სიახლეები

ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა შესაძლოა დაშალოს?

ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატმა ლაშა ჯანიბეგაშვილმა შესაძლოა დაშალოს?

  2019 წლის 05 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა  სარჩელი N-1424,

სარჩელის ავტორია ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი,

რომელიც სადავოდ ხდის

1 ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადებს,

2 ადვოკატთა ასოციაციის სტატუსს ორგანიზაცია რომელიც ს.ს.ი.პია და სახელმწიფო აუდიტი  შემოსულ ფინანსებს არ განკარგავს.

3. ხდის ასევე სადავოს ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან პროფესიის მონოპოლიზებას,იძულებით წევრობას რაც კონსტიტუციის თანახმად დაუშვებელია.

კონსტიტუციის  მუხლი 22. გაერთიანების თავისუფლება

1. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.

რაც ნიშნავს იმას რომ ყველას აქვს უფლება  და არა ვალდებულება იყოს რაიმე ორგანიზაციაში იძულებით გაწევრიანებული.

ევროული კონვეციის შეკრების და გაერთიანების თავისუფლება (კონვენციის მე-11 მუხლი)

დამატებით არგუმენტაციისათვის  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება მოყავს იანგსი, ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“

ასევე სხვა მაგალითად  amihalachioaie v. Moldova წინააღმდეგ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ 2000წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო  მოლდოვის კანონის ის ნორმა,რომელიც აწესებდა ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო გაწევრიანებას. 

წარმოდგენილ სარჩელში ადვოკატი ასაბუთებს რომ :

 "არავინ  შეიძლება იძულებით დაექვემდებაროს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას  იძულებით რაიმე ორგანოში იძულებით გაწევრიანებას და ითმინოს მის წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი, სადაც მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას საჯაროდ გამოუქვეყნებენ.არც ის არის  კონსტიტუციური   როცა ადვოკატთა ასოციაცია ს.ს.ი.პ საჯარო სამართლის იურიდიული პირიადა საწევროებს და გრანტებს რასაც ადვოკატთა ასოციაციაში შედის არავინ არ აკონტროლებს."

"დ ა უ შ ვ ე ბ ე ლ ი ა  პ რ ო ფ ე ს ი უ ლ ი  კავშირების მ ო ნ ო პ ო ლ ი ზ ე ბ ა,   ალტერნატივა ყოველთვის უნდა არსებობდეს იმათთვის, ვისაც რაიმე მოსაზრების გამო არ სურს ამა თუ იმ ასოციაციაში გაერთიანება."

საკონტიტუციო სასამართლომ განსახილვლელად მიიღო ზემოხსენებული სარჩელი რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სავალდებულო არ იქნება, რაც ფაქტიურად ადვოკატთა ასოციაციის მონოპოლიზებას დაასრულებს მთელს ქვეყანაში.

შეგახსენებთ რომ ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატია, რომელსაც ნაწარმოები საქმეებიდან აბსულიტური უმრავლესობა წარმატებით აქვს დასრულებული.