვოკატი,  ასევე მაგ  2019წლის  საერთო კრებაზე აღსანიშნავია რომ არცერთ ადვოკატს არმიეცა რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლის უფლება   ამ ქმედებით რეგლემენტი დაარღვია დავით ასატიანმა სიგელების დარიგება დაიწყო ასათიანმა ნაცვლად იმისა რომ მოესმინა ადვოკატებისათვის.

ეს ორგანიზაცია საერთოდ უნდა გაუქმდეს და რამდენიმე ასოციაცია შეიქმნას 2 საკონსტიტუციო სარჩელი მაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში და აქედან ერთი არსებითად განსახილველადაა უკვე გასული, რაც იმას ნიშნავს რომ პროცენტულად 50- 50ზეა ამ ასოციაციის არსებობა არ არსებობის ბედი.

ადვოკატთა ასოციაციამ დღეისთვის  საკუთარ თავს მოარგო კანონები და დებულებები რითაც მიიღო ტოტალური  დიქტატორული მმართველობის ფორმა და მოდელი ,რაც არღვევს სამართლიანობის თანასწორობის  ფუნდამენტალურ პრინციპებს  და წესრიგს

ამავე სარჩელით მოთხოვნა მაქვს დაყენებული საქართველოს ყველა ბანკის ანგარიშიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს ყველა წევრის, ასევე ეთიკის კომისიის ყველა წევრის, ასევე სარევიზიო კომისიის ყველა წევრის პირადი ანგარიშებიდან ინფორმაციები.

ასევე ვერანაირ კრიტიკას უძლებს ეთიკის კომისიის წევრთა სამარცხვინო ქმედებები

ვთლი რომ,კონკურენტი კონკრენტის საქმეს არ უნდა იხილავდეს საჭიროა კონტროლის მეტი მექანიზმი.მიუკერძოებლობის პრინიპსს რაც შეეხება

კონვენციის მე-6 მუხლის სამაღტლიანი სასამართლოს  პრონციპები პირველი პუნქტით განსაზღვრული მ ი უ კ ე რ ძ ო ე ბ ლ ო ბ ი ს მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება: პირველი _ სასამართლო სუბიექტურად თავისუფალი უნდა იყოს პიროვნული ზრახვებისა და მიდრეკილებებისაგან; მეორე _ იგი ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით, ანუ მან უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები ამ თვალსაზრისით ნებისმიერი კანონიერი ეჭვის გამოსარიცხად.

რაც იმას ნიშნავს რომ ამ ფორმით ამ ორგანიზაციის არსებობა დემოკრატიულ სახელმწიფოში ყოვლად მიუღებელია

2020წ  21 მაისი