სიახლეები

მორიგი წარმატებული საქმე არასრულწლოვნის ქონებასთან დაკავშირებით

მორიგი წარმატებული საქმე არასრულწლოვნის ქონებასთან  დაკავშირებით

 მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვანი პირის თ.მს  სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.მოცემული გარიგება არასრულწლოვანის წარმომადგენლებმა დადეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. კ.კსთან.

ზემოხსენებულ საქმეზე იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადგენილი, რომლებმაც არასრულწლოვანის წარმომადგენელთა მხრიდან ქონების განკარგვის შესახებ გარიგების ბათილობა წარმოიშვა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დავებისას დადგინდა რომ სადავო სახლი ბავშვისთვის ბაბუის ნაჩუქარი იყო და წარმოადგენდა არასრულწლოვნის თ.მ-ს  ერთადერთ საკუთრებას და ერთადერთ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა.შესაბამისად იპოთეკის ხელშეკრულება მცირეწლოვან ბავშვისინტერესების საწინააღმდეგოდ იყო და შესაბამისად გაუქმდა.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან.

1.1.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ ნ.წ.-სა და სხვების N.71776/12 განაცხადის საფუძველზე (2 თებერვალი 2016 წელი) მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ხაზი გაუსვა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ „ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება“ (პ-19)./

1.2

ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან.

1.3

მშობლის უფლება-მოვალეობების სისტემა ქონებრივი და არაქონებრივი შინაარსით განიხილება, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს "the interests of child" („ბავშვის საუკეთესო ინტერესი“) პრინციპის განუხრელი დაცვით. 

1.4

მოცემულ შემთხვევაში საინტერესო იყო პრაქტიკის მიზნით მოყვანილი განმარტებები კერძოდ უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები ბავშვის ქონებრივი უფლებების დაცვის თაობაზე. აღნიშნულ უფლებათა დაცვის ლეგიტიმური მოლოდინიდან გამომდინარე, ბავშვის ქონებრივი უფლებების დაცვა სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული ზომების მიღებას მოითხოვს. ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, ევრო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით ბავშვის საუკეთესო ინტერესი უპირატესადაა მიჩნეული. (იხ. 07.05.2015 წლის საქმე ს.ლ და ჯ.ლ ხორვატიის წინააღმდეგ).

კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას.

უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი #18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას.  სასამართლოსათვის  ამოსავალი  პრინციპია,  ბავშვის არა  დაცვის  ობიექტად  მიჩნევა,  არამედ მისი,  როგორც  სუბიექტის  უფლებების  აღიარება და  დაცვა.  აღნიშნული  საკითხი  განსაკუთრებულ მნიშვნელობას  იძენს  ბავშვის  უფლებასთან და  საუკეთესო  ინტერესთან  დაკავშირებული თითოეული  საქმის  განხილვისა და  ინდივიდუალური  შეფასებისას,  რათა  ეროვნული სასამართლოს  გადაწყვეტილებებში,  იქ,   სადაც   საქმე   ეხება  ადამიანის  უფლებათა  ევროპული კონვენციის  მე-8 მუხლით  გათვალისწინებული  მშობლისა  და  ბავშვის  უფლებებს,  უპირატესობა უნდა  მიენიჭოს  ბავშვის  უფლებებს.  იმ  შემთხვევაშიც  კი,  თუ საჭიროა  ინტერესთა  დაბალანსება, პრიორიტეტულია  ბავშვის  საუკეთესო  ინტერესის  კვლევა  და მისი  შესატყვისი  გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72).  შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.)

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა („კომიტეტი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას.