სიახლეები

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა “ (კონსტიტუციური სარჩელი №1424). 2019 წლის 25  პროცესი ფაქტიურად მთელი დღე მიმდინარეობდა.

პროცესი წარმართა საკონსტიტუციო სასამართლოს 1 კოლეგიამ

მოსარჩელე ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი და მისი წარმომადგენელი მარიამ ჭყონია ითხოვდნენ  ადვოკატთა ასოციაციის სავადებულო წევრობის გაუქმებას  და მონოპოლიზების გაუქმებას ასევე ასოციაციის სტატუსი გახადეს სადავოდ. 

მოსარჩლეს განმარტებით-

ადამიანის თავისუფლება,  გაერთიანების თავისუფლება რაც კონსტიტუციის 22 მუხლიდან გამომდინარეობს დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტალური ქვაკუთხედია, თავისუფლება მოიცავს სუბიექტის ნებას არჩევანის გაკეთების საშუალებას და არა ვალდებულებას რაც  დემოკრატიულ სახელმწიფოში  ყოვლად დაუშვებელია,  დაუშვებელია ადამიანების იძულება რომელიმე გაერთიანებაში პროფესიის ნიშნით  გაწევრიანება და საკუთარი მართლმსაჯულების თავს მოხვევა.

საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა და იცავს მას უკანონო ან/და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან.

მოსარჩელე  ლაშა ჯანიბეგაშვილის განმარტებით

ჩემი  კონსტიტუციური სარჩელი  №1424თავისი არსით მიესადაგება ქვემოთ აღნიშნულ პრეცედენტს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/3/1263

  2019 წლის 18 აპრილი

 

22

დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზედანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60)

ადვოკატთა ასოციაციამ დაამყარა დიქტატურა .ამ ორგანიზაციის უღირსი წარმომადგენლები ბოროტად სარგებლობენ იმით რომ არცერთი ხელისუფლების ორგანო არ ერევა მათ გადაწყვეტილებებში არ ერევა მათ  საქმიანობაში,აწარმოებენ შერჩევით სამართალს საკუთარი წევრებს წინააღმდეგ უბინძურესი მეთოდებით!

მისივე განმარტებით  ის არის ამ ასოციაციაში იძულებით გაწევრიანებული პირი, ისევე როგორც სხვა მრავალი ადვოკატი, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 22მუხლთან 

    მუხლი 22. გაერთიანების თავისუფლება

1. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.

მოსარჩელეს განმარტებით, ყოვლად დაუშვებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში  შექმნა ორგანიზაცია გააწევრიანო იძულებით 1 პროფესიის ადამიანები თავს მოახვიო საკუთარი წესები და მართლმსაჯულება,დაამყარო მონოპოლია პროფესიაში და დიქტატორული სისტემის პრინციპით  მართო ორგანიზაცია,  აღნიშნული ქმედება დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება ატარებს დიქტატურულ მახასიათებელს რაც ყოვლად დაუშვებელია.

კონსტიტუციის 34 მუხლის თანახმად

მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები

2. ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.

მოცემულ შემთხვევაში კი ადვოკატის რომელიც თავისუფალი პროფესიის პირს წარმოადგენს ღიად ეწინააღმდგება გაერთიანების უფლების შეზღუდვა რასაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ახდენს.

ამასთან მოსარჩელე ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა რამდენიმე  პრეცედენტული საქმე დაურთო საქმეს ასევე უამრავი მტკიცებულებები რაც მისი აზრით მის პოზიციას განამტკიცებდა.

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ღიად უცხადებს მადლობას, ცნობილ გამოჩენილ ადვოკატს ირმა ბრელიძეს,რომელმაც 400კილომეტრი მასთან და მარიამ ჭყონიასთან ერთად გაიარა და 2დღეღამე გვერდით ედგა.

მსგავსი სარჩელი უპრეცედენტოა და ანალოგი არ მოეძებნება ქართული სამართლის ისტორიაში.

https://www.facebook.com/advokatilasha.janibegashvili/videos/1264202960414737/

გთავაზობთ სარჩელიდან ამონარიდებს

ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კომისიის მეშვეოებით აწარმოებს ხშირ შემთხვევაში შერჩევით სამართალს,

ამის დასტურია  ეთიკის კომისიის  წევრთა ქმედება  ისინი განზრახ არ ითვალისწინებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას სადაც ხაზგასმით არის 2-გან ნათქვამი ადვოკატის კეთილსინდისეირება,განზრახ მალავენ ეთიკაში მომჩივარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რომ არის აღძრული ამ ფაქტს , განზრახ ამახინჯებენ ადვოკატის და მისი თანაშემწის ნათქვამს  და პოზიციას და   დისციპლინალურ საქმეს ისე აღძრავენ ადვოკატის წინააღმდეგ დისკრეციულ უფლებამოსილების გადამეტებით.

ახდენენ რა საკუთარი წევრის დისკრედიტაციას, ეთიკის კომისიის წევრების პირადი სუბიექტური დამოკიდებულების გამო,ამას ასაჯაროებენ ეს ქმედებები მათი აბსოლუტურად არ კონტროლდება, რითაც საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში მნიშვნელოვნად ხელი მეშლება, რის შედეგადაც სამართლიანი მართლმსაჯულების ნაცვლად, სამარცხვინო მართლმსაჯულებას ვიღებთ. ყოველივე ეს ბადებს უსამართლობის მწვავე განცდას და იწვევს სამართლიან მწვავე კრიტიკას იმ ორგანოს მიმართ, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ჰქვია. ეთიკის კომისიის წევრების ქმედება არანაირ კრიტიკას არ უძლებს.

საკუთარი ჯგუფი მაქვს 97 000 ადამიანია გაწევრიანებული, ოფიციალურ საიტზე მაქვს დადებული ინფორმაცია, ყველა ნაწარმოები საქმე რაც კი დასრულდა 2018 წელს, წარმატებით მქონდა დასრულებული და ამაზე ხალხს პრეტენზიაც არ აქვს.

 აღნიშნული მიდგომა დისკრიმინაციული ხასიათის არის,  ქმედების  მოტივი პროფესიული შუღლით აიხსნება.

წარუმატებელი ადვოკატი შედარებით წარმატებულ ადვოკატის საქმეს სამართლიანად ობიექტურად და მიუკერძოებლად  ბუნებრივია ვერ და არც  განსჯის,მითუმეტეს თუკი მას არავინ არ აკონტროლებს.

 

ახდენენ რა საკუთარი წევრის დისკრედიტაციას, ეთიკის კომისიის წევრების პირადი სუბიექტური დამოკიდებულების გამო,ამას ასაჯაროებენ ეს ქმედებები მათი აბსოლუტურად არ კონტროლდება, რითაც საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში მნიშვნელოვნად ხელი მეშლება, რის შედეგადაც სამართლიანი მართლმსაჯულების ნაცვლად, სამარცხვინო მართლმსაჯულებას ვიღებთ. ყოველივე ეს ბადებს უსამართლობის მწვავე განცდას და იწვევს სამართლიან მწვავე კრიტიკას იმ ორგანოს მიმართ, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ჰქვია. ეთიკის კომისიის წევრების ქმედება არანაირ კრიტიკას არ უძლებს.

საკუთარი ჯგუფი მაქვს 97 000 ადამიანია გაწევრიანებული, ოფიციალურ საიტზე მაქვს დადებული ინფორმაცია, ყველა ნაწარმოები საქმე რაც კი დასრულდა 2018 წელს, წარმატებით მქონდა დასრულებული და ამაზე ხალხს პრეტენზიაც არ აქვს.

 აღნიშნული მიდგომა დისკრიმინაციული ხასიათის არის,  ქმედების  მოტივი პროფესიული შუღლით აიხსნება.

წარუმატებელი ადვოკატი შედარებით წარმატებულ ადვოკატის საქმეს სამართლიანად ობიექტურად და მიუკერძოებლად  ბუნებრივია ვერ და არც  განსჯის,მითუმეტეს თუკი მას არავინ არ აკონტროლებს.

 

სახელმწიფო ვალდებულია, ნება დართოს პიროვნებებს, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შექმნან პროფესიული გაერთიანებები. განსაკუთრებით დაუშვებელია 

                                     შექმნა, 

რომელში გაწევრიანება სავალდებულო იქნება.

სასმართლო პრაქტიკამ ცხადყორომ დაუშვებელია პროფესიული კავშირების მონოპოლია, ალტერნატივა ყოველთვის უნდა არსებობდეს იმათთვის, ვისაც რაიმე მოსაზრების გამო არ სურს ამა თუ იმ ასოციაციაში გაერთიანება

 

სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც იერარქიულად ყველაზე მაღლა დგას და გასათვალისწინებელია ყველა ორგანოსთვის მათთვის  პრიორიტეტული არ არის.

ამ ორგანოში არის კლანური მმართველობა,სრული განუკითხეობა, აწარმოებენ შერჩევით სამართალს (თუ კი ამას შეიძლება საერთოდ სამართალი ეწოდოს). ასოციაციასთან და კომისიასთან ,,დაახლოებული ადვოკატების“, ასევე თავად კომისიის წევრების წინაღმდეგ არ ხდება საქმის აღძვრა, არიან მიკერძოებულები. ერთი და იგივე შინაარსის საქმეზე როცა არის პრეცედენტები, მაინც ხდება ადვოკატის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, რასაც არ კადრულობს პროკურატურა და მოსამართლეები, ისინი კი კადრულობენ.

არავის არ აქ უფლება თავი დაიყენოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში,თავი დააყენოს კანონზე მაღლა , ,,გაუკვევლად ხარჯოს და განკარგოსფინანსები რომლებიც ასოციაციას (ანუ მთლიანად ადვოკატთა კორპუსს ეკუთვნის და არა მცირე ჯგუფს.

შესაბამისად ადვოკატთა ასოციაციის იძულებითი სახით წევრობა შერჩევითი მართლმსაჯულების ობიექტად ყოფნა ,იმ ორგანიზაციის რომელიც რეალურად არაფრის მომცემია ადვოკატებისათვის არაკონსტიტუციურად ვთვლი  რომ ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი სამართლებრივად სწორია და 

დასაბუთებული ვითხოვ გაუქმდეს კანონის ის ნორმები რომელის ასოციაციის წევრობას სავალდებულოს ხდის.